ლურჯი ვერსია

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები დიზაინ პროცესის ეფექტურ მართვაში გადაამზადა

15 მაისი 2023

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერები ვიზუალური დიზაინისა და სამომხმარებლო გამოცდილების მართვაში (UI/UX), ასევე დიზაინერთან ეფექტურ კომუნიკაციაში გადამზადდნენ. სემინარს გრაფიკოსი დიზაინერები, რეზო კაკაბაძე და ელენე გელიაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს დიზაინის დავალების სწორად ფორმულირებისა და დელეგირების შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

სემინარი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე ინტერაქციულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერებმა სტარტაპის ნაკლები დანახარჯით მართვის, დიზაინერისთვის ამოცანის სწორად დასახვის, არსებული დიზაინ ტრენდებისა და ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, მონაწილეებმა UI/UX დიზაინერის როლიც მოირგეს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სხვადასხვა დავალებას გაართვეს თავი.

მედიალაბი უკვე მეხუთე წელია აგრძელებს სტარტაპერების მხარდაჭერას და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ლექციებსა და სემინარებს ატარებს.