ლურჯი ვერსია

მედიალაბის რიგით მესამე იდეადრომი დაიწყო!

22 ნოემბერი 2021

მედიალაბის რიგით მესამე იდეადრომი დაიწყო!
შერჩეული გუნდები ერთი კვირის განმავლობაში გაივლიან ტრენინგებს და თანამოაზრეებთან და მენტორებთან ერთად, სტარტაპერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იმუშავებენ. ფინალი 27 ნოემბერს გაიმართება, სადაც თითოეული გუნდი თავიანთ იდეებს ჟიურის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგენს. საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

შერჩეული 5 გუნდი ერთი კვირის მანძილზე შემდეგ ტრენინგებს გაივლის:
• სტარტაპიდეის ვალიდაცია;
• გუნდის მართვა;
• გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები;
• პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები;
• მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის;
• იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა.

თითოეული ლექცია პრაქტიკული დავალების შესრულებით დამთავრდება, რაც ნიშნავს, რომ სტარტაპერების მიღებული ცოდნა ადგილზევე იქცევა რეალურ გამოცდილებად.

იდეადრომის მენტორები იქნებიან:
• დავით ჩეჩელაშვილი - High-tech ანტრეპრენერი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი;
• ნატო ჩაკვეტაძე - 500 Startups- ის წარმომადგენელი საქართველოში, მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი ილიაუნის ბზნესის სკოლაში;
• ბექა დალაქიშვილი: კერნელის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

გუნდების ტრენინგებს ჩაუტარებენ:
• ნიკა წიკლაური - თანადამფუძნებელი კომპანია ენთებში და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GEPHA-ს) ფინანსური დირექტორის მოადგილე - რეპორტინგის, ბიუჯეტირებისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი
• ნიკა მჭედლიშვილი - თანადამფუძნებელი კომპანია ენთებში და IFRS და გარე ანგარიშგების განყოფილების უფროსი ლიბერთი ბანკში

იდეადრომის ჟიური:
• Chris Burry - US Market Access Center-ის თანააღმასრულებელი დირექტორი და UC Berkeley Sutardja Center-ის გლობალური ამბასადორი ანტრეპრენერობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Ეხმარება სტარტაპის დამფუძნებლებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევაში.
• David Dachi Choladze - Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
• ანა ქოჩიაშვილი - ფინანსების მოდელირებისა და ანალიზის სპეციალისტი Y Combinator-ში, Cartooli-ს თანადამფუძნებელი.

მედიალაბის მიზანია პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენა და მათი რეალობად ქცევის ხელშეწყობა. იდეადრომი არ არის მხოლოდ რამდენიმე დღიანი გამოწვევა, რომელიც ფულადი პრიზით მთავრდება. პირიქით, სწორედ აქ იწყება ყველაფერი. შენს იდეას, რომელიც შეიძლება ჯერ სულაც გენერირების პროცესში იყოს, ხვალ რეალობად ქცევის რეალური შანსი აქვს.