რა არის იდეადრომი?
იდეადრომი აქსელერაციის ერთკვირიანი პროგრამაა, რომლის მიზანია დაგეხმაროს შენი პროდუქტის დახვეწაში, ინვესტორების მოძიებასა და მომხმარებლების პოვნაში.
ვისთვისაა განკუთვნილი იდეადრომი?
იდეადრომის მიზანია, დაეხმაროს სტარტაპებს, რომელთაც უკვე შექმნეს მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ.
თუ უკვე გაქვს პროდუქტის საწყისი ვერსია, მაგრამ ჯერ კიდევ ეძებ შენს პირველ მომხმარებლებს, მაშინ იდეადრომი სწორედ შენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამაა, რომელიც გაგიმარტივებს:
- პროდუქტის დახვეწას
- პირველი მომხმარებლების მოძიებას
- მომგებიანი ბიზნეს-მოდელის შექმნას
- ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას
რით გამოირჩევა იდეადრომი?
როცა პროდუქტის საწყისი ვერსია უკვე შექმნილი გაქვს, ზოგადი ბიზნეს-კურსების რჩევა-დარიგებები აღარ კმარა. შენს სტარტაპს უნიკალური გამოწვევები აქვს და პერსონალური მიდგომა სჭირდება. იდეადრომის გამოცდილი მენტორები შენს პროდუქტს სიღრმისეულად გააანალიზებენ და კონკრეტულად შენზე მორგებულ გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ.
რა დაგხვდება იდეადრომზე?
- გამოცდილი მენტორების და სფეროს პროფესიონალების ტრენინგები, რომელზეც გაეცნობი პროდუქტის განვითარების და მომხმარებლის პოვნის როგორც ნაცად, ასევე უახლეს მეთოდებს და შეძლებ ისინი საკუთარი პროდუქტის საჭიროებებს მოარგო.
-
- სივრცე, სადაც გაეცნობი ინვესტორების მოძიების გზებს და მოლაპარაკების წარმოების ხელოვნებას; გამოცდი თავს საკუთარი პროდუქტის წარდგენაში და ინვესტორებისა თუ მომავალი მომხმარებლების დარწმუნებაში. შეძლებ სფეროს სპეციალისტებთან პირისპირ საუბარს და საჭირო მხარდაჭერის მიღებას.
-
- სხვა სტარტაპერები და ახალი თანამოაზრეები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ და შენს პროდუქტს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედავენ.
რას შეიძენ იდეადრომში მონაწილეობით?
პერსონალურ ხელმძღვანელობას: რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება პროდუქტის გაუმჯობესებასა და სტარტაპის წინსვლაში.
მეტ თავდაჯერებას სტარტაპის კეთების შენთვის უცხო მხარეებში: ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში, პროგრამულ უზრუნველყოფასა, თუ დიზაინში.
ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობას: იდეადრომის დასასრულს ჟიური გამოარჩევს განსაკუთრებულ სტარტაპებს და გასცემს ფულად ჯილდოებს. იდეადრომის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
საჭირო კონტაქტებს და ახალ თანამოაზრეებს: გაიცნობ სხვა სტარტაპერებს, ინვესტორებს და დარგის ექსპერტებს.
როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა იდეადრომში?
გაიარე რეგისტრაცია.
მოამზადე ერთწუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც შენს სტარტაპს და პროდუქტს გაგვაცნობ.
მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა. ასე რომ, საუკეთესოდ წარმოაჩინე შენი პროდუქტის უნიკალურობა და სტარტაპის ხედვა.
ვადები:
იდეადრომზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 დეკემბერი.
იდეადრომის ტრენინგები 16-21 დეკემბერი გაიმართება.
რეგისტრაცია
იდეადრომში მონაწილეობა უფასოა.
გუნდების პროექტებზე საავტორო უფლებები მონაწილეთა საკუთრებად რჩება და არ გადაეცემა მედიალაბს.
იდეადრომის რეგისტრაცია დაიწყო!
21 ნოემბერი 2024რა არის იდეადრომი?