ლურჯი ვერსია

მედიალაბმა გეიმდეველოპერულ კონფერენციას უმასპინძლა

19 დეკემბერი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მედიალაბის ორგანიზებით, Digital Road Studios-სთან თანამშრომლობით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, გეიმდეველოპერული კონფერენცია გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება მედიალაბის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩაჩანიძემ „ჯიტას“ სტრატეგიული განვითარების სპეციალისტთან ზურაბ ძიძიგურთან ერთად გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა ადგილობრივმა და საერთაშორისო გეიმდეველოპერებმა მიიღეს. ორი დღის განმავლობაში მედიალაბსა და მედიააკადემიაში სტარტაპერებთან ექსპერტები მუშაობდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. ჩატარდა მასტერკლასები 3D, VFX, გეიმ-დიზაინი, Unity და UE5-ის მიმართულებებით.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ქართველი გეიმდეველოპერების ნამუშევრებს და მათთვის უკუკავშირი გაეზიარებინათ. ღონისძიებას ასევე დამსაქმებლები და ინვესტორები ესწრებოდნენ, მათ შორის Rigntail Studios და Arena Games-ის წარმომადგენლები. სტარტაპერებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციური ინვესტორებისთვის საკუთარი სტარტაპები წარედგინათ.