ნებისმიერი დამწყები სტარტაპერი დგას არჩევანის წინაშე: მარტომ წამოიწყოს სტარტაპი თუ ბიზნეს-პარტნიორთან ერთად? ხშირად ინვესტორები უპირატესობას ისეთ სტარტაპებს ანიჭებენ, რომლებსაც ერთზე მეტი დამფუძნებელი ჰყავთ. ეს გასაგებია, რადგანაც პარტნიორები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ინაწილებენ პასუხისმგებლობებს და გადაღლილობისგან აზღვევენ ერთმანეთს — რაც ბიზნეს-რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, თანადამფუძნებლის ნაჩქარევად და წინდაუხედავად შერჩევას შეუძლია, ზიანი უფრო მეტი მოგვიტანოს, ვიდრე სარგებელი.
ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა თანადამფუძნებელი, და თუ გჭირდებათ, როგორ შეარჩიოთ შესაფერისი ადამიანი.
გჭირდებათ თუ არა თანადამფუძნებელი?
სანამ თანადამფუძნებლის ძიებას დაიწყებთ, უმჯობესია, ჯერ იმაზე დაფიქრდეთ, საერთოდ გჭირდებათ თუ არა ის. კვლევები თანადამფუძნებლების როლზე კომპანიის წარმატებაში ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს იძლევა. მაგალითად, ვენჩურული კაპიტალისტის, ალი თამასების წიგნში „სუპერ დამფუძნებლები“ (Super Founders) მოყვანილმა კვლევამ აჩვენა, რომ „იუნიქორნ“ კომპანიების მხოლოდ ერთი მეხუთედია დაარსებული ერთი ადამიანის მიერ, ხოლო უორტონის (Wharton) კვლევის მიხედვით, ერთი დამფუძნებლის მიერ დაარსებული სტარტაპები უფრო დიდხანს არსებობენ და უფრო დიდ მოგებას იღებენ. და მაინც, მონაცემების უმეტესობა მიუთითებს, რომ თანადამფუძნებლის ყოლა ფინანსური წარმატების უფრო საიმედო საწინდარია.
იმის გასარკვევად, გჭირდებათ თუ არა თანადამფუძნებელი, სამი კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა:
მხარდაჭერა
გამოკითხულ სტარტაპერთა უმეტესობა აცხადებს, რომ თანადამფუძნებლის ძიების მთავარი მიზეზი იყო თანამოაზრისა და კრეატიული პარტნიორის ყოლის სურვილი. ბევრი მეწარმისთვის აუცილებელია ჰყავდეს ადამიანი, ვისთან ერთადაც შეძლებს იდეების გენერირებას, სამუშაოს განაწილებას და სირთულეების გადალახვას. თუ ეს ყველაფერი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, მაშინ ბიზნეს-პარტნიორის ყოლა, სავარაუდოდ, სარგებელს მოგიტანთ.
თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბიზნეს-პარტნიორობა დიდი გამოცდაა ისეთი თვისებებისთვის, როგორიცაა: სიმტკიცე, კომუნიკაბელურობა, კონფლიქტურ მდგომარეობებთან გამკლავებისა და კომპრომისზე წასვლის უნარი. თანადამფუძნებლებს მუდმივად უწევთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა, იქნება ეს: კომპანიის სტრატეგიული ხედვა, დაფინანსება, პროდუქტის განვითარება, ინვესტორებთან მოლაპარაკება თუ გუნდის მართვა. ამ გადაწყვეტილებების ერთად მიღება და განსხვავებული ხედვების შეჯერება სტაბილური თანამშრომლობის საწინდარია.
თუ კომპრომისებზე წასვლა გიჭირთ, ღირს დაფიქრდეთ, გჭირდებათ თუ არა პარტნიორი, და სულაც მარტომ გააგრძელოთ სტარტაპის კეთება.
ცოდნა
იმისათვის, რომ კარგი ბიზნეს-პარტნიორი იყოთ, აუცილებელია იცოდეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს კი იწყება თქვენი ტექნიკური და დარგობრივი გამოცდილების გულწრფელი შეფასებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რა არ იცით — სად გაქვთ ხარვეზები — და დაფიქრდეთ, რამდენად დაეხმარება თანადამფუძნებლის ცოდნა თქვენს წამოწყებას. მაგალითად, ტექნიკური სფეროს წარმომადგენელს შეიძლება არ ჰქონდეს მენეჯერული უნარები; ხოლო გაყიდვების ლიდერს შეიძლება აკლდეს ტექნიკური ან სტრატეგიული ცოდნა. ზოგიერთი უნარის შეძენა მუშაობის პროცესშია შესაძლებელი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება. თუ ბევრი დრო და ფული გაქვთ, შეიძლება უკეთესიც იყოს სოლო დამფუძნებლობა, მაგრამ სტარტაპების უმეტესობას ასეთი ფუფუნება არ აქვს.
დღეს, ხელოვნური ინტელექტის, აპლიკაციის ასაწყობი მარტივი პროგრამები და აუთსორსინგული საინჟინრო გუნდების ეპოქაში, ტექნიკური გამოცდილების მქონე თანადამფუძნებლის ყოლა ბევრად ნაკლებად კრიტიკულია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო. დღეს ბევრი დამფუძნებელი ახერხებს მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნას ტექნიკური უნარების გარეშეც, ხოლო ინვესტორები ნელ-ნელა აღარ ითხოვენ არატექნიკური დამფუძნებლებისგან, რომ მათ ჰყავდეთ ტექნიკური ცოდნის მქონე თანადამფუძნებლები.
First Round Capital-ის პარტნიორმა, ლიზ ვესელმა, ამის შესახებ თქვა: „არის შემთხვევები, როცა ვთანხმდები, რომ დამფუძნებელ გუნდს არ ჰქონდეს „ტექნიკური გამოცდილება“ — როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როცა თანადამფუძნებლებს აქვთ უნიკალური ან ღრმა დარგობრივი გამოცდილება და წარსულში მუშაობდნენ ტექნიკური ცოდნის მქონე სპეციალისტებთან“.
ტექნოლოგიური და მენეჯმენტის უნარები არ არის ერთადერთი გამოცდილება, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ. მნიშვნელოვანია, თუ თანადამფუძნებელს ბაზრის ან დარგის ღრმა ცოდნა აქვს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები; ან ფუნქციურ სფეროებში, როგორიცაა: წარმოება და დისტრიბუცია.
დარგობრივი გამოცდილება განსაზღვრავს პროდუქტის სტრატეგიას და ეხმარება სტარტაპს, მოიპოვოს სანდოობა ბაზარზე. სფეროში ღრმად ჩახედული თანადამფუძნებელი შეიძლება ინვესტიციების მოზიდვაშიც დაგეხმაროთ. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ დარგის ექსპერტები თანადამფუძნებლები იყვნენ; ისინი შეიძლება პირველ თანამშრომლებად ან თუნდაც თქვენი სტარტაპის მრჩევლებად აიყვანოთ.
გამოცდილება
დამფუძნებლებზე არსებული მითების მიხედვით, მათ წარმოვიდგენთ, როგორც ახალგაზრდებს, რომლებსაც ბევრი ენთუზიაზმი აქვთ, ნაკლები პასუხისმგებლობა და არაფერი აფერხებთ დიდი მიზნების მისაღწევად. რეალობა კი ისაა, რომ სტივ ჯობსი (Apple-ის დაარსებისას 21 წლის) და ბილ გეითსი (Microsoft-ის დაარსებისას 19 წლის) გამონაკლისები არიან.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სლოანის მენეჯმენტის სკოლის მკვლევრის, პიერ აზულეს მიერ 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მეწარმეების საშუალო ასაკი თავიანთი საწარმოების დაარსებისას 42 წელი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე წარმატებული სტარტაპები ხშირად 40-დან 49 წლამდე ასაკის დამფუძნებლებმა დააარსეს; ასევე იმ სტარტაპერებს, რომლებსაც სტარტაპის ინდუსტრიაში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ჰქონდათ (ერთი ან ორი წარუმატებელი სტარტაპი), 85%-ით მეტი შანსი ჰქონდათ, წამოეწყოთ წარმატებული პროექტი.
გასაკვირი არ არის, რომ გამოცდილი დამფუძნებლები უკეთეს შედეგებს აღწევენ. არ აქვს მნიშვნელობა, მუშაობდნენ დიდ კომპანიაში თუ მცირე სტარტაპში, მათ დაგროვილი აქვთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც ეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. გამოცდილებასთან ერთად ხშირად მოდის სიმწიფე, თავმდაბლობა, მოთმინება და გამძლეობა, რაც აუცილებელია იდეის განსახორციელებლად და დიდი მიზნების მისაღწევად. ასე რომ, როდესაც ფიქრობთ, გჭირდებათ თუ არა თანადამფუძნებელი, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა ეს გამოცდილება და ხომ არ გჭირდებათ ბიზნეს-პარტნიორი, რომელიც ამ დანაკლისს შეავსებს.
დამწყებ სტარტაპერებს, როგორც წესი, იდეალისტური შეხედულება აქვთ სტარტაპის მართვაზე ან ზედმეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მომავლის მიმართ. დამოუკიდებლობისა და წარმატების სურვილი მნიშვნელოვანია, თუმცა წარმატების მისაღწევად აუცილებელია მძიმე შრომა, მრავალი იმედგაცრუების მიღება და სირთულეების გადალახვა.
შეჯამება
სადაც არ უნდა იყოთ ამ პროცესში, კონსულტანტებსა და მრჩევლებს შეუძლიათ დაუყოვნებლივი საჭიროებების შევსება, რათა თქვენი იდეა უფრო სწრაფად განვითარდეს. მედიალაბის ტრენინგებში და აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობით სრულიად უფასოდ შეძლებთ მიიღოთ ის ცოდნა და სასარგებლო რჩევები, რაც გამოცდილმა თანადამფუძნებელმა უნდა გაგიზიაროთ; გაიცნობთ სხვა სტარტაპერებს და სფეროს ენთუზიასტებს და ვინ იცის, იქნებ სწორედ მათ შორის იპოვოთ მომავალი თანამოაზრე ან ბიზნეს-პარტნიორი?
ბიზნეს-პარტნიორების სწორად შერჩევის ხელოვნება
01 სექტემბერი 2025ნებისმიერი დამწყები სტარტაპერი დგას არჩევანის წინაშე: მარტომ წამოიწყოს სტარტაპი თუ ბიზნეს-პარტნიორთან ერთად? ხშირად ინვესტორები უპირატესობას ისეთ სტარტაპებს ანიჭებენ, რომლებსაც ერთზე მეტი დამფუძნებელი ჰყავთ. ეს გასაგებია, რადგანაც პარტნიორები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ინაწილებენ პასუხისმგებლობებს და გადაღლილობისგან აზღვევენ ერთმანეთს — რაც ბიზნეს-რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, თანადამფუძნებლის ნაჩქარევად და წინდაუხედავად შერჩევას შეუძლია, ზიანი უფრო მეტი მოგვიტანოს, ვიდრე სარგებელი.