შეიძლება ბეარ უოქერის შესახებ არაფერი გსმენია, მაგრამ ის ადამიანები ნამდვილად გეცოდინება, ვინც მის მიერ მოხატულ სკეიტბორდებში დიდი ფული გადაიხადეს.
მის კლიენტებს შორის არიან წამყვანი ანტრეპრენერები და მუსიკალური სამყაროს ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის ბილი აილიში, რეპერი კილერ მაიკი და Reddit-ის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი. უოქერის დამკვეთებს შორის ასევე სუპერ გმირებსაც შეხვდებით: ზაქარი ლევი (Shazam), გრანტ გასტინი (Flash) და ჯეისონ მომოა (Aquaman).
ბეარ უოქერმა ბავშვობა სამხრეთ კაროლინაში მისი მშენებელი მამის სამშენებლო ობიექტებზე გაატარა. ბავშვობაშივე გადაწყვიტა, რომ თავი ფიზიკური შრომით უნდა ერჩინა, თუმცა მშობლების თხოვნით გრაფიკული დიზაინის სწავლა დაიწყო. სტუდენტობისას გრავირებითაც შოულობდა ფულს და სწორედ ამან უბიძგა მისი ჰობი - სკეიტბორდი და პროფესია - დიზაინერობა, ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა.
2020 წლის დასაწყისში დიზაინერმა Pokémon-ის შეზღუდული კოლექცია გამოუშვა. მისი ხუთი დაფა, რომლებზეც Pokémon-ის საყვარელი პერსონაჟებია გამოსახული, სულ რაღაც ორ დღეში გაიყიდა. უოქერი ამაზე არ გაჩერებულა და მორიგი კოლექციის შესაქმნელად, NBALAB-თან დაიწყო თანამშრომლობა.
ალაბამაში დაფუძნებული დიზაინერი ამბობს, რომ მას ყველაფერი - დაწყებული სპორტითა და მუსიკით, დამთავრებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით, აძლევს მოტივაციას, რათა შექმნას ინოვაციური დიზაინები და ხელნაკეთი პროდუქტები.
„პოპ კულტურა ახდენს გავლენას ჩემს გატაცებასა და სტიმულზე, რათა შევქმნა გამორჩეული დაფები. ფანებთან თანამშრომლობა გასაოცარი გამოცდილებაა“, - ამბობს უოქერი.
უოქერი ასევე თანამშრომლობს NBA-სთან და ამბობს, რომ დიდი პატივია, წარადგინოს ასოციაცია და მისი ლეგენდარული ისტორია. NBA-ს ახალი კოლექციის პირველი ნაწილი უკვე გამოვიდა და მასში, დასაწყისისთვის, გაერთიანებულია ექვსი წამყვანი კლუბის, მათ შორის, Los Angeles Lakers-ის, Chicago Bulls-ისა და Boston Celtics-ის დაფები.
"სრულიად განსხვავებული მიმართულებით მიწევს წასვლა, მაგრამ NBA-სთან ერთად, მაინც პოპ კულტურის ფარგლებში ვრჩები. NBA-ს უამრავი, თავდადებული გულშემატკივარი ჰყავს, ეს არის ხალხი, რომელიც მთლიანად კულტურითა და სპორტით არის გატაცებული."
უოქერი ამბობს, რომ სპორტულ ლიგებთან და კომიქსის სამყაროსთან კოლაბორაციები მის გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. მისი პირველი სკეიტბორდი, კლემსონის უნივერსიტეტში სწავლისას, უფროსი დიზაინერის პროექტი იყო. ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა, საკუთარ კრეატიულ ინსტინქტებს მინდობოდა.
"თავიდან "სანაპიროს კულტურას, სერფერის სტილის" დიზაინს მივდევდი, რასაც დაფების ინდუსტრიაში ყველა აკეთებს. მაგრამ ყოველ კვირას, როდესაც ახალი წიგნები გამოდიოდა, კომიქსების მაღაზიაში ვიყავი. შემდეგ დავმეგობრდი მის მფლობელთან, რომელმაც "სამართლიანობის ლიგის" სკეიტბორდების სერია შემიკვეთა", - ამბობს უოქერი.
უოქერის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში სუპერ გმირები, რომლებსაც მისი დაფების შეკვეთა სურდათ.
"სწორედ იმ კვირაში ნახა გრანტ გასტინმა Flash-ის, ხოლო ჯეისონ მომოამ - Aquaman-ის დაფა. ისინი დამიკავშირდნენ და ჩემი მუშაობის ხარისხი შეაქეს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სულაც არ იყო საჭირო ოკეანის და სანაპიროს დიზაინი, რომლებიც უკვე ყველას ნანახი აქვს და მასში ახალი არაფერია."
ზოგიერთი მსახიობი, ვისთვისაც უოქერმა დაფები დაამზადა, რბილად რომ ვთქვათ, აღფრთოვანებულია მზა პროდუქტით.
"ამ ბიჭმა გასაოცარი ბიზნესი შექმნა და უყვარს, რასაც აკეთებს. მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ", - თქვა გასტინმა საკუთარ Bear Walker 2088 სკეიტბორდის შესახებ.
საკუთარი დაფის ქება-დიდებით, Flash-ს არც Shazam-ის მსახიობი ლევი ჩამორჩება: "საოცარი დაფებია. ეს არის ხელოვნების უნიკალური ნიმუში, რომლითაც გადაადგილებაც შეგიძლია", - ამბობს ლევი.
რაც არ უნდა მოხდეს, უოქერი ფიქრობს, რომ მისი ურთიერთობა პოპ კულტურასთან სიმბიოტურია.
"იმის გაცნობიერებამ, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ნამუშევარმა ჩემს დაფებზე, სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენები. პოპ კულტურის სამყაროს უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს, ასე რომ, მისი ჩემს ხელობასთან დაკავშირებამ მშვენიერი შედეგი გამოიღო", - ამბობს უოქერი.
ბეარ უოქერი - სკეიტბორდები სუპერ გმირებისა და ვარსკვლავებისთვის
25 აპრილი 2023შეიძლება ბეარ უოქერის შესახებ არაფერი გსმენია, მაგრამ ის ადამიანები ნამდვილად გეცოდინება, ვინც მის მიერ მოხატულ სკეიტბორდებში დიდი ფული გადაიხადეს.