,,მიხარია, როცა ჩემი გუნდი მიმტკიცებს, რომ ვცდები.’’
ამ სიტყვებით დაიწყო Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ეკიმ, საკუთარი ტვიტი, რომელიც ცოტა ხნის წინ X-ის (ტვიტერის) ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. საქმე იმით დაიწყო, რომ Spotify-ს გუნდმა ეკის ახალი ფუნქციის, "Discover Weekly"-ის, იდეა გაუზიარა (30 სიმღერისგან შემდგარი ყოველკვირეული პლეილისტი, რომელიც მსმენელებს Spotify-ს მთავარ გვერდზე დახვდებათ). ეკის იდეა არაფრით გამორჩეული და მოსაწყენი ეჩვენა და საკუთარი აზრი არ დაუმალავს.
უფროსის უარყოფითი შეფასების მიუხედავად, გუნდმა იდეაზე მუშაობა განაგრძო: მათი ჩანაფიქრი მალე სრულფასოვან ფუნქციად იქცა და Spotify-ს მსმენელამდეც მივიდა. აღმოჩნდა, რომ ეკი ცდებოდა: Discover weekly-მ მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა და Spotify-ს ჰიტად იქცა, ყოველდღე უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი უსმენდა სპეციალურად მის გემოვნებაზე მორგებულ ყოველკვირეულ პლეილისტს.
,,მოსმენა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუფასებელი უნარია. ეს ტვიტი შემახსენებს ხოლმე, რომ უკეთესი მსმენელი უნდა გავხდე.’’ - აღნიშნავს ეკი.
მედიალაბის დღევანდელ ბლოგში სწორედ დენიელ ეკისა და Spotify-ის ახალი ფუნქციის წარმატების მაგალითზე მოგიყვები, თუ რატომ არის მოსმენა ნებისმიერი ლიდერის აუცილებელი თვისება და რატომ უნდა ვენდოთ ჩვენი გუნდის წევრების ზოგიერთ ინიციატივას, მაშინაც კი, როცა მათ შეხედულებას არ ვეთანხმებით. ამის შემდეგ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს გაგიზიარებ, რომელთა საშუალებითაც ამ ქცევას რეალობაში დანერგავ.
კარგი მოსმენა სუპერ ძალაა
ეკი აბსოლუტურად მართალია.
ხშირად ლიდერები:
მობილურს ჩასცქერიან, როცა მათი გუნდის წევრი საუბრობს.
მოსაუბრეს მუდმივად აწყვეტინებენ სათქმელს.
ერთი ხელის მოსმით უარყოფენ ახალ იდეას.
ცდილობენ საკუთარი აზრი ბოლომდე დაიცვან.
სინამდვილეში მოსმენა უფრო მეტია, ვიდრე სხვისთვის ყურის გდება. უპირველეს ყოვლისა მოსმენა თანაგრძნობასა და ეფექტურ რეაგირებას გულისხმობს. მაშინ, როცა შენ უამრავი საქმით ხარ დაკავებული, შენი გუნდის წევრი მუდამ უნდა გრძნობდეს, რომ მას აქვს ხმა, რომელსაც ლიდერი ისმენს.
აქვე გაგიზიარებ 5 პრინციპს თუ როგორ გარდაიქმნა უბრალოდ მსმენელისგან კარგ მსმენელად:
1. მთელი ყურადღება მიმართეთ მოსაუბრისკენ - კარგი ლიდერები სმენის პროცესში არ იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ უპასუხონ მოსაუბრეს, არ ამზადებენ რკინის არგუმენტებს, იმის დასამტკიცებლად თუ რატომ არ მოსწონთ ახალი იდეა. მოერიდე ყურადღების გაფანტვას, მოსაუბრეს თვალებში უყურე და აჩვენე, რომ გულწრფელად გაინტერესებს მისი სათქმელი.
2. გამოხატე თანაგრძნობა - გამოხატე თანაგრძნობა და აჩვენე, რომ ნამდვილად უსმენ. ამისთვის კი საკმარისია სიტუაციას მოსაუბრის თვალთახედვით შეხედო. შეეცადე გაიგო მათი ენთუზიაზმის, როდესაც ახალ იდეას გიზიარებს. ეს ნაბიჯი გუნდთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებასა და ნდობის მოპოვებაში დაგეხმარება.
3. დაუსვი ღია კითხვები - იდეის გაზიარების დროს, მაშინაც კი თუ უკვე მიიღე გადაწყვეტილება, რომ იდეა ‘’დაბლოკო’’, არ შეგეშინდეს დროის დაკარგვის. დასვი ღია კითხვები: წაახალისე გუნდის წევრები, მეტი გამოჰკითხე იდეის ინსპირაციაზე, მიზანსა და მათ დამოკიდებულებაზე - რატომ მოსწონთ ეს აზრი, როგორ გაუჩნდათ იდეა. გამოხატე ემპათია და ეცადე შაბლონური, დაძაბული საუბრის ნაცვლად, შენი გუნდის წევრებთან ღია დიალოგი გამართო, რომელიც შეიძლება პირველი ნაბიჯი გახდეს რაღაც ახლის შექმნისკენ.
4. არასდროს შეაწყვეტინო - კარგი ლიდერი მაშინ ხარ, როდესაც ცდუნების მიუხედავად მოსაუბრეს სათქმელს არ აწყვეტინებ. იდეის გაზიარება მნიშვნელოვანი მომენტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გუნდს ეტყობა, რომ აღფრთოვანებულია ამ მიგნებით. ამ დროს ყველა სიტყვას დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს. ეცადე თავიდან ბოლომდე მოუსმინო მათ და მხოლოდ მოსმენის შემდეგ გაუზიარო შენი აზრი.
5. დაფიქრდი, დააზუსტე და შეაჯამე - პერიოდულად მოსაუბრის მიერ ნათქვამი წინადადებები შეაჯამე და გაიმეორე, აგრძნობინე რომ საუბრის განმავლობაში ყურადღებით უსმენდი და შეჯამების სახით შინაარსობრივად გადმოეცი მისი სათქმელი. მისი სიტყვების გამეორება სიტუაციის მისი თვალით დანახვაში დაგეხმარება, იქნებ ასე უფრო მეტი რამ დაინახო მის იდეაში? თუ საუბარში აქტიურად და თანაგრძნობით ხარ ჩართული, მოსაუბრე აუცილებლად მიხვდება, რომ სწორად გაიგე მისი სათქმელი.
თუ გრძნობ, რომ შენი გუნდის წევრები ენთუზიაზმით გიყვებიან ახალ იდეას, აუცილებლად უნდა წაახალისო მათი წამოწყება, მაშინაც კი თუ იდეა არ მოგწონს. ლიდერი, როგორც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ცდებოდეს. ახალი იდეისთვის მწვანე შუქის ანთებით, კი გუნდს კრეატიულობის და შემოქმედებითი თავისუფლებისკენ უბიძგებ. მაგრამ ისმის კითხვა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
განვიხილოთ ორი პრაქტიკული მეთოდი:
,,უხერხული დუმილის წესი’’
„უხერხული დუმილის წესი“ მარტივი, მაგრამ ეფექტური ტექნიკაა, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს შენი მოსმენის უნარი. წესი გულისხმობს შეგნებულად შეჩერებას 5-10-15 წამით მას შემდეგ, რაც ვინმე დაასრულებს საუბარს, თუნდაც ცოტა უხერხულად იგრძნოს თავი.
ეს პაუზა რამდენიმე მიზანს ემსახურება:
საშუალებას გვაძლევს მეტი გავიგოთ: ხანდახან ადამიანებს დრო სჭირდებათ, რომ დაფიქრდნენ, საკუთარ აზრებს თავი მოუყარონ და მიხვდნენ, რომ მზად არიან მეტი რამ გვითხრან საკუთარ იდეაზე. პაუზა ჩვენი თანამოსაუბრისთვის კარგი საშუალებაა აზრების უფრო ნათლად და ეფექტურად გამოსათქმელად.
მოწმობს პატივისცემას: პაუზა გამოხატავს პატივისცემას მოსაუბრის აზრებისა და გრძნობების მიმართ. მოსაუბრემ უნდა იგრძნოს, რომ არ გსურს ნაჩქარევად გამოიტანო საკუთარი აზრი და მოთმინებით განიხილავ მის იდეას.
დროს გვაძლევს გააზრებული პასუხისთვის: დაფიქრდი რის თქმას აპირებ, შეგიძლია უპასუხო მეტი თანაგრძნობით და კონსტრუქციულად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერებისთვის, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და ხელმძღვანელობენ.
და რა ხდება მაშინ, როცა იდეა უკვე განიხილეთ და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა:
,,არ ვეთანხმები, თუმცა ვალდებული ვარ’’
არ ვეთანხმები, თუმცა ვალდებული ვარ ნიშნავს, რომ როგორც კი გუნდი საფუძვლიანად განიხილავს საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თქვენ ვალდებულებას იღებთ, რომ ეს გადაწყვეტილება განხორციელდეს.
,,მე მხარს ვუჭერ მაშინაც, როცა არ ვეთანხმები,’’ - ამბობს ჯეფ ბეზოსი. მხარდაჭერას პირველ რიგში უპირობო ნდობა გამოხატავს. არ უნდა იფიქრო, რომ შენი გუნდი რაღაცას არასწორად აკეთებს და წამოწყება გარდაუვალი ფიასკოთი დასრულდება. ასეთი მიდგომა ხელს შეგიშლის გუნდის მიმართ ჭეშმარიტი მხარდაჭერის გამოხატვაში. უფრო მეტიც, „როცა არ ვეთანხმები, საკუთარ აზრს არ ვმალავ. გუნდს ჩემი შეხედულების აწონ-დაწონვის საშუალება უნდა მივცე და თუ არ მეთანხმებიან, მხარი უნდა დავუჭირო მათი ჩანაფიქრის განხორციელებაში.“ - აღნიშნავს ბეზოსი.
ეკიც არ ეთანხმებოდა საკუთარი გუნდის იდეას, თუმცა თავი ვალდებულად ჩათვალა, მათთვის შემოქმედებითი თავისუფლება და წარმატების შანსი მიეცა და წარმატებამაც არ დააყოვნა.
“არ ვეთანხმები, თუმცა ვალდებული ვარ” ტაქტიკა საშუალებას მოგცემს ნდობა შენი კომპანიის უმნიშვნელოვანეს ფასეულობად აქციო. როგორ უნდა დანერგო ეს წესი პრაქტიკაში?
დაამყარე თანასწორობა: გულწრფელი დისკუსიის შემდეგ, მიზნად დაისახე საერთო გადაწყვეტილების პოვნა, რომელსაც უმრავლესობა დაუჭერს მხარს. კომპრომისი ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია.
უერთგულე გუნდს: მას შემდეგ რაც უმრავლესობა რაიმეზე შეთანხმდება, მზად უნდა იყო ამ გადაწყვეტილებას ბოლომდე უერთგულო. დარწმუნდი, რომ ყველას აზრი გაითვალისწინე და რომ გუნდის წევრების უმრავლესობას სჯერა არჩეული გზის.
წაახალისე: წარმატება ერთი მსახიობის თეატრი არ არის. ის მრავალი ადამიანის საერთო შრომის, გულმოდგინების და გაწეული რისკის შედეგია. გახსოვდეს: შენი გუნდის წევრები ყველაზე ეფექტურები მაშინ არიან, როცა იმაზე მუშაობენ, რისიც სჯერათ.
ნამდვილ ლიდერებს შეუძლიათ შექმნან გარემო, სადაც გუნდის თითოეული წევრი გააჟღერებს საკუთარ აზრს. გახსოვდეს, რომ ლიდერობა არ არის ყველაფერზე პასუხის გაცემა, ან ყველაფრის სხვებზე უკეთ ცოდნა. ეს არის გადაწყვეტილებების აღმოჩენის ვალდებულება: ღია კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.
ლიდერობა 7 სიტყვაში
19 სექტემბერი 2023,,მიხარია, როცა ჩემი გუნდი მიმტკიცებს, რომ ვცდები.’’