ლურჯი ვერსია

მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის

23 თებერვალი 2023

18 თებერვალს მედიალაბის მხარდაჭერით და სტარტაპ ერაივალის ორგანიზებით ვირტუალური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას თემატიკა იყო “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის”. ბიზნესმენებმა, სტარტაპერებმა და სფეროს ექსპერტებმა მეტავერსის სივრცეში გადაინაცვლეს და საკუთარი გამოცდილებებისა და ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, რამაც საშუალება მისცა ინდუსტრიით დაინტერესებულ დამწყებ მეწარმეებსა თუ ბიზნესმენებს ჩართულიყვნენ ღონისძიებაში და მოესმინათ პროფესიონალთა მოსაზრებები.

საღამოს ოთხი სპიკერი უძღვებოდა:

● კარლ ფრაველი - Decentraland-ის სტრატეგიული მრჩეველი, Applied Talent-ის აღმასრულებელი დირექტორი და Decentraland საკონფერენციო ცენტრის დამფუძნებელი;

● ვიტ ჯედლიკა - Liberland-ის პრეზიდენტი;

● ილია ჩერნიაკოვი - Praktika.ai-ის თანადამფუძნებელი;

● DaddyPhil - Mellow Morning-ის კრეატიული დირექტორი, მარკეტინგისა და ბრენდინგის კონსულტანტი Web3 სფეროში.

კონფერენციის სრული ჩანაწერი

მედიალაბისთვის ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა დამწყები და მოქმედი სტარტაპერებისთვის: იპოვონ ახალი იდეები, მიიღონ ცოდნა და დაამყარონ საჭირო კონტაქტები.

ღონისძიება სტარტაპ ARRIVAL-ის ორგანიზებით და მედიალაბის მხარდაჭერით ჩატარდა, ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: Binance, Forbes, Noxxton, Iluzia, MetaViu, MVP.ge, BMG.ge, BPN.ge, 303Hz.

თუ მეტავერსში ღონისძიების გამართვა გსურთ, ერაივალს შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ მისწეროთ: info@arrivalmeta.co