ლურჯი ვერსია

ComCom-ის მედიალაბმა კიბერ-უსაფრთხოების ფორუმი ჩაატარა

07 ოქტომბერი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბის ორგანიზებით, კიბერ-უსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ ჩატარდა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლიერებასა და ამ მიმართულებით, მათი წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ღონისძიების ძირითად თემებს ციფრული აქტივების დასაცავად უახლესი მეთოდები, მონაცემთა მართვის ინოვაციური სტრატეგიები და მონაცემთა შენახვისა თუ დამუშავების უსაფრთხო გზები წარმოადგენდა.

„ტექ-ტრეკის“ ფარგლებში გაიმართა ინტერაქციული ტრენინგი, პრეზენტაციები, კითხვა პასუხის-სესია და სემინარი, რომელთა შედეგად მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან, გაეცნენ საერთაშორისო რეგულაციებსა თუ საქართველოს კანონმდებლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე, შეისწავლეს კიბერშეტევის ამოცნობის ძირითადი მექანიზმები და თავიანთი პროდუქტის ციფრული უსაფრთხოების შემოწმება რეალურ დროში.

ფორუმს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კიბერუსაფრთხოების მკვლევარი და ექსპერტი, გიორგი ახალაია და ასევე, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი იაშვილი უძღვებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი, სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.