კონტენტ მარკეტინგი უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული ინსტრუმენტია დამწყები სტარტაპერის არსენალში. პირველი მიზეზი ის არის, რომ კონტენტის შექმნა ყოველგვარი ხარჯის გარეშე შეგიძლია დაიწყო. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სტარტაპის ადრეულ ეტაპზე, როცა რესურსები, რომელიც შენს პროექტში შეგიძლია ჩადო, ძირითადად შენი გუნდის დროისა და ძალისხმევისგან შედგება. მეორე მიზეზი ისაა, რომ კონტენტ-მარკეტინგი შესანიშნავი საშუალებაა სამიზნე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და მათი სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გასაცნობად. სტარტაპის საწყის ეტაპზე უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა შენი პროდუქტი მომხმარებლისთვის რაიმე ღირებულებას. მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი სწორედ ამის დადასტურებაში გეხმარება.
დღევანდელ მაღალკონკურენტულ ბაზარზე სტარტაპები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, როდესაც ცნობადობის გაზრდას ან პოტენციურ მომხმარებელთა დაინტერესებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, საწყის ეტაპზე აუცილებელია სწორი კონტენტ კამპანიის წარმართვა. მარკეტინგის ეს მიმართულება ყველაზე ეფექტური გზაა, რომლითაც სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია შეგვიძლია.
რა არის კონტენტ-მარკეტინგი?
ხშირად კონტენტს ბრენდის სასაუბრო ენას ეძახიან. კონტენტ მარკეტინგი არის ერთ-ერთი მარკეტინგული სტრატეგია, რომლის მიზანია რელევანტური, ღირებული და საინტერესო კონტენტის შექმნა და გავრცელება.
კონტენტ მარკეტინგი ყოველთვის პროდუქციისა და სერვისების რეკლამირებაზე არ არის ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანია:
1. აუდიტორიის ნდობის მოპოვება და მასთან ურთიერთობა:
კონტენტ მარკეტინგი აუდიტორიას ტრადიციული რეკლამის ნაცვლად აწვდის ინფორმაციულ, საინტერესო და შთამაგონებელ კონტენტს. ასე ბიზნესი ფასეული ინფორმაციის წყარო ხდება და ადამიანების ნდობას მოიპოვებს.
2. ბრენდის ცნობადობის ზრდა:
კონტენტის ზრდის ბრენდის ცნობადობას. სამიზნე აუდიტორიისთვის აქტუალური და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება გააძლიერებს შენი სტარტაპის პოზიციებს ბაზარზე.
3. ორგანული ტრეფიკის ზრდა:
მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელშიც გამოყენებულია რელევანტური საკვანძო სიტყვები და ბმულები შენს სტარტაპს საძიებო სისტემების მოწინავე პოზიციებზე გამოჩენაში დაეხმარება. ასე მარტივად გაზრდი ვებ-საიტის ორგანულ ტრეფიკს და ნაკლებად მოგიწევს ფასიანი რეკლამების გამოყენება.
როგორ დაიწყო კონტენტ მარკეტინგი?
მნიშვნელოვანია მკაფიოდ განსაზღვრო შენი სამიზნე აუდიტორია. ეფექტური კომუნიკაციის გასაბმელად, აუცილებელია იცოდე, რა საჭიროებები აქვს შენს სამიზნე აუდიტორიას და რას ანიჭებს უპირატესობას. ჩაატარე ბაზრის კვლევა, შექმენი შენი იდეალური მომხმარებლის პორტრეტი და დაიწყე ისეთი კონტენტ სტრატეგიის შექმნა, რომელიც მათ სპეციფიკურ გამოწვევებსა და მიზნებს მოერგება.
აუდიტორია შენი პროდუქტით რომ დაინტერესდეს, მათთვის შემეცნებით და სასარგებლო ინფორმაციას უნდა აწვდიდე. დაბალი ხარისხის კონტენტით, ხელოვნურად გენერირებული მასალით და ცარიელი რეკლამირებით ფონს ვერ გახვალ და მომხმარებელთა ნდობას ვერ მოიპოვებ. უხარისხო კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ დააზარალებს სტარტაპს.
კონტენტ სტრატეგიის შექმნისას უნდა გახსოვდეს:
1. კონტენტი შინაარსობრივად შეიძლება იყოს: ინფორმაციული, გასართობი, შთამაგონებელი, სარეკლამო და საგანმანათლებლო;
2. კონტენტს აქვს განსხვავებული ფორმები: ბლოგები, სოც.მედია პოსტები, ინფოგრაფიკები, ვიდეოები, პოდკასტები, იმეილები, ბუკლეტები, ვებინარები და სხვა.
3. კონტენტის განსათავსებლად არსებობს უამრავი პლატფორმა: კონტენტის მენეჯმენტის სისტემები (CMS), სოც.მედია არხები, ვიდეო და ფოტო პლატფორმები და სხვა.
სტრატეგიის დასახვისას აუცილებლად განსაზღვრე, რომელ პლატფორმებზე არის წარმოდგენილი შენი აუდიტორია და რა ტიპის კონტენტი დააინტერესებს მას.
მაგალითად, თუ ძირითადად META-ს პლატფორმებზე გსურს პოზიციონირება, აქ ყველაზე მომგებიანი მოკლე ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო პოსტებია. იქიდან გამომდინარე, რომ ფეისბუქი და ინსტაგრამი ისედაც დატვირთულია კონტენტით, აუცილებელია, რომ შენი პოსტები ყურადღებას ადვილად იპყრობდეს. ამის მიღწევა კი საინტერესო ტექსტით და ვიზუალით არის შესაძლებელი.
ამის გარდა, ყველა პლატფორმას სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. ამიტომაც, სტრატეგიის შექმნამდე, ეცადე, რომ ისინი კარგად შეისწავლო.
კონტენტი ასევე უნდა ერგებოდეს სტარტაპის განვითარების ყველა ეტაპს. თუ საწყის ეტაპზე სტარტაპის მთავარი მიზანი ცნობადობის ზრდა და პოპულარულობის მოპოვებაა, უნდა შექმნა ინფორმაციული და საგანმანათლებლო კონტენტი, რომელიც აუდიტორიას თავს გააცნობს და წარმოაჩენს იმ პრობლემას, რომლის მოგვარებაც შენს პროდუქტს შეუძლია. შექმენი რაც შეიძლება საინტერესო მასალა, რომლებშიც მომხმარებლის მთავარ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე დაწერ.
შემდეგ ეტაპზე, როდესაც აუდიტორია შენი კონტენტით დაინტერესდება, შესთავაზე მათ დეტალური ინფორმაცია შენს პროდუქტზე, შეადარე ის ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებს და დაარწმუნე შენს უპირატესობაში.
საბოლოო ეტაპზე შენი კონტენტ სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება.
ამასთან ერთად, კონტენტ მარკეტინგი წარმოუდგენელია SEO-ს გარეშე. თუ გსურს, რომ ფართო მასშტაბებზე გახვიდე და გლობალური ბრენდი გახდე, აუცილებელია საძიებო სისტემებში კარგი პოზიციონირება.
SEO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მაღალი ხარისხის კონტენტია. მისი შექმნისას უნდა გაითვალისწინო, რომ საიტზე განთავსებული კონტენტი უნდა ზრდიდეს მომხმარებლის კმაყოფილებას და იყოს რელევანტური. ამისათვის, საიტზე კონტენტის განთავსებისას, უნდა გამოიყენო სწორი საკვანძო სიტყვები, ფოტოები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ტექსტი შინაარსობრივად გამართული. საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე ყოფნა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გარანტია.
კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებელთან კომუნიკაციაა. მათთან კონტენტით საუბრის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ უპასუხო მათ კომენტარებსა და კითხვებს. ასე ლოიალურ და სანდო აუდიტორიას შეიძენ.
საწყის ეტაპზე, შეგიძლია მოიძიოთ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ონლაინ ფორუმები და ჯგუფები, რომლებშიც პოტენციური მომხმარებლები არიან. გახდი ასეთი ჯგუფების აქტიური წევრი, გააზიარე ინფორმაციული და საინტერესო რჩევები, სანდო წყაროები. ასე, მარტივად მოიპოვებ ხალხის ნდობას და შექმნი ძლიერ აუდიტორიას.
მომხმარებელთან ახლო ურთიერთობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ვებინარებისა და Q&A სესიების ჩატარება. ასე პირდაპირ შეძლებ აუდიტორიასთან კონტაქტს. მსგავსი ღონისძიებები დაგეხმარება უფრო მჭიდრო კონტაქტი გქონდეს აუდიტორიასთან და მოუსმინო მათ უკუკავშირს. ამასთან ერთად, აუცილებლად ჩაიწერე მსგავსი შეხვედრები და გააზიარე ციფრულ პლატფორმებზე. ამ ტიპის კონტენტით უფრო მეტ მომხმარებელს მიწვდები.
ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ აწარმოო შენი კონტენტის ანალიზი, ნახო თუ როგორ მუშაობს შენი სტრატეგია, რამდენად მოსწონს ის აუდიტორიას და რისი შეცვლა მოგცემს უკეთესს შედეგს.
გახსოვდეს, რომ კონტენტ მარკეტინგით სასურველი შედეგის მისაღწევად მოთმინება და მეთოდურობაა საჭირო.
კონტენტ-მარკეტინგი: მოკლე გზამკვლევი სტარტაპერებისთვის
15 თებერვალი 2024კონტენტ მარკეტინგი უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული ინსტრუმენტია დამწყები სტარტაპერის არსენალში. პირველი მიზეზი ის არის, რომ კონტენტის შექმნა ყოველგვარი ხარჯის გარეშე შეგიძლია დაიწყო. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სტარტაპის ადრეულ ეტაპზე, როცა რესურსები, რომელიც შენს პროექტში შეგიძლია ჩადო, ძირითადად შენი გუნდის დროისა და ძალისხმევისგან შედგება. მეორე მიზეზი ისაა, რომ კონტენტ-მარკეტინგი შესანიშნავი საშუალებაა სამიზნე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და მათი სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გასაცნობად. სტარტაპის საწყის ეტაპზე უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა შენი პროდუქტი მომხმარებლისთვის რაიმე ღირებულებას. მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი სწორედ ამის დადასტურებაში გეხმარება.