ლურჯი ვერსია

ComCom-ის მედიალაბმა ორგანიზაციაში სტრესის მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა

28 ოქტომბერი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და გამოცდილი სტარტაპერებისთვის სემინარი „როგორ გავხადო სამუშაო გარემო ნაკლებ სტრესული ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის“ ჩატარდა. შეხვედრას პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მენტორი, გვანცა ბარაბაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტრესის მართვის თვალსაზრისით, მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.

ტრენინგის ფარგლებში, სტარტაპერები გაეცნენ დატვირთულ სამუშაო გარემოში სტრესის მართვის მექანიზმებს; თანამშრომელთა გამოფიტვის ადრეულ ნიშნებს; შრომისა და დასვენების გონივრული ბალანსის დაცვის მეთოდებს; ასევე, ჯანსაღი გუნდური კულტურის შექმნის გზებსა და თანამშრომელთა ხალისის და ენერგიულობის შენარჩუნების ხერხებს.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.