მედიალაბის დახმარებით კიდევ ერთმა სტარტაპმა მიაღწია წარმატებას. Bubbler-ი სოციალური ქსელია, რომელიც მომხმარებლებს საერთო ინტერესების მქონე ახალი მეგობრების პოვნაში ეხმარება.
უნივერსიტეტში ჩაბარება მნიშვნელოვნად ცვლის სტუდენტების ცხოვრებას. უცხო გარემოსა და ხალხთან ადვილად ადაპტირებისთვის Bubbler-მა ეფექტურ საშუალებას მიაგნო. მათი სოციალური ქსელის მეშვეობით, სტუდენტებს შეუძლიათ გააზიარონ ინფორმაცია სასურველი აქტივობების შესახებ და მარტივად იპოვონ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები. მაგალითად, პარტნიორი ჩოგბურთის სათამაშოდ, პიკნიკზე წასასვლელად, მუსიკალური ბენდის შესაქმნელად, ან, თუნდაც, კარს მომდგარი გამოცდისთვის მოსამზადებლად.
ამჟამად Bubbler-ის შემქმნელები თავიანთ აპლიკაციას არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცდიან. Bubbler-ი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ აქსელერაციის პროგრამა Venture Devils-ში მოხვდა, რაც სტარტაპისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და წარმატებაა.
Bubbler-ს იდეის დახვეწაში, ბიზნეს მოდელის შემუშავებასა და გუნდის ჩამოყალიბებაში მედიალაბი დაეხმარა. სწორედ მათ მიერ ორგანიზებული ჰაკათონის ფარგლებში შექმნეს , სტარტაპერებმა აპლიკაციის სატესტო ვერსია, რის შემდეგაც დაიწყო მათი სვლა წარმატებისკენ.
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში Bubbler-ის გუნდს თვენახევრის განმავლობაში სფეროს წამყვანი სპეციალისტები ეყოლებათ მენტორებად. ტრენინგები ფინალური შეჯიბრით დასრულდება, გამარჯვებულ გუნდს კი 15 000 დოლარი გადაეცემა. აქსელერაციის დასრულების შემდეგ, ანგელოზი ინვესტორები, რომლებიც დამწყები, პატარა სტარტაპების დახმარებით არიან დაინტერესებული, ჩაატარებენ სესიებს, რათა სტარტაპერები დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში დააკვალიანონ.
ქართული სოციალური ქსელი, რომელმაც არიზონას უნივერსიტეტი დააინტერესა
25 ოქტომბერი 2021მედიალაბის დახმარებით კიდევ ერთმა სტარტაპმა მიაღწია წარმატებას. Bubbler-ი სოციალური ქსელია, რომელიც მომხმარებლებს საერთო ინტერესების მქონე ახალი მეგობრების პოვნაში ეხმარება.