დღეს ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში UX მწერლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
ერთი შეხედვით, ყველა ვთანხმდებით რომ სიტყვებს, მით უფრო სწორად შერჩეულ სიტყვებს დიდი ძალა აქვს. თუმცა, კვლავ მრავლად შევხვდებით დიდ კომპანიებსა და სტარტაპებს, რომელთაც გუნდში, ჯერ კიდევ არ ჰყავთ UX მწერალი.
UX წერა (user experience) მომხმარებლის გამოცდილების მართვას გულისხმობს, მომხმარებლის კარგი გამოცდილება კი ის კოზირია, რომელიც სტარტაპს შეუძლია თავისი ბიზნესის სასიკეთოდ გამოიყენოს.
სტარტაპის დამფუძნებელმა შეიძლება იფიქროს, რომ UX მწერალი არ სჭირდება, რადგან ეს პროცესი მხოლოდ ტექსტის წერას მოიცავს.
ნამდვილად არა. პროდუქტის შექმნის ადრეულ ეტაპზე, სტარტაპერები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქტის დიზაინს. სწორედ ამიტომ, ხშირად ტერმინი UI/UX (User Interface/User Experience) - ის ხსენებაზე ვებ-გვერდისა თუ აპლიკაციის ვიზუალური ნაწილი გვახსენდება. UI/UX მწერალი ერთი მხრივ ქმნის ტექსტებს, რომელსაც ვებ გვერდზე ან აპლიკაციაში ვკითხულობთ, ხოლო მეორე მხრივ ფიქრობს ღილაკებზე, ნოტიფიკაციებსა და სხვა ელემენტებზე, რომლებიც ვებ-გვერდის ინტერფეისზე სხვადასხვა ფუნქციის შესრულებას მარტივად უზრუნველყოფს.
სტარტაპერებისთვის პროდუქტის ინტერფეისი ერთგვარი ‘’შეტყობინებაა’’, რომელსაც მომხმარებელს უგზავნის. ‘’შეტყობინება’’ შედგება სამი ძირითადი ასპექტისგან, რომელიც ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე გუნდმა,(UI/UX Designer, Front-end developer, UX Researcher, Graphic Designer და UX მწერალმა) უნდა გაითვალისწინოს:
- ვიზუალი
- ინტერაქცია
- ტექსტი
სამივე კომპონენტი გავლენას ახდენს ერთმანეთზე: ზოგჯერ მომხმარებელს კონკრეტული ღილაკის ვიზუალი კარნახობს შემდეგ ნაბიჯს, თუმცა თუ ვიზუალის გააზრებისთვის დრო სჭირდება, ამ დროს კარგად მოფიქრებული, ღილაკის ვიზუალზე დატანილი ტექსტი ამცირებს.
საბოლოო ჯამში მომხმარებელი იოლად აღწევს მიზანს და პროცესი მარტივდება. იქმნება მომხმარებლის კარგი გამოცდილება, რაც თავის მხრივ, სტარტაპს სხვა მომხმარებლის მოზიდვასა და ჩართულობაში ეხმარება.
UX მწერლის საქმიანობა ვებ გვერდზე მიმდინარე ყველა პროცესის აღქმას, გააზრებას, დალაგებას და ტექსტუალურად გამართვას მოიცავს. შესაბამისად, სტარტაპს UX მწერალი არა მხოლოდ გამართული ქოფის, არამედ ვებ გვერდზე ნავიგაციის პროცესის გამარტივებაში ეხმარება. წერამდე პროცესების აღქმას და წარმოდგენას ‘’დიზაინერული აზროვნება’’ (Design Thinking) სჭირდება, რომელიც UX მწერლის უნარებს შორის უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად სტარტაპისთვის UX მწერალი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანი, რომელიც ტექსტს დაწერს.
სტარტაპები ხშირად ფიქრობენ, რომ UX წერის საჭიროება ცოტა ხნით მოიცდის და მათ პროდუქტის შენების უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი აქვთ გასავლელი.
რაც უფრო იზრდება სტარტაპი, მით უფრო რთული, შრომატევადი და მტკივნეული ხდება ბრენდის UX -ის გამართვა, უარეს შემთხვევაში კი თავიდან შექმნა. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ჩაერთვება UX მწერალი ბრენდის ან პროდუქტის შენების პროცესში, მით უფრო ძლიერი, კარგი და კონკურენტუნარიანი იქნება სტარტაპის გამოცდილება.
მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპერებისთვის განსაკუთებით მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების სწორად განაწილება, UX მწერლის ხარჯზე რესურსების დაზოგვა არც ისე ჭკვიანური სვლაა. სტარტაპისთვის UX მწერალი არის ერთგვარი ინვესტიცია, რომელსაც დებს, რათა გარკვეულ პერიოდში შედეგი მიიღოს და ჩადებული ფულადი რესურსი მომხმარებელთა ჩართულობით უკან დაუბრუნდეს. ცხადია იმ შემთხვევაში, თუ UX მწერალი კომპლექსურად, გუნდთან ერთად პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზეა ჩართული.
მაშინაც კი თუ სტარტაპი ამჯობინებს პატარა გუნდით ფონს გასვლას და თუნდაც მხოლოდ 1 დიზაინერით პროდუქტის შექმნას, UX მწერალს ამ მოცემულობით შეუძლია სტარტაპი დიდ ბაზარზე სრულიად განსახვავებული კუთხით დაამკვიდროს და მომხმარებელს დიდი კომპანიებისგან განსხვავებული გამოცდილება შესთავაზოს.
5 რამ, რაშიც სტარტაპს UX მწერალი დაეხმარება
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, რომელთაც სტარტაპერები მუდმივად აწყდებიან, UX მწერლის როლი ამ გამოწვევებთან გამკლავებაში დიდია. ბლოგში გიზიარებთ სტრატაპის საჭიროების სულ მცირე 5 ყველაზე მნიშნელოვან ასპექტს, რომლის მიღწევაშიც კარგი UX მწერალი დაგემხარებათ:
მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია - პროფესიონალი UX მწერალი დახელოვნებულია მკაფიო, ლაკონური და მომხმარებელზე ორიენტირებული ტექსტების შექმნაში. UX მწერლებს შეუძლიათ შეიმუშავონ ან არსებული საკომუნიკაციო ენა შეცვალონ იმგვარად, რომ მომხმარებელმა ბრენდის კონკურენტებისგან გამორჩევა შეძლოს. UX მწერალი მომხმარებლისთვის მუშაობს - რაც უფრო გაუმარტივდება მომხმარებელს ვებ-გვერდზე ნავიგაცია, მით უფრო კარგი UX -ი აქვს ბრენდს.
მომხმარებლის ჩართულობა - სწორად შერჩეულ სიტყვებს ემოციების გამოწვევისა და სასიამოვნო გამოცდილების აღძვრის ძალა აქვს. UX მწერლის ერთ-ერთი ‘’იარაღი’’ კომუნიკაციისას ისეთი ინსაითების მოძიებაა, რომელიც პროდუქტის მიმართ სამიზნე აუდიტორიას დადებით განწყობას გაუღვივებს. ღილაკები, საჭირო და ლაკონური ნოტიფიკაციები, ლოიალური მიდგომა დადებითად მოქმედებს მომხმარებლის გამოცდილებაზე. კარგი გამოცდილება კი ეფექტურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
მუდმივი გაუმჯობესება - სტარტაპები ხშირად აკვირდებიან მომხმარებლის ქცევას და მათ უკუკავშირს. UX მწერლებს UX Researcher-თან კოლაბორაციით მომხმარებლის გამოცდილებისა და უკუკავშირის საფუძველზე შეუძლიათ პროდუქტის ცნობადობა გაზარდონ და პოზიციონირება გაამარტივონ. მწერლების მოვალეობაა კვლევებზე დაყრდნობით შექმნან ისეთი ტექსტი, რომელიც ბიზნესის არსებულ გამოწვევას უპასუხებს და მას წინსვლაში დაეხმარება.
ბრენდის თანმიმდევრული ხმა და ტონი - სტარტაპები ცდილობენ ჩამოაყალიბონ ბრენდის იდენტობა და ჰქონდეთ უნიკალური საკომუნიკაციო ტონი. UX მწერლის როლი ამ ნაწილშიც მნიშვნელოვანია. მწერალს შეუძლია შეინარჩუნოს ბრენდის უნიკალური კომუნიკაციის ტონი, როგორც საიტის ან აპლიკაციის ყველა გვერდზე, ასევე - სხვა საკომუნიკაციო არხებზე.
მომხმარებლის ნდობა - გახსოვდეს, რომ ქოფირაითინგი მრავალფეროვანი მიმართულებაა და ამ მიმართულებათაგან UX წერას მომხმარებლისთვის მუშაობა გამოარჩევს.
თუ კრეატიულ ქოფირაითინგში ქოფი იქმნება ბიზნესისთვის, UX ქოფირაითინგში ყველაფერი კეთდება მომხმარებლისთვის. UX მწერლის მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება და მისთვის მარტივი, ავთენტური ტექსტის შექმნაა, რაც მომხმარებლის კარგ გამოცდილებას და ნდობას უზრუნველყოფს.
რატომ სჭირდება ყველა სტარტაპს UX მწერალი?
20 ივლისი 2023დღეს ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში UX მწერლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.