ბევრი არ აღიარებს ამას, თუმცა, ფაქტია, რომ ახალი ადამიანების გაცნობისას ნებისმიერ ჩვენგანს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოაჩენა სურს. რაც უფრო კეთილგანწყობილები არიან ადამიანები ჩვენდამი, მით უფრო მარტივია ჩვენი ცხოვრება.
თუ ფიქრობ, რომ ბედის ზოგიერთი რჩეული ადამიანური ურთიერთობების თანდაყოლილი შარმით იბადება, სავარაუდოდ ცდები - პიროვნული თვისებების ხელსაყრელად წარმოჩენა ის უნარია, რომლის დახვეწა და განვითარება ადამიანს ყოველდღიურად შეუძლია. მაგრამ საინტერესო ის არის, თუ რა გვხდის უფრო მიმზიდველსა და სანდომიანს სხვა ადამიანების თვალში.
2017 წელს ჰარვარდის მიერ ჩატარებულ აკადემიურ კვლევაში, ვკითხულობთ რომ თანამოსაუბრის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მხოლოდ თავაზიანი, საინტერესო საუბრის წარმოება და შიგადაშიგ იუმორის გარევა საკმარისი არ არის.
გინდათ ადამიანების გული მოიგოთ? დასვით მეტი კითხვა.
ამ კვლევის ძირითადი მიზანი იყო გაერკვია კითხვების დასმის როლი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.
ჰარვარდის მკვლევრებმა ფოკუს ჯგუფებს ერთმანეთთან საუბრის გაბმა დაავალეს, როგორც ინტერნეტით, ასევე პირისპირ, შემდეგ კი მათი საუბრების ამსახველი ათასობით ჩანაწერი შეისწავლეს და გაანალიზეს.
საცდელი პირების ნაწილს დაავალეს რომ 15 წუთის განმავლობაში 9 ან მეტი შეკითხვა დაესვათ თანამოსაუბრისთვის. მეორე ნაწილს კი ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა.
აღმოჩნდა, რომ როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ საუბრის ფორმატში, უმეტესობა იმ თანამოსაუბრეებს ანიჭებდა უპირატესობას, რომლებიც სხვებზე მეტ კითხვას სვამდნენ.
ადამიანებს მოსწონთ როდესაც საკუთარ თავზე საუბრობენ, განსაკუთრებით მაშინ თუ სურთ ვინმეზე სასურველი შთაბეჭდილება მოახდინონ. თუმცა, ეს სტრატეგია იშვიათად ამართლებს.
გსურს სხვების ყურადღება მიიპყრო? მაშინ გამოხატე მათ მიმართ ინტერესი. კითხვების დასმა მათი ცხოვრების, მოსაზრებების, თუ გრძნობების გარშემო - ბურთს მათ მოედანზე გადაიტანს, თუმცა შენი კონტროლის ქვეშ დატოვებს.
აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ:
შენ მიერ დასმული კითხვების თანმიმდევრულობა დიდ გავლენას ახდენას იმაზე, თუ რამხელა ინტერესით გიპასუხებენ თანამოსაუბრეები.
თუ გსურს თანამოსაუბრეში ნდობა და გარკვეული კავშირის შეგრძნება გამოიწვიო, სჯობს შედარებით უმნიშვნელო და ზედაპირული კითხვებით მოსინჯო ნიადაგი და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდე უფრო ღრმა და პირადულ კითხვებზე.
წარმოიდგინე რომ ახლად გაცნობილი ადამიანი პირდაპირ გაჯახებს კითხვას, თუ რა არის შენი ყველაზე დიდი შიში, ან რას ნანობ ცხოვრებაში ყველაზე მეტად.
თავს კომფორტულად იგრძნობ? სავარაუდოდ, არა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კითხვები ღრმა და საინტერესო საუბრის დასაწყისი შეიძლება იყოს, ადამიანების უმეტესობა ცდილობს გული არ გადაუშალოს მას, ვისაც საკმარისად კარგად არ იცნობს.
ყოველთვის დაიწყე მარტივი კითხვებით. ეცადე საბაზისო ინფორმაცია მოიპოვო, რა ეროვნებისაა შენი თანამოსაუბრე, რა ჰობი თუ ინტერესები აქვს, ანდაც ჰყავს თუ არა შინაური ცხოველები. სწორედ მსგავსი ინფორმაციის მიღების და ურთიერთობის დათბობის შემდეგ შეგიძლია, უფრო მნიშვნელოვან კითხვებზე გადახვიდე.
ქვემოთ მოცემული შეკითხვები შენს კოზირებად შეიძლება იქცეს. ეს კითხვები დაგეხმარება თანამოსაუბრეების მიმართ შენი ინტერესი წარმოაჩინო და
შეგიძლია მეტი მომიყვე … შესახებ?
რატომ ფიქრობ ამას?
რას გულისხმობ, მაშინ როცა… ამბობ?
რას მეტყოდი შენს შესახებ?
შეეცადე, რომ კითხვები ყოველდღიური, ბუნებრივი ტონით დასვა და ინტერვიუერივით, ან პოლიციის თანამშრომელივით არ გამოიყურებოდე.
მოკლედ, შარმი თანდაყოლილი თვისება არ არის. შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მეტად ბუნებრივად ჰქონდეს, თუმცა, ყველას შეუძლია მისი გაუმჯობესება.
ამ უნარის სწავლა და სრულყოფა ისევე შესაძლებელია, როგორც ცეკვის ან უცხო ენის.
საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე და მიღწევებზე ყურადღების გამახვილება ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა არ არის.
ყურადღება თამოსაუბრეს მიაქციე, აგრძნობინე, რომ დაინტერესებული ხარ მის შესახებ მეტი გაიგო, ეს მისი ნდობის მოპოვებაში დაგეხმარება. თანდათანობით დასვი უფრო პირადული შეკითხვები, ყოველთვის შეინარჩუნე საშუალო ტონი და მიხვდები, თუ რამდენად მარტივია ადამიანთა გულის მოგება.
კითხვების დასმის ხელოვნება: ჰარვარდის კვლევა ადამიანურ ურთიერთობებზე
06 აპრილი 2023ბევრი არ აღიარებს ამას, თუმცა, ფაქტია, რომ ახალი ადამიანების გაცნობისას ნებისმიერ ჩვენგანს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოაჩენა სურს. რაც უფრო კეთილგანწყობილები არიან ადამიანები ჩვენდამი, მით უფრო მარტივია ჩვენი ცხოვრება.