გადავწყვიტეთ, 7 უცნაური სტარტაპი შეგვერჩია და მათ შესახებ მოგვეთხრო. იმედი გვაქვს ამ სტატიის კითხვა გაგახალისებთ და დაგარწმუნებთ, რომ ყველაზე უჩვეულო იდეის მიღმაც შეიძლება წარმატება იმალებოდეს.
1. I Do, Now I Don't - საქორწინო ბეჭდების გადაყიდვა
ჯოშ ოპერმენი სამი თვის დანიშნული იყო, როდესაც საცოლემ მიატოვა. ამ მოულოდნელ უსიამოვნებას ისიც დაემატა, რომ ბეჭედი, რომელიც 10 000 დოლარად ჰქონდა შეძენილი, სულ რაღაც 3 500 დოლარად დაიბრუნეს უკან.
ასე დაარსდა კომპანია - I Do, Now I Don't (სახუმარო სახელი, რომელიც დაახლოებით ასე შეიძლება ითარგმნოს:“ვაპირებდი და გადავიფიქრე”). ეს არის პლატფორმა სამკაულებისთვის, რომელიც საქორწინო ბეჭდების და სხვა ძვირფასეულობის სამართლიან ფასად გადაყიდვის საშუალებას გვაძლევს.
ნივთის გაყიდვის შემდეგ, კომპანია ფულს ინახავს და სამკაულს შესამოწმებლად სერტიფიცირებულ ექსპერტს უგზავნის. საქონელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა მყიდველს, თუ იგი გამყიდველის მიერ დადგენილი ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება.
ჯოშ ოპერმანი ახლა დაქორწინებულია და შვილებიც ჰყავს: „ნამდვილად არაფერს შევცვლიდი”, - ამბობს იგი - „როცა წარსულზე ვფიქრობ, მიხარია; მიხარია, რომ მიმატოვეს… ეს რომ არა, რა თქმა უნდა, არ მექნებოდა საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ…“
2. Pipedream - ამანათების მიწისქვეშა სერვისი
Pipedream-ის სლოგანია “მიიღე ამანათი 15 წამში”. სტარტაპს ჯორჯიას შტატში მიწისქვეშა მილსადენების ქსელი გაჰყავს და ამ გზით ცდილობს, თავი აარიდოს გადატვირთულ საგზაო მოძრაობას, ნახშირბადის ემისიას და ამანათი ბევრად უფრო სწრაფად, ეფექტურად და ეკოლოგიურად სუფთად მიიტანოს მომხმარებლამდე.
მცირე დიამეტრის მილსადენებში ამანათის კაფსულები ინდუქციური ძრავების გამოყენებით იმოძრავებს და ავტომატურად მივა დანიშნულების ადგილამდე. ამანათების გადაზიდვის ეს უჩვეულო გზა, რომლითაც უკვე ისეთი გიგანტი დაინტერესდა, როგორიც ამაზონია, მომავალში შეიძლება უკონკურენტო ტექნოლოგია აღმოჩნდეს, სანამ ვინმე ტელეპორტაციას არ გამოიგონებს.
3. Spud Pickles - მოჩვენებებზე მონადირეთა აპლიკაცია
Spud Pickles არის იუტაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ავითარებს პერსონალურ აპებს ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის.
თითქოს უცნაური არაფერია, არა?
თუმცა, Spud Pickles ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აპლიკაციის კომპლექტს Ghost Radar ეწოდება! - ეს აპლიკაციები მოჩვენებებზე მონადირეებისთვის არის განკუთვნილი.
დიახ, ამ პოპულარულ აპლიკაციებს იყენებენ, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული პარანორმალური მოვლენების გამომძიებლები.
აპლიკაციის აღწერილობაში ნათქვამია: „რადგან შედეგების მეცნიერულად დამოწმება შეუძლებელია, აპლიკაცია გასართობი მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ“. მიუხედავად ამისა, აპლიკაცია სავსეა მიმოხილვებით, სადაც დეტალურადაა აღწერილი მოჩვენებების აქტივობები.
4. Pashion Footwear - ტრანსფორმერი ფეხსაცმელები
Pashion Footwear-ი ინოვაციური სტარტაპია, რომელიც ტრანსფორმერი ფეხსაცმელების უნიკალურ ხაზს აწარმოებს. ყველა ქალისთვის ცნობილია, რამდენად შემაწუხებელი შეიძლება გახდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული.
ჰეილი პავონის მიერ შექმნილი ფეშენ-სტარტაპი ამ პრობლემის მოდურ და ორიგინალურ გადაწყვეტას გვთავაზობს. Pashion-ი აწარმოებს გარდაქმნად ფეხსაცმლებს, რომელიც იდეალურად ერგება ქალების დატვირთულ ცხოვრების სტილს. Pashion-ის დაპატენტებული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მარტივად მოვხსნათ ფეხსაცმელს ქუსლის ნაწილი და ხელის ერთი მოძრაობით გარდავქმნათ ის კომფორტულ ბრტყელძირიან ფეხსაცმლად.
5. Rent the Chicken - ქათმების გაქირავება
2014 წელს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფრიპორტში დაარსებული ეს კომპანია, როგორც მისი სახელიდან შეგიძლიათ იმსჯელოთ, ქათმებს აქირავებს.
Rent The Chicken-ი უნიკალური სტარტაპია, რომელიც საშუალებას გვაძლევს რამდენიმე თვით გამოვცადოთ მექათმეობა. კომპანია აქირავებს ყველაფერს, რაც ქათმების მოვლისთვისაა საჭირო, მათ შორის პორტატიულ საქათმეს, ქათმებს, საკვებს და სხვა აუცილებელ მარაგს. ეს სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისიამოვნონ ახალი კვერცხებით და ქათმების მოვლის გამოცდილებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ ოთხიდან ექვს თვემდე, ქათმების სრულ საკუთრებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გარეშე.
6. The Pet Loo - ბალახი ძაღლებისთვის
როცა გარეთ ზამთრის სუსხიანი ქარია, წვიმს ან ყინავს, ძნელია ძაღლის სასეირნოდ გაყვანის იდეამ აღგაფრთოვანოთ; ან იქნებ დიდხანს მუშაობთ და შინაური ცხოველის გარეთ გაყვანის დროს ვერ პოულობთ.
The Pet Loo არის სტარტაპი, რომელიც ამ პრობლემას პრაქტიკული გზით აგვარებს - ყიდის ყალბი ბალახის კვადრატს, რომელიც ნარჩენების შეკავების სისტემაზე მუშაობს. პროდუქტი სუნის შემამცირებელი მასალისგანაა დამზადებული და ბევრი შინაური ცხოველის მფლობელს საფენებს ურჩევნია.
7. Reef Balls - ხელოვნური მარჯნის რიფები
დონ ბრაული კოლეჯის სტუდენტი და მყვინთავი იყო ფლორიდიდან. 1980-იანი წლების ბოლოს მარჯნის რიფების განადგურების უშუალო მოწმე გახდა. ბრაულს პრობლემის მოგვარება სურდა და მეგობართან ერთად „Reef Balls“ დააფუძნა; ეს არის კომპანია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბეტონისგან მარჯნის მსგავს ფორმებს ქმნის.
Eternal Reefs-ის პირველი პროექტის 1992 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 700 000-ზე მეტი რიფის ბურთი განთავსდა ოკეანის სიღრმეში. ე.წ რიფის ბურთები მთელ მსოფლიოში ოქროს სტანდარტი გახდა მარჯნის აღდგენის, ჰაბიტატის განვითარების პროექტებისა და მეთევზეობის პროგრამების სრულფასოვნად განხორციელებისთვის.
ორგანიზაციული საქმიანობა გაფართოვდა, როდესაც ბრაულის სიმამრმა თქვა, რომ სურდა კრემაციის შემდეგ მისი ნეშტი რიფში გადაეტანათ. „ვერაფერზე უკეთესს ვერ ვიფიქრებ ჩემი წასვლის შემდეგ, ვიდრე ესაა. მე ხომ მთელი ამ ენერგიით გარშემორტყმული ვიქნები.“ - თქვა მან.
ახლა კომპანია Eternal Reefs რიფის ბურთის ყუთებს სთავაზობს იმ ადამიანების, რომლებსაც სურთ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საზღვაო გარემოს გაუმჯობესებაში. ამ ყუთებს ძირითადად მეზღვაურები, მყვინთავები, მეთევზეები, გარემოსდამცველები ირჩევენ, რომლებსაც ნუგეშს ჰგვრით ის ფაქტი, რომ სიცოცხლის შემდეგაც არ დაკარგავენ ოკეანესთან კავშირს.
7 უცნაური სტარტაპი რომელმაც წარმატებას მიაღწია
05 სექტემბერი 2024გადავწყვიტეთ, 7 უცნაური სტარტაპი შეგვერჩია და მათ შესახებ მოგვეთხრო. იმედი გვაქვს ამ სტატიის კითხვა გაგახალისებთ და დაგარწმუნებთ, რომ ყველაზე უჩვეულო იდეის მიღმაც შეიძლება წარმატება იმალებოდეს.