ლურჯი ვერსია

იდეადრომის რეგისტრაცია დაიწყო!

01 დეკემბერი 2022

აპლიკაციების მიღება დასრულებულია!


რა არის იდეადრომი?


იდეადრომის მიზანი პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების რეალობად ქცევაა. ამისათვის იმართება ერთკვირიანი ტრენინგები და სტარტაპ-იდეების კონკურსი.

იდეადრომი არ არის მხოლოდ რამდენიმე დღიანი გამოწვევა, რომელიც ფულადი პრიზით მთავრდება. ყველაფერი სწორედ იდეადრომის შემდეგ იწყება. შენი იდეა, რომელიც დღეს მხოლოდ ბუნდოვანი ჩანაფიქრია, ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს.

დარეგისტრირდი მედიალაბის რიგით მეხუთე იდეადრომზე, სადაც გაივლი ტრენინგებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით სტარტაპერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე იმუშავებ. ტრენინგების შემდეგ მოეწყობა სტარტაპ-იდეების კონკურსი, რომლის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.


როგორ მიიღო მონაწილეობა?


შეკარი ორ- ან სამკაციანი გუნდი და მოამზადე ვიდეოპრეზენტაცია, სადაც არსებული გლობალური პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას შემოგვთავაზებ. იდეა, რომლის განხორციელებაზეც იდეადრომის ფარგლებში იმუშავებთ, აუცილებლად უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:

  • ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება;
  • საგანმანათლებლო გეიმინგი;
  • ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა;
  • ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.


რეგისტრაციის ვადები


იდეადრომზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 17 დეკემბერი.

შერჩეულ გუნდებს 20-დან 24 დეკემბრამდე პრაქტიკული ტრენინგები ელით. იდეადრომის ფინალი კი, 25 დეკემბერს გაიმართება.

მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა. ასე რომ, კარგად დაამუშავეთ თქვენი იდეა და ეცადეთ, მაქსიმალურად მკაფიოდ გადმოსცეთ თქვენი მთავარი ღირებულებები. ვიდეოპრეზენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, გაეცანი მედიალაბის მიერ მომზადებულ განმარტებით ვიდეოს ან სტატიას ერთწუთიანი პრეზენტაციის აწყობის შესახებ.


„იდეადრომში“ მონაწილეობა უფასოა.

გუნდების პროექტებზე საავტორო უფლებები მონაწილეთა საკუთრებად რჩება და არ გადაეცემა მედიალაბს.