ლურჯი ვერსია

რისკების მნიშვნელობა ბიზნესში

11 ოქტომბერი 2022

ანტრეპრენერობა, ერთი შეხედვით, ურთულესი საქმეა. საკუთარი გზის გაკვალვა და საკუთარი თავის უფროსობა ბევრის ოცნებაა, თუმცა, საამისოდ უმეტესობა ერთ ნაბიჯსაც არ დგამს. ბევრი დღემდე ფეხს ითრევს რვასაათიანი სამუშაო გრაფიკიდან თავის დაღწევისგან. ლიდერობის საკუთარ თავზე აღება სარისკო საქმეა, კარგი სტარტაპი კი კარგი ლიდერის გარეშე არ არსებობს. თუმცა იმ ადამიანებს, ახლა ჩვენი საყვარელი ანტრეპრენერები რომ არიან, ერთი საერთო აქვთ, თითოეულმა მათგანმა გადაწყვიტა “ყველაფერი ან არაფერიო”, გარისკა, იშრომა და საკუთარ კომპანიას სახელი გაუთქვა.
როცა მეწარმე იმ სტრატეგიას მიყვება, რომლითაც ჯერ არავის უსარგებლია, ის რისკავს. თუმცა სწორედ ამ რისკით იწყება მისი ანტრეპრენერობა. კომპანიები, რომლებიც განსხვავებული და გაუკვალავი გზებით ცდილობენ განვითარებას, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას. ზოგადად, ეს მიდგომა ცხოვრებაშიც აუცილებელია, რათა შეისწავლოთ სხვადასხვა გზა და გქონდეთ ინფორმაცია ნებისმიერი სიტუაციის ყველა შესაძლო განვითარებაზე.
არსებობს რამდენიმე ტიპის რისკი: სტრატეგიული, რეპუტაციული და ფინანსური, რომელიც ყოველთვის იარსებებს ანტრეპრენერის ცხოვრებაში. თქვენმა ქმედებამ, მათ შორის საუბარმა, ან ფულის ინვესტირებამ, შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს თქვენს კომპანიაზე. რისკზე წასვლისას მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ სტრატეგია იმის დასადგენად, გადაწონის თუ არა დადებითი შედეგი წარუმატებლობის შესაძლებლობას. მაგალითად, თუ თქვენი კომპანია დიდი ხნის მანძილზე უარესობისკენ მიდის, აუცილებლად მოიშველიებთ სტრატეგიას ამის აღმოსაფხვრელად. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები სწრაფად ცდილობენ რისკებიგან თავის დაღწევას და ამისათვის ყველა შესაძლო გზას მიმართავენ. რეპუტაციული რისკი მაშინ იჩენს თავს, როცა ბიზნეს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის საჯარო კომუნიკაციის სპეციფიკაზე. ფინანსური რისკი ჩნდება ბიზნეს სესხის აღებისას. ეს არის რამდენიმე ძირითადი რისკი, რომელიც ბიზნესს ყოველთვის თან ახლავს.
ანტრეპრენერებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ როცა საქმე რისკზე წასვლას ეხება, შედეგის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ეს მოცემულობა ზოგისთვის საშიშია, ხოლო ზოგისთვის შეიძლება ეს ყოველდღიურ მოტივაციად იქცეს. ჰკითხეთ საკუთარ თავს - არის თუ არა ჩემი ხედვა რისკზე ძლიერი? ერთ დღესაც შესაძლოა, რომ თქვენი იდეა სწრაფად პროგრესირდეს წარმატებისკენ და ეს პატარა სადარდებლები წვრილი მარილის მარცვლებად მოგეჩვენოთ. ან შეიძლება, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. არსებობს მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომლებსაც რისკზე წასვლისას ვსწავლობთ. თითოელი წარუმატებლობა არის კიდევ ერთი შანსი იმისა, რომ ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე.
ყოველი შემდეგი ნაბიჯის გადადგმით შესაძლოა, რომ უფრო მეტად ისიამოვნოთ თქვენი ცხოვრებით. ვერასდროს იტყვით, რომ არასდროს გიცდიათ, რადგან ეს უკვე გაკეთებული გექნებათ. ხანდახან მაქსიმალური ძალისხმევით მუშაობა ისეთივე სასიამოვნოა, როგორც წარმატება, რადგან იცი, რომ შენ შენი მაქსიმუმი გააკეთე. თქვენ ვერასდროს გაიგებთ წინასწარ კონკრეტული გადაწყვეტილება იმუშავებს თუ არა, მაგრამ ჩემთვის მთავარი სიამოვნება საქმეში მაქსიმუმის ჩადებაა. ბევრად უფრო ადვილია გადაწყვიტო ის, რაც შენთვის მიუწვდომელია, ვიდრე ის, რისი მიღწევაც შეგიძლია ცოტა ძალისხმევით.
როდესაც რისკავთ როგორც ლიდერი, დარწმუნდით, რომ საქმე სათანადო გულმოდგინებით შეასრულეთ. არსებობს სხვადასხვა “წითელი დროშა” - მაგალითად, რთულად გამომუშავებული ფულის არსწორ ადგილას დაბანდება. სანამ ინვესტირებას ან პარტნიორობას გადაწყვეტდეთ, დარწმუნდით, რამდენად კარგი პოტენციალი და შეფასებები აქვს ბიზნესს ან საწარმოს, რომელთანაც ურთიერთობას აპირებთ..
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებლად უნდა ფლობდეთ სრულ ინფორმაციას რისკებზე. რისკის შეფასებისას პოტენციურ შედეგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი კარგი, ვიდრე ცუდი. სიმარტივისთვის, შეადგინეთ სია, სადაც ჩამოწერთ რისკის დადებით და უარყოფით მხარეებს. წინასწარ შეუძლებელია გაიგოთ რისკის შედეგი, თუმცა, ღრმა ანალიზით წარუმატებლობის რისკის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.

გიგი მეფარიშვილი