ლურჯი ვერსია

იდეადრომი დაიწყო!

24 ნოემბერი 2025

რა არის იდეადრომი?


იდეადრომი ინტენსიური ერთკვირიანი აქსელერატორია, რომელიც დაგეხმარება აქციო შენი ჩანაფიქრი წარმატებულ სტარტაპად.


რას მიიღებ ამ ერთ კვირაში?


  • - შექმნი პროდუქტს, რომელიც მომხმარებლის საჭიროებას უპასუხებს
  • - ააგებ ბიზნეს-მოდელს, რომელიც შემოსავალს მოიტანს
  • - შეიძენ პრეზენტაციის უნარებს, რომელიც ინვესტორების დარწმუნებაში დაგეხმარება
  • - ისწავლი როგორ იპოვო პირველი მომხმარებლები, რომლებიც შენი პროდუქტის ერთგული გამავრცელებლები გახდებიან


რით გამოირჩევა იდეადრომი?


ტრადიციული სასწავლო რესურსები - წიგნები, ლექციები თუ ონლაინ კურსები - იმ ზოგად, თეორიულ ცოდნას გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს თანაბრად შეიძლება წაადგეს; თუმცა რეალობაში ყოველი სტარტაპი უნიკალური ექსპერიმენტია, რომელსაც საგანგებოდ მასზე მისადაგებული ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება.


იდეადრომის მენტორები შენი სტარტაპ-ექსპერიმენტის თანამონაწილეები გახდებიან:


- ჩაუღრმავდებიან შენს პროდუქტს
- შემოგთავაზებენ პერსონალიზებულ რჩევებს
- დაგეხმარებიან სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვაში


რას გთავაზობს იდეადრომი?


ტრენინგებს რომელთაც სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან
→ გაეცნობი პროდუქტის განვითარებისა და მომხმარებლის მოძიების უახლეს მეთოდებს


ინვესტორებთან ურთიერთობის პრაქტიკას
→ გაიწაფები მოლაპარაკების ხელოვნებაში და საკუთარი პროდუქტის დამაჯერებლად წარდგენაში


თანამოაზრეების ქსელს
→ სხვა სტარტაპერები გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შენს პროდუქტს განსხვავებული პერსპექტივით შეხედავენ


ფულადი ჯილდოს მოგების შანსს
→ ჟიური გამოავლენს საუკეთესო სტარტაპებს


საპრიზო ფონდი: 10 000 ლარი

როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა იდეადრომში?
გაიარე რეგისტრაცია


გამოგვიგზავნე ერთწუთიანი ვიდეოპრეზენტაცია
→ მოგვიყევი შენს სტარტაპზე და პროდუქტზე


შერჩევა


მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა


ასე რომ, საუკეთესოდ წარმოაჩინე შენი პროდუქტის უნიკალურობა და სტარტაპის ხედვა

ვადები:

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
ტრენინგები: 15-20 დეკემბერი


იდეადრომში მონაწილეობა უფასოა.

ჩვენ მხოლოდ განვითარებაში გეხმარებით — პროექტის ერთადერთი მფლობელი შენ ხარ.

რეგისტრაცია მედიალაბი