ავტორი: კრის მეიერსი
მეწარმე და მწერალი
BodeTree-ს აღმასრულებელი დირექტორი
არაფერი მაღონებს ისე, როგორც იმ ადამიანების ყურება, მთელ ცხოვრებას სასოწარკვეთაში რომ ატარებენ: გაჭედილები არიან მათთვის უაზრო და მოსაწყენ საქმეში და არ იციან, როგორ დააღწიონ თავი ამ კარიერულ ხაფანგს. ბიზნესის სამყაროში მსგავსი სიტუაცია მაშინ დგება, როცა ადამიანი მისი უნარებისა და მიდრეკილებებისთვის შეუფერებელ კარიერას ირჩევს. ამიტომაც, მჯერა, რომ თუ გსურს წარმატებას მიაღწიო, ჯერ საკუთარ უნარებსა და ინტერესებზე მორგებული საქმიანობა უნდა იპოვო.
ჩვენთვის შესაფერის საქმეს ბედნიერების განცდა და შემოქმედებითი აღმაფრენა მოაქვს, რასაც ფსიქოლოგები ფლოუს (flow) უწოდებენ. ფლოუს კონცეფცია, 1990-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი უნგრელი ფსიქოლოგის, მიჰაილი ჩიკსენტმიჰაილის დამსახურებით. მისი თეორიის თანახმად, ფლოუს მდგომარეობას მაშინ ვაღწევთ, როცა ჩვენი გამოწვევები ჩვენს უნარებსა და ინტერესებს შეესაბამება. პრობლემები კი მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანი ყოველგვარი გატაცებისა და სიამოვნების გარეშე მუშაობს. მაგალითად, თუ ადამიანი გამოწვევებით სავსე გარემოშია და არა აქვს საჭირო ცოდნა და გამოცდილება, ის დიდი ალბათობით განიცდის სტრესს და შფოთვას. ასევე, თუ მისი უნარები იფლანგება მისთვის შეუფერებელ, უინტერესო საქმეში, ის აუცილებლად მოიწყენს და დაკარგავს მოტივაციას.
ფლოუს ან შემოქმედებითი აღმაფრენის პოვნა იოლი არ არის. საბედნიეროდ წლების მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღე, რაც დაგეხმარებათ იპოვოთ საკუთარი ადგილი სამუშაო სფეროში და აირიდოთ მოსაწყენი საქმის ჩუმი სასოწარკვეთა.
გულწრფელად შეაფასე შენი ძლიერი და სუსტი მხარეები
ჩემი კარიერა ბიზნეს კონსულტანტად მუშაობით დაიწყო, რადგან ბიზნეს სკოლის ყველა კურსდამთავრებული ასე იქცეოდა. მინდოდა რამე შემოქმედებითი და ანტრეპრენერული გამეკეთებინა, მაგრამ რისკზე წასვლას ვერიდებოდი. ის წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან რაც არ უნდა მეცადა, უკმაყოფილების განცდა არ მშორდებოდა. საქმეს ძალისხმევას არ ვაკლებდი და ვცდილობდი იდეალური კონსულტანტი განმესახიერებინა; მაგრამ, ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. თავს საკუთარ კოლეგებს ვადარებდი და კიდევ უფრო მიპყრობდა უვარგისობის განცდა.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საკუთარ გამოვუტყდი, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში. დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ ჩემი ძლიერი მხარე არა ანალიტიკა, არამედ ფინანსები და ჰუმანიტარულ მიმართულებები იყო. როგორც კი გავიაზრე, რომ ფინანსისტის სხეულში გამოკეტილი არტისტი ვიყავი, ყველაფერს სულ სხვა თვალით შევხედე. გავაცნობიერე, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი ან წარმატებული კონსულტანტი, ამიტომ აღმაფრენა სხვაგან უნდა მეპოვა. ამან ანტრეპრენერობის გზაზე დამაყენა და საკუთარი სტარტაპი შემაქმნევინა.
ნუ გაუშინაურდები კომფორტს
ფინანსური კონსულტანტობის ხიბლი იმაშია, რომ მაღალანაზღაურებადი საქმეა.
ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიჭირდა ამ საქმისთვის თავის მინებება. აღმოვაჩინე, რომ შემეძლო ცოტა ტანჯვისთვის გამეძლო თუ კი სანაცვლოდ, კარგად მიხდიდნენ.
ცხადია, ეს უთავმოყვარეო და სავალალო გზა იყო, მაგრამ ტყუილი იქნება, ვთქვა, რომ საკმარისი არგუმენტები არ მქონდა თავის გასამართლებლად.
გამიმართლა და საბოლოოდ, ჩემმა სურვილმა - შემეცვალა სამყარო, გადაწონა სურვილი - მეცხოვრა უზრუნველად და კომფორტულად. მაგრამ ხშირად ასე არ ხდება.
ძალიან ბევრს, კომფორტის ცდუნება და ფინანსური არასტაბილურობის შიში არ აძლევს უფლებას ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩემი რჩევაა: არასოდეს გადაწყვიტო, რომ ფული ჩაანაცვლებს შენს რეალურ ინტერესებს. ნუ დაელოდები შენი ცხოვრების იმ ეტაპს, როცა ამ ვიწრო და მომაბეზრებელი გზიდან გადახვევა შეუძლებელი გახდება.
ისწავლე გარისკვა
არასდროს დამავიწყდება დღე, როცა ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ ვაპირებდი მიმეტოვებინა ჩემი მაღალანაზღაურებადი სამსახური და საკუთარი სტარტაპი შემექმნა. რამდენიმე თვეში ჩვენი პირველი შვილი დაიბადებოდა, მე კიდევ ვაპირებდი ჩვენი ცხოვრებიდან სტაბილურობის ყველა კვალი გამექრო. მაინც, მიუხედავად რისკებისა ორივემ ვიცოდით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და მან სრულად დამიჭირა მხარი. ბედნიერი ვიყავი, რომ ძალაც მქონდა და მხარდაჭერაც, რომ რისკზე წავსულიყავი. თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საკუთარ გულის ძახილს არ მიჰყევი და ასეთი სახიფათო ნახტომი არ გააკეთე, წარმატებამ შეიძლება თვალწინ ჩაგიქროლოს და გაუჩინარდეს.
ცხოვრება რთული, გაუთვლელი და ქაოსურია. არაფერი კეთდება მარტივად და დრო იშვიათადაა შენს მხარეს. თუ იდეალურ მომენტს ელოდები ცვლილებების მოსახდენად, წინ ვერასდროს წაიწევ. რისკს უნდა შეეგუო, თუ გინდა, რომ შენს აღმაფრენას მიაგნო. ეს შეიძლება საშიში და რთული იყოს, მაგრამ რისკი საპირწონედ ჯილდოც დიდია. აღმაფრენის პოვნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შენი კარიერისთვის, არამედ ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის. იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან, ნუ გამოეკიდები კომფორტს და ისწავლე გარისკვა. თუ ამ ყველაფერს გააკეთებ წარმატება თავისით მოვა.
მიჰყევი აღმაფრენას და წარმატება თვითონ გიპოვის
15 სექტემბერი 2025ავტორი: კრის მეიერსი