ლურჯი ვერსია

მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი

10 ოქტომბერი 2023

რა არის ჰაკათონის მიზანი?


ჰაკათონის მიზანია ახალგაზრდები, სფეროს სპეციალისტები და მომავალი სტარტაპერები დააფიქროს მედიაწიგნიერების გარშემო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, აამაღლოს ცნობიერება იმ შესაძლებლობებზე, რაც ციფრული მედიის ინდუსტრიაში არსებობს.


რა იქნება წლევანდელი ჰაკათონის თემები?


ედ-ტექი (education-tech)

ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ციფრული პროდუქტები


რა იქნება ჰაკათონის ჯილდო?


გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 5 000 ლარი.

მეორე ადგილოსანს - 2 000 ლარი.

მესამე ადგილოსანს - 1 000 ლარი.


ვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა?


ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამირების ცოდნა. თუმცა, თუ გაქვს ვიდეო თამაშების, აპლიკაციების და ვებსაიტების შექმნის გამოცდილება, ეს აუცილებლად წაგადგება.


როგორ წარიმართება ჰაკათონი?


ჰაკათონის მონაწილე გუნდები სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ გამოცხადებული თემების გარშემო.


მონაწილეები არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევას ეცდებიან - შეიმუშავებენ ბიზნესპროექტებს და პროდუქტის MVP-ს ან პროტოტიპს.


პროექტებს წარადგენენ ჟიურის წინაშე.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან.



რა კრიტერიუმებით გამოვლინდება გამარჯვებული?


პრობლემის რელევანტურობა

გადაწყვეტის ეფექტურობა

რამდენად დახვეწილია MVP/პროტოტიპი

რამდენად მდგრადია ბიზნეს-პროექტი


აპლიკაციების მიღება წარმოებს 23 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე, მონაწილეობას მიიღებს ათი შერჩეული გუნდი.


ჰაკათონის განრიგი:


26 ოქტომბერი - ჰაკათონის გახსნა

27 ოქტომბერი - პროექტებზე მუშაობა

28 ოქტომბერი - ტრენინგები და მენტორშიფი

29 ოქტომბერი - დაჯილდოება


თუ გსურს ჰაკათონში მონაწილეობის მიღება, მიჰყევი ბმულს და გაიარე რეგისტრაცია:


ჰაკათონი UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიისა და მედიალაბის ორგანიზებით ტარდება, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა ინოვაციური გზით გლობალური გამოწვევები გადაჭრან. წლის თემაა: „ახალგაზრდობა აძლიერებს მედია და ინფორმაციულ წიგნიერებას ციფრულ სივრცეში“.