ლურჯი ვერსია

მუშაობა-განტვირთვის ბალანსი

27 თებერვალი 2023

ფიზიკური და ემოციური გადაღლა, უძილობა, სტრესი, შფოთვა და გამოფიტვა სტარტაპერებისთვის ნაცნობი პრობლემებია. ამ სიმპტომებს ბევრი ჩვენგანი მანამ უგულებელყოფს, სანამ ფიზიკური, ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემად არ იქცევა.


ამ თემაზე სასაუბროდ მედიალაბს ესტუმრა Leadership Development Institute LDI-ის აღმასრულებელი დირექტორი და Coaching UP. University-ს თანადამფუძნებელი გვანცა ბარაბაძე. სტუმარმა ისაუბრა მუშაობა-განტვირთვის ბალანსის აუცილებლობაზე და აუდიტორიას გაუზიარა მავნე ჩვევებთან ბრძოლის მეთოდები.


წარმატების მისაღწევად ანტრეპრენერებს ხშირად უწევთ მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის კეთება. ასეთ დროს აუცილებელია ვიზრუნოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე და ენერგიის დაბალანსებულად განაწილებაზე.


მედიალაბისთვის მნიშვნელოვანია თქვენი სტარტაპული იდეები, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ადამიანები, მათ შორის თავად თქვენ, ვისი ცხოვრებაც ამ იდეებმა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა აუცილებელი პირობაა, იმისთვის რომ უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ გვსურს მომავალში მსგავს შეხვედრებს მეტი დრო დავუთმოთ.