ლურჯი ვერსია

იდეადრომი 2025 დაიწყო!

22 აპრილი 2025

რა არის იდეადრომი?
იდეადრომი შვიდდღიანი აქსელერატორია, რომელიც შენი იდეის სტარტაპად ქცევაში დაგეხმარება.
აქ შენ:


  • - შექმნი პროდუქტს, რომელიც მომხმარებლის საჭიროებას უპასუხებს
  • - ააგებ ბიზნეს-მოდელს, რომელიც შემოსავალს მოიტანს
  • - შეიძენ პრეზენტაციის უნარებს, რომელიც ინვესტორების დარწმუნებაში
  • - დაგეხმარებაისწავლი როგორ იპოვო პირველი მომხმარებლები, რომლებიც შენი პროდუქტის ერთგული გამავრცელებლები გახდებიან


რით გამოირჩევა იდეადრომი?
ტრადიციული სასწავლო რესურსები - წიგნები, ლექციები თუ ონლაინ კურსები - იმ ზოგად, თეორიულ ცოდნას გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს თანაბრად შეიძლება წაადგეს; თუმცა რეალობაში ყოველი სტარტაპი უნიკალური ექსპერიმენტია, რომელსაც საგანგებოდ მასზე მორგებული მხარდაჭერა სჭირდება.


იდეადრომის მენტორები შენი სტარტაპ-ექსპერიმენტის თანამონაწილეები გახდებიან:
- ჩაუღრმავდებიან შენს პროდუქტს
- შემოგთავაზებენ პერსონალიზებულ რჩევებს
- დაგეხმარებიან სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვაში

რას გთავაზობს იდეადრომი?
ტრენინგებს რომელთაც სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან
→ გაეცნობი პროდუქტის განვითარებისა და მომხმარებლის მოძიების უახლეს მეთოდებს


ინვესტორებთან ურთიერთობის პრაქტიკას
→ გაიწაფები მოლაპარაკების ხელოვნებაში და საკუთარი პროდუქტის დამაჯერებლად წარდგენაში


თანამოაზრეების ქსელს
→ სხვა სტარტაპერები გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შენს პროდუქტს განსხვავებული პერსპექტივით შეხედავენ

ფულადი ჯილდოს მოგების შანსს
→ ჟიური გამოავლენს საუკეთესო სტარტაპებს


საპრიზო ფონდი: 10 000 ლარი

როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა იდეადრომში?
გაიარე რეგისტრაცია


გამოგვიგზავნე ერთწუთიანი ვიდეოპრეზენტაცია
→ მოგვიყევი შენს სტარტაპზე და პროდუქტზე


შერჩევა


მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა


ასე რომ, საუკეთესოდ წარმოაჩინე შენი პროდუქტის უნიკალურობა და სტარტაპის ხედვა

ვადები:
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 მაისი
ტრენინგები: 12-17 მაისი

დამატებითი ინფორმაცია:
მონაწილეობა უფასოა


პროექტზე საავტორო უფლებები შენს საკუთრებად რჩება და არ გადაეცემა მედიალაბს