ლურჯი ვერსია

სტარტაპ ინკუბატორი

ბაზარზე პირველად გასვლა სტარტაპისთვის გარდამტეხი წერტილია, სადაც მათი იდეები და წარმოდგენები რეალობას ეჯახება. ამ რთული ეტაპის გადალახვაში სტარტაპებს ეხმარება მედიალაბის სტარტაპ ინკუბატორი.


ინკუბატორის მიზანია, დაეხმაროს სტარტაპებს პროდუქტის დახვეწასა და ბაზარზე ოპერირებაში. მედიალაბის ინკუბატორის რეზიდენტ სტარტაპებს ეძლევათ ინდივიდუალური სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი და წვდომა ლაბის ტექნიკასთან. რეზიდენტი სტარტაპები გაივლიან ინკუბაციის პროცესს, რაც გულისხმობს მენტორების დახმარებას, უფასო ტრენინგებსა და ვორკშოპებს, იურისტის, დეველოპერის, ინჟინერისა თუ სხვა სპეციალისტის დახმარებას, რეზიდენტ სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაფინანსება მედიალაბისგან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს დაფინანსება.


პროგრამაში ჩასართავად, გაიარეთ რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:


  • სტარტაპ იდეის რელევანტურობა კომუნიკაციების სფეროსთან
  • იდეის ინოვაციურობა
  • იდეის გლობალური პოტენციალ




რეკომენდაციები

13 დეკემბერი

აქსელერაცია

მედიალაბი გთავაზობთ აქსელერაციის ინდივიდუალურ პროგრამას, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებისთვის...
15 ნოემბერი

საერთო სამუშაო სივრცე

მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცე არის, უფასო სამუშაო სივრცე, სპეციალურად შექმნილი სტარტაპებისა და ფრილანსერებისთვის...
14 ნოემბერი

სტარტაპ ინკუბატორი

მედიალაბის ინკუბატორის მიზანია დაეხმაროს სტარტაპებს პროდუქტის დახვეწასა და ბაზარზე ოპერირებაში.