ლურჯი ვერსია

„მოლაპარაკებების ხელოვნება“ - მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი ჩატარდა

15 ნოემბერი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპებისთვის „მოლაპარაკებების ხელოვნების“ შესახებ სემინარი ჩატარდა, რომელსაც 20 სტარტაპერი დაესწრო. შეხვედრა სტარტაპსაზოგადოებისთვის სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას ისახავდა მიზნად. ლექცია თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. სტარტაპერებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით რჩევები, თუ როგორ მოელაპარაკონ დაინტერესებულ მხარეებს სასურველი მიზნის მისაღწევად. რა ტექნიკები უნდა გამოიყენონ, იმისთვის რომ სწორი მოლაპარაკება აწარმოონ და დააინტერესონ პარტნიორები თუ ინვესტორები, ასევე რა უნარ-ჩვევებია საჭირო სხვების დასარწმუნებლად, იმისთვის, რომ გუნდის პოტენციური წევრებისთვის საქმიანობა უფრო წარმატებული, ხოლო მომხმარებლებისთვის უფრო საინტერესო გახადონ.

სემინარს მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ასოცირებული პროფესორი, მოლაპარაკებების კვლევის, ექსპერტიზისა და საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრის PRONEGO-DBS-ის ასოცირებული წევრი ტარიელ სიხარულიძე გაუძღვა.

სემინარის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეებს სასურველი თემების განხილვისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.