18 თებერვალს მეტავერს ივენთების სააგენტო ერაივალი, მედიალაბის მხარდაჭერით მართავს ვირტუალურ კონფერენციას “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის.”
ARRIVAL - პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტოა, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში.
ღონისძიება “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის” გაიმართება ვირტუალური სივრცეში, Spatial-ში ინგლისურ ენაზე და საერთაშორისო მასშტაბით უმასპინძლებს მეტავერს ინდუსტრიით დაინტერესებულ დამწყებ მეწარმეებსა თუ ბიზნესმენებს. დამსწრეებს საშუალება ექნებათ ავატარის მეშვეობით, სრულად ჩაერთონ კონფერენციის მიმდინარეობაში - ისაუბრონ, იცეკვონ, ან გამოხატონ სხვადასხვა ემოცია. ისინი გაიცნობენ მეტავერს ინდუსტრიის ექსპერტებს, მათ პროექტებს, წარმეტების სტრატეგიებს და შეხედულებებს.
საღამოს 4 სპიკერი ეყოლება:
კარლ ფრაველი - ის არის Decentraland-ის სტრატეგიული მრჩეველი, Applied Talent-ის აღმასრულებელი დირექტორი და Decentraland საკონფერენციო ცენტრის დამფუძნებელი. კარლი მეტავერს სფეროში 2004 წლიდას არის ჩართული
კარლი 30 წელზეა მეტია ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, მისი კარიერა ძირითად ფოკუსირებულია სტარტაპებისა და დიდი ორგანიზაციების გუნდების სტრატეგიულ მართვაზე.
ვიტ ჯედლიკა - Liberland-ის პრეზიდენტი, საზოგადოების გამოცდილი ლიდერი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ფართო ორგანიზებასა და ადვოკატირებაში. ვიტი ცნობილია თავისი უნარით შექმნას წარმატებული პროექტები და ღრმად ესმის მეტავერსის როლი ბიზნესის განვითარებაში, ის საკუთარ სახელმწიფოს ამ ეტაპზე მეტავერს სივრცესიც აშენებს.
ირაკლი კოტიაშვილი - Mellow Morning-ის კრეატიული დირექტორი, მარკეტინგისა და ბრენდინგის კონსულტანტი Web3 სფეროში. ირაკლის აქვს 10 წლიანი გამოცდილება ბრენდინგის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის მენეჯმენტში, უმუშაოვია ისეთ საერთაშორისო კორპორაციებთან, როგორიცაა British American Tobacco, Rémy Cointreau, Adjarabet და სხვა.
ის უკვე ერთ წელზე მეტია რაც Web3 სივრცეშია და დაეხმარა 10-ზე მეტ პროექტს საკუთარ მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში, მათი ნამდვილი ხმის პოვნაში და მათთან ორგანული ურთიერთობების დამყარებაში.
Ilya Chernyakov -Praktika.AI დამფუძნებელი. ილია არის IT მეწარმე და ტექ ენთუზიასტი. ის აშენებს სასაუბრო AI-ს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლების და მათი ბიზნეს საჭიროებები. ის 6 წელზე მეტია მუშაობს სტარტაპებში, რათა უახლესი ტექნოლოგიების მაქსიმალური ღირებულება მიიტანოს ხალხამდე.
მოდერატორის როლში კი საღამოს გაუძღვება სამუელა დავიდოვა, Liberland-ის წარმომადგენელი საქართველოში.
სპიკერები ისაუბრებენ მეტავერსის იდეასა და პოტენციალზე, გაგვიზიარებენ თავიანთი წარმატების ისტორიებს, განიხილავენ ბიზნესისთვის მეტავერს ტექნოლოგიის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, და განმარტავენ, თუ როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს ბიზნესებს აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნაში.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა საჭიროა წინაწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას ერაივალის ვირტუალურ სივრცეზე Spatial-ში და შეძლებენ 3D ავატარის შექმნას.
ღონისძიებაზე მეტავერსში დასასწრებად, გაიარე რეგისტრაცია - https://forms.gle/Yrr554FKedAgWwBJ6
კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ერაივალი მონაწილეებს იწვევს ფიზიკურ სივრცეში, კლუბ ილუზიაში, სადაც, ელექტრონილი მუსიკისა და მყუდრო ატმოსფეროს ფონზე, სტუმრები შეძლებენ ერთმანეთის ფიზიკურად გაცნობას, დისკუსიას, და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.
მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის: ვირტუალურ კონფერენციას ერაივალი უმასპინძლებს
16 თებერვალი 202318 თებერვალს მეტავერს ივენთების სააგენტო ერაივალი, მედიალაბის მხარდაჭერით მართავს ვირტუალურ კონფერენციას “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის.”