ამ ორ ქვეყანას შორის კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ორი კომპანია ჩინეთიდანაა, მაგრამ 10 მოწინავე სტარტაპიდან 60% ამერიკულია. იმაზე შეთანხმება, რომელი რომელს უსწრებს, მართლაც რთულია.
მსოფლიო მასშტაბით 500-ზე მეტი მილიარდდოლარიანი სტარტაპი არსებობს. პირველი 10 სტარტაპი ჯამში 387 მილიარდად ფასობს. თუმცა, კოვიდ-19-მა საგრძნობლად შეცვალა ამ ათეულში მოხვედრილი სტარტაპების როგორც ვინაობა, ისე – ღირებულებები.
მოდი, გადავხედოთ მოწინავე 5 სტარტაპს და ვნახოთ, როგორ მოიპოვეს ამხელა წარმატება. ხსენებული პროექტები კერძო კომპანიებია, ანუ მათი აქციები საჯაროდ არ იყიდება და მათი შეფასება ინვესტიციებით მოზიდული თანხის ოდენობას ეყრდნობა. საინტერესოა, რომ ამ სტარტაპების უმეტესობა გლობალურ ბაზარს ეხება და ყოველდღიურ საჭიროებებს აგვარებს. სწორედ ეს იქცა მათი განუმეორებელი წარმატების წინაპირობად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტების გამოყენებით რიგითი ადამიანები იღებენ შემოსავალს, კომპანიების ღირებულება მომხმარებელთა თვალში ერთიორად იზრდება.
1. ByteDance – ტიკტოკის მშობელი კომპანია
შეფასება: 140 მლრდ
ByteDance ჩინური სტარტაპია, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია აერთიანებს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს, რომლებიც საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობ კონტენტს აწარმოებენ. ერთ-ერთი მათგანია ტიკტოკი, 15-60 წამიანი ვიდეოების გაზიარების აპლიკაცია, რომელმაც ფეისბუკსა და ინსტაგრამს გაუსწრო გადმოწერებში. ByteDance ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების შემუშავებაშია გაწაფული. მთავარი მიზანი ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული კონტენტის დახარისხება-ჩვენებაა.
სტარტაპის ასეთი წარმატების დიდი ნაწილი ტიკტოკს ეკუთვნის. აპლიკაცია ჩინური ბაზრისთვის 2016 წელს შეიქმნა, დანარჩენ მსოფლიოს კი 2017-2018 წლებში მოედო. ტიკტოკის მუშაობის პრინციპები და წარმატების საიდუმლოები იმდენად მიმზიდველია, მას ცალკე სტატია დავუთმეთ. სრულად მის შესახებ აქ წაიკითხე.
2. Didi Chuxing – საზიარო ტაქსების სერვისი
შეფასება: 62 მლრდ
მეორე ადგილს ისევ ჩინური კომპანია იკავებს, რომელიც Uber-ისა და Bolt-ის ანალოგია. თუმცა, მათგან განსხვავებით, Didi ემსახურება 550 მილიონზე მეტ მომხმარებელს აზიის, ლათინო ამერიკისა და ავსტრალიის მასშტაბით. ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დაპყრობისა და სხვა ქვეყნებში გაფართოვების გზით სტარტაპმა კონკურენტებს მარტივად გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ კომპანიის პრეზიდენტი ჟიან ლიუა. ის 2014 წელს, დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, შეუერთდა კომპანიას და ყველაზე წარმატებულ ქალ ანტრეპრენერად ითვლება ჩინეთში.
3. SpaceX – ილონ მასკის მარსზე გადასახლების მისია
შეფასება: 46 მლრდ
ჩინურ გიგანტებს ცნობილი ანტრეპრენერის, ილონ მასკის, კომპანია SpaceX-ი მოსდევს. სტარტაპი მიზნად ისახავს კოსმოსში გადაადგილების ხარჯების შემცირებას და, როგორც ყველამ ვიცით, მარსის კოლონიზაციას. მასკის გამორჩეულ მიღწევად ითვლება კოსმიური რაკეტების აშენების ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. NASA-სა და Air Force-ის კვლევამ ისიც აჩვენა, რომ SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 ილონ მასკმა სამჯერ უფრო იაფად დაამზადა, ვიდრე NASA-ს დაუჯდებოდა.
ასევე გაეცანი: 3 საიდუმლო ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად – ილონ მასკის, სტივ ჯობსის და პოლ გრემის რჩევები.
4. Stripe – ონლაინ გადარიცხვების პლატფორმა
შეფასება: 36 მლრდ
Stripe-ი ონლაინ გადარიცხვების ამერიკული კომპანიაა, რომელიც PayPal-ის მსგავსად ოპერირებს. პატრიკ და ჯონ კოლისონები, რომლებმაც 2010 წელს დააარსეს კომპანია, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებში საპატიო ადგილს იკავებენ.
PayPal-სა და Stripe-ს შორის მთავარი განსხვავება ფასებზე დაიყვანება. თითოეული ქვეყნისა და ბიზნესის ტიპისთვის მათ განსხვავებული შეთავაზებები აქვთ. ერთი უპირატესობა, რაც Stripe-ს PayPal-თან შედარებით გააჩნია, საკმაოდ ოპტიმიზირებადი უკანა ნაწილია, რაც დეველოპერების სიმპათიას იმსახურებს.
5. Airbnb – ბინები სასტუმროებად
შეფასება: 18 მლრდ
ამ კომპანიას ყველანი კარგად ვიცნობთ. Airbnb-ი ბევრისთვის იქცა ტურიზმის საყვარელ კომპონენტად. ჩემთვის ის იმდენად გაიგივებულია მოგზაურობების საყვარელ მოგონებებთან, რომ Airbnb-ის ხსენებისას ერთად მახსენდება ყველა ქვეყანა, რომლებშიც მათი დახმარებით დავისვენე. კომპანიის მიზანიც სწორედ ესაა – ტურისტების დაახლოვება მონახულებულ ადგილებთან.
Airbnb-ი, Stripe-ის მსგავსად, Y Combinator-ში მოხვდა, რამაც დიდი როლი ითამაშა მათ წარმატებაში. როგორც აქსელერატორის დამფუძნებელი, პოლ გრემი, აღნიშნავს ხოლმე, საკუთარ სახლში უცხოების შეშვების იდეა მაშინ სიგიჟედ მიაჩნდათ და მხოლოდ იმიტომ აიყვანეს ეს პროექტი, რომ უბრალოდ გუნდით მოიხიბლნენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გამო შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ საგრძნობლად დააზარალა Airbnb-ი. კომპანიის შეფასება $31 მილიარდიდან $18 მილიარდამდე დაეცა ერთ წელში. ამის გამო, მათ თანამშრომლების მეოთხედის დათხოვა და სარეკლამო ხარჯების შემცირება მოუწიათ.
ათეულის დანარჩენი საინტერესო კომპანიები
მეექვსე ადგილს ტიკტოკის ჩინური ალტერნატივის, Douyin-ის, კონკურენტი კომპანია Kuaishou იკავებს $18 მილიარდიანი ღირებულებით. ვიდეოების გაზიარების პლატფორმას 300 მილიონი დღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს მაშინ, როცა Douyin-ისთვის ეს რიცხვი 500-მდე მილიონია. გავრცელების კუთხით Kuaishou-მ Douyin-ისგან განსხვავებულ სტრატეგიას მიმართა. თუ ტიკტოკის ალტერნატივა (და თავად ტიკტოკიც) დიდ ქალაქებში დასახლებულ ინფლუენსერებზე იყო ორიენტირებული, Kuaishou-მ ჯერ ურბანულ დასახლებებში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის გული მოიპოვა, შემდეგ კი ჩინეთის დანარჩენ ქალაქებს მოედო. მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც მას Douyin-თან შედარებით გააჩნია, რეალურ დროში ვიდეოების გაშვების ფუნქციის ადრეული და სტრატეგიული ათვისებაა. Kuaishou ვიდეოთამაშების ‘სტრიმინგში’ ჩაერთო და დღეში 35 მილიონ მომხმარებელზე გადიოდა, რაც ორ ყველაზე მსხვილ სტრიმინგის ჩინურ პლატფორმებზე მეტია. ვირტუალური საჩუქრების გაზიარებით პლატფორმამ ჯამში 440 მილიონი დოლარი გამოიმუშავა მაშინ, როცა Douyin-ისთვის ეს რიცხვი 60 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
საინტერესოა, რომ ათეულის ბოლო ოთხი კომპანიიდან ორი მიტანის სერვისია. მე-7 ადგილს პროდუქტების მიტანი ამერიკული კომპანია Instacart-ი იკავებს 18 მილიარდიანი შეფასებით, მეათე ადგილს კი – რესტორნებიდან საჭმლის გამოძახების სერვისი DoorDash-ი $16 მილიარდიანი შეფასებით. ასეთი მოულოდნელი აღიარება კომპანიებმა კოვიდ-19-ის პირობებში მოიპოვეს. მოსახლეობა უმეტეს დროს სახლში ატარებს, რესტორნები და მაღაზიები კი, შეზღუდულ პირობებში მუშაობენ. იგივე ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც შეინიშნება. გლოვო და ვოლტი მართლაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა არსებული ვითარების გამო.
სიაში მერვე ადგილს თამაშების ამერიკული კომპანია Epic Games-ი იკავებს $17 მილიარდიანი ღირებულებით, ხოლო მეცხრე ადგილზე ინდური E-commerce-ის პლატფორმა One97 Communications მოხვდა $16 მილიარდიანი ღირებულებით.
რა მახასიათებლები აერთიანებთ ამ სტარტაპებს?
თუ ყველაზე ძვირად შეფასებულ სტარტაპებს შორიდან გადავხედავთ, SpaceX-ის გარდა, ყველა მათგანს საერთო მახასიათებელი აქვს: მათი სამიზნე აუდიტორია არის თითქმის ყველა, პრობლემა კი, რომლებსაც ისინი აგვარებენ – ყოველდღიური. ასეთმა ფართო სამიზნე არეალმა მათ შესაძლებლობა მისცა ყველაზე ცნობილი, ყველაზე ხშირად გამოყენებადი და, საბოლოოდ, ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანიები გამხდარიყვნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შენი სტარტაპი პირველივე დღეებიდან მსოფლიოს დაპყრობისკენ უნდა მიმართო. თუ კარგად შეისწავლი ამ კომპანიებს, აღმოაჩენ, რომ საწყის პერიოდში ისინი საგრძნობლად ვიწრო და კარგად განსაზღვრულ აუდიტორიას უმიზნებდნენ – კარგად განსაზღვრული, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით. ის, რაც შემდეგ მოხდა, პრობლემის გლობალურობიდან გამომდინარეობს. SpaceX-ი კი, უბრალოდ გამორჩეული კომპანიაა, რომელიც NASA-გან იღებს დაკვეთებს. ამით ყველაფერი ნათქვამია.
თუმცა, დანარჩენ კომპანიათა უმეტესობას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და სასიხარულო საერთო აქვთ: მათ მიერ შექმნილი პროდუქტებით ფულს რიგითი ადამიანები გამოიმუშავებენ. ტიკტოკი, ტაქსების საზიარო სერვისი, AirBnB, Kuaishou, DoorDash-ი – შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანის მომხმარებელი პოტენციური თანამშრომელიცაა. ამ კომპანიებმა შესაძლებლობა მისცა ხალხს, მათ მიერ გაუმჯობესებული პლატფორმებიდან გასამრჯელოც მიეღოთ. სანაცვლოდ კი, კომპანიის წარმომადგენლები აღებულ წილზე ოპერირებენ. მოგების ასეთი დეცენტრალიზებული გადანაწილება მართლა დასაფასებელია, თუ დავუფიქრდებით, რომ არც თუ ისე ბევრი კომპანია მდიდრდება მომხმარებლების გამდიდრებასთან ერთად.
საინტერესოა, როგორ განვითარდება ეს ტრენდი და რომელი კომპანიები წამოიწევენ წინ მომდევნო წლების განმავლობაში.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
შემდეგ კი, გაეცანი:
როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
რითი გამოირჩევიან და რა საერთო აქვთ ყველაზე ძვირად შეფასებულ სტარტაპებს?
22 დეკემბერი 2020ჩინეთი და ამერიკა დიდი ხანია იბრძვიან პირველობისთვის სხვადასხვა სივრცეებში. არც სტარტაპებია ამ მხრივ გამონაკლისი. ორივე ქვეყანაში იდეალური პირობებია მილიარდდოლარიანი სტარტაპებისთვის, რომლებსაც მარტორქა ცხენებად (Unicorn) მოიხსენიებენ. მთავარი მიზეზი საოცრად განვითარებული ტექნოლოგიური სივრცე და გიგანტური სამომხმარებლო ბაზარია. გასაკვირი არაა, რომ CB Insights-ის მიერ 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ათი ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანიიდან ცხრა ამერიკასა და ჩინეთში დაარსდა.