ლურჯი ვერსია

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში გადაამზადა

24 ივლისი 2023

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოების შესახებ, სემინარი ჩატარდა. შეხვედრას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, დავით ყიფშიძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. სემინარზე მიმოხილული იყო ადამიანური, დროითი და ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება პროექტებში. გარდა ამისა, განიხილეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვადასხვა პლატფორმა, მათი დანიშნულება და გამოყენების მეთოდები. შეგახსენებთ, რომ მედიალაბი სტარტაპერებს უკვე მეხუთე წელია, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.