ლურჯი ვერსია

მედიალაბი გიწვევთ: Georgian Game Developers Conference

07 დეკემბერი 2022

17-18 დეკემბერს მედიალაბი Digital Road Studios სთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, გეიმდეველოპერულ კონფერენცის მასპინძლობს.
ამ ორი დღის განმავლობაში გეიმდეველოპერები, მათ შორის უცხოელი სტუმრები, ჩაატარებენ მასტერკლასებს და მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
მასტერკლასები ჩატარდება 3D, VFX, გეიმ-დიზაინი, Unity და UE5 -ის მიმართულებებით.
სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და ითამაშონ ქართველი გეიმდეველოპერების ნამუშევრები და გაუზიარონ მათ უკუკავშირი.

ღონისძიებას დაესწრებიან დამსაქმებლები და ინვესტორები. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიცნონ Ringtail Studios და ARENA GAMES წარმომადგენლებიც.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 დეკემბერი, 20:00 საათი.
მსურველებს დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ გაეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ, ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტაზე.