,,ანიმაცია მოძრავი ნახატების ხელოვნება არ არის, ის ნახატებად ქცეული მოძრაობის ხელოვნებაა” - ასე აღწერს ანიმაციას შოტლანდიელი ანიმატორი ნორმან მაკლარენი.
ნახატების თანმიმდევრობით შექმნილი მოძრაობის ეს ილუზია ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და საყოველთაო ხელოვნებად იქცა, რადგან ის ყველა ასაკის მაყურებლისთვის თანაბრად საინტერესო შეიძლება იყოს. ამის გამო ანიმაციის სამყაროში მრავალ ნიჭიერ გონებასთან ერთად დიდი ფულიც ტრიალებს. ჩვენი ბავშვობის ემოციურად დატვირთული, სახალისო და დაუვიწყარი მულტფილმების უკან ანიმაციური სტუდიები დგანან, რომელთა დამფუძნებლებმაც მულტიპლიკაციის ჯადოსნური ხელოვნება წარმატებულ საქმიანობად აქციეს. ალბათ უკვე გაგახსენდა Walt Disney Pictures, Pixar Animation Studios, Dreamworks Animation, Studio Ghibli, les armateurs და მსოფლიოს სხვა გიგანტი ანიმაციური სტუდიები.
ინდუსტრიაში, სადაც შემოქმედებითი შესაძლებლობები უსაზღვროა, ბუნებრივია, არსებობს ბიზნესის დიდი ფინანსური პოტენციალი. საინტერესოა, რა უნდა გააკეთონ ანიმატორებმა იმისთვის, რომ მათი საყვარელი საქმე მომგებიან ბიზნესად იქცეს? ან რა გზას გადის ანიმატორი მხატვრობიდან ანტრეპრენერობამდე? მედიალაბის დღევანდელ ბლოგში ანიმაციის ბიზნესის წარმატებული ანიმატორებისგან 6 რჩევას გაგიზიარებ, რომელიც ამ და სხვა კითხვებზე პასუხის პოვნაში დაგეხმარება.
ფლოიდ ნორმანი, ჯონ დევისი და არტელ ისომი ანიმაციის ინდუსტრიაში მოღვაწე სახელგანთქმულ ანიმატორთა რიგებში არიან. ლეგენდარული ფლოიდ ნორმანი პროფესიონალურ ანიმაციას 60 წელზე მეტია ქმნის. ნორმანი დისნეის პირველი შავკანიანი ანიმატორია, რომელიც ისეთი ნამუშევრების შექმნაში იღებდა მონაწილეობას, როგორიცაა: ‘’მძინარე მზეთუნახავი’’, ,,ას ერთი დალმატინელი’’, ,,რობინ ჰუდი’’, “ჯუნგლების წიგნი”, ,,მულანი” და “მონსტრების კორპორაცია”.
რაც შეეხება ამერიკელ კინორეჟისორს და ხმის მსახიობს, ჯონ დევისს, ის "ჯიმი ნეიტრონის" ცნობილი ფრენჩაიზის უკან დგას. ჯონი ბავშვობიდან იღებდა სტოპ-მოუშენ ანიმაციებს: საკუთარი სათამაშოებით და მშობლების ნაჩუქარი 8 მილიმეტრიანი კამერით. პატარაობისას შექმნილი ერთ-ერთი სცენარი კი შემდგომში "ჯიმი ნეიტრონის" და "შინის პლანეტის" საფუძვლად იქცა.
ართელ აისომი იმ ანიმატორებს მიეკუთვნება, ვინც თანამედროვე ანიმაციის ინდუსტრიაში მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ართელი თავის ტყუპისცალ ძმასთან, დარნელთან, ერთად გახდა პირველი ანიმატორი, რომელმაც ტოკიოში ’Black owned’’ სტუდია D'Art Shtajio დააარსა. D'ART Shtajio არის 2-D ანიმაციური სტუდია, რომელიც ვესტერნიზებული კულტურით გამდიდრებულ იაპონურ ანიმეებს ქმნის.
ამ ცნობილი ანიმატორებისგან მედიალაბი გიზიარებს 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარება შენი შემოქმედების ბიზნეს კუთხით აღქმასა და ამ მხირვ განვითარებაში.
1. შეინარჩუნე ჟინი და იყავი მომთმენი
შემოქმედებითი საქმიანობის სფეროებს ძლიერი კონკურენცია ახასიათებს, რომელშიც გამარჯვების აუცილებელი ატრიბუტი ჟინი და არ დანებებაა. ფლოიდ ნორმანი ცვლილებებს და ‘’შემოქმედებით აჯანყებებს’’, რაც ანიმაციის სფეროს აუცილებელი ნაწილია წარმატების გასაღებად მიიჩნევს.
’შემოქმედებითობა, ჟინი და გამძლეობა არის ის, რითიც საზრდოობენ წარმატებული კომპანიები, როგორიცაა Walt Disney. ისწავლე კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. სწორედ ამ გზით მივაღწიე წარმტებას’’ - ამბობს ნორმანი.
2. შექმენი შენი ბრენდი
ბრენდის იდენტობის შექმნა და ჩამოყალიბება კლიენტების მოზიდვისა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
- შექმენი შენი პერსონალური ვებ-გვერდი, სადაც ნამუშევრებს პორტფოლიოს სახით მოუყრი თავს.
- აქტიურად გამოიყენე სოციალური მედია პლატფორმები და მათი Tool-ები, რათა შენი ნამუშევრები მეტმა ადამიანმა ნახოს. მაგალითად: პერსონალური ჰეშთეგები.
- განსაზღვრე სამიზნე აუდიტორია, რომელსაც ყველაზე მეტად დააინტერესებს შენი ნამუშევრები და შექმენი მათთან კომუნიკაციის სტრატეგია.
- თვალი ადევნე ინდუსტიის მსოფლიო ტრენდებს და ეცადე ფეხი აუწყო, ან მეტიც - გაუსწრო მას.
3. იცოდე საკუთარი თავის და დროის ფასი
ანიმატორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია დრო. იმისთვის, რომ კლიენტებთან კომერციულ წინადადებებს არ მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები მოითხოვე ანაზღაურების ნახევარი წინასწარ - 50% დაწყებამდე, ხოლო 50% პროექტის ჩაბარების შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ კლიენტის გამო პროექტზე მუშაობას განსაზღვრულზე მეტი დრო დასჭირდა, მოითხოვე საკომისიო, რომ ზედმეტად დახარჯული დრო სათანადოდ ანაზღაურდეს.
4. არ შეეშვა სწავლას
სწავლა არასდროს სრულდება. თუ გინდა, რომ გახდე წარმატებული ანიმატორი, მუდმივად იზრუნე საკუთარი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. აითვისე და შეიმეცნე ახალი პიროვნული უნარები, რომელიც ანტრეპრენერს სჭირდება. ანიმაციის ინდუსტრია ცვალებადი და სიახლეებით დატვირთულია, ასე რომ არ გამოგრჩეს ბაზარზე მოთხოვნადი და პოპულარული ტრენდებისთვის თვალყურის დევნება.
ართელ ისომი ანიმატორის საჭირო უნარების კომპლექტს ასე აღწერს: „ზოგიერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც ანიმატორი უნდა ფლობდეს, დროის კარგი განცდა და ის, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება - სამსახიობო უნარებია. ვფიქრობ, ანიმატორი უნდა ჩასწვდეს იმ განცდებს, რომელსაც მისი პერსონაჟი აუდიტორიას დაუტოვებს. ასე ანიმატორები შეძლებენ ზუსტად გადმოსცენ თავიანთი პერსონაჟების ემოციები და ქმედებები“.
5. იმეგობრე ტექნოლოგიებთან
ანიმაციის ლანდშაფტი ცვალებადია, შესაბამისად იცვლება ანიმაციაზე მუშაობის ტექნიკები, მეთოდები და მიდგომები.
ჯონ დევისი განმარტავს, თუ როგორ იქცა ინოვაცია მისი კომპანიის მამოძრავებელ ძალად: ,,ჩემი ანიმაციური კომპანია DNA Production-ის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ანიმაციის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა იყო. 90-იანი წლების დასაწყისში CGI (Computer-generated imagery) ბაზარზე ახალი ტექნიკა იყო და ჩემი მსგავსი კომპანიები ცდილობდნენ მისთვის ალღო აეღოთ. დღეს კომპიუტერული გრაფიკა ჩაანაცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელსაც შეუძლია ანიმაცია სრულიად ახალი ტექნოლოგიით გაცილებით დიდ მოგებამდე აიყვანოს."
6. დაამყარე კონტაქტები და შექმენი შენი წრე
კოლაბორაციები და სხვა ანიმატორთან თანამშრომლობა ხშირად წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. კოლეგა მხატვრებთან, ანიმატორებთან და შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვა წევრებთან ურთიერთობა ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. ასეთი თანამშრომლობა აყალიბებს ახალ პერსპექტივებს, ქმნის ახალ იდეებს და ხედვებს, ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას და ანიმატორის პროფესიულ წინსვლას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ანიმატორიდან ანტრეპრენერამდე
06 ნოემბერი 2023,,ანიმაცია მოძრავი ნახატების ხელოვნება არ არის, ის ნახატებად ქცეული მოძრაობის ხელოვნებაა” - ასე აღწერს ანიმაციას შოტლანდიელი ანიმატორი ნორმან მაკლარენი.