მრავალ ადამიანს სურს სტარტაპის წამოწყება. როგორც წესი ეს ასე ხდება: ორიგინალური იდეა გაქვს (საუკეთესო შემთხვევაში უკვე შეამოწმე მისი სიცოცხლისუნარიანობა); დაახლოებით წარმოგიდგენია, თუ როგორ გაუშვებ საკუთარ პროდუქტს ბაზარზე; ვინ იქნებიან შენი მომავალი მყიდველები და რა მიზნები ექნება კომპანიას.
დღესდღეობით ბიზნესის წამოწყებისას არსებული ბარიერები, მათ შორის ფინანსების მოზიდვა, ბევრად უფრო მარტივი გადასალახია, ვიდრე უწინ (ანგელოზი ინვესტორების, ბიზნეს-სესხების, საგრანტო კონკურსების წყალობით), თუმცა სტარტაპის წამოწყება კვლავ რთული და რისკიანი საქმეა და სავარაუდოდ, მუდამ ასეთად დარჩება. თუ დამწყები სტარტაპერი ხარ, სჯობს თავიდანვე გაითვალისწინო, თუ რა სახის გამოწვევებს შეიძლება წააწყდე განვითარების გზაზე. ერთ-ერთი საგულისხმო საზრუნავი, რომელზეც, შესაძლოა, ჯერ არც კი გიფიქრია არის ის, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი სტარტაპი. დღეს სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
დაარეგისტრირე შენი იდეა
როდესაც საქმე ბიზნესის დაცვას ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდეის საკუთრების დადასტურებაა. კონკურენტულ გარემოში შენი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა უპირველესი საზრუნავია, რაც ნამდვილად დაგეხმარება იმაში, რომ შენმა უნიკალურმა იდეამ ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს.
შენი იდეები, რომლებსაც თავისთავად ღირებულება და სხვადასხვა ნივთების სახით მატერიალიზების პოტენციალი გააჩნია, შენს ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. მთავარია განსაზღვრო, რით განსხვავდება შენი პროდუქტი სხვებისგან და რამდენად შესაძლებელია მისი კოპირება. თუ ფიქრობ, რომ შეიძლება ამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდე, პირველ რიგში შენი იდეა სამართლებრივად უნდა დაიცვა, რაც, თავის მხრივ, შენი ბიზნესის დაცვასაც უზრუნველყოფს.
იზრუნე კიბერუსაფრთხოებაზე
თანამედროვე სივრცეში ყველა ბიზნესისთვის, მათ შორის სტარტაპებისთვის, ერთ-ერთი მთავარი საფრთხე კიბერდანაშაულის სიმრავლეა — ჰაკერებს შენი კომპანიის ქსელში შეღწევის შედეგად შეუძლიათ, გაანადგურონ ან მოიპარონ ის ფაილები, სადაც სენსიტიური ინფორმაცია ინახება. მაგალითად მომხმარებლების პირადი მონაცემები, საკრედიტო ბარათის ნომრები და ასე შემდეგ. მსგავსმა კიბერდანაშაულმა შეიძლება მყისიერად გაანადგუროს შენი კომპანიის რეპუტაცია და საბოლოოდ ჩამოშალოს კიდეც სტარტაპი.
შეიძლება გეგონოს, რომ ჰაკერები ინტერესდებიან მხოლოდ დიდი კომპანიებით, რომლებისგანაც მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ, მაგრამ რეალურად, ჰაკერების უმეტესობა ყველაზე აქტიურად თავს სწორედ სტარტაპებს ესხმის. მათ კარგად იციან, რომ მსხვილი კომპანიების მმართველი გუნდები კიბერუსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მცირე ბიზნესებს კი, განსაკუთრებით სტარტაპებს, შესაძლოა, ჯერ თანხაც კი არ ჰქონდეთ კიბერუსაფრთხოებისთვის გამოყოფილი, ან საერთოდ, არც აღიქვამდნენ მსგავს საფრთხეს რეალურად. შესაბამისად, მათზე თავდასხმაც უფრო მარტივია.
ჰაკერული თავდასხმები მართლაც დიდი პრობლემაა ბიზნესებისთვის, მაგრამ გამოსავალიც არსებობს — კიბერ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები. ასეთი ტრენინგები არა მხოლოდ ჰაკერული თავდასხმის შედეგად გამოწვეულ პრობლემებში გაგარკვევს, არამედ იმასაც გასწავლის, თუ როგორ უნდა აიცილო თავიდან მსგავსი სიტუაციები და მიიღო პრევენციული ზომები — როგორ უზრუნველყო ტექნიკური ინვენტარი ანტივირუსული პროგრამით, როგორ აირჩიოთ ძლიერი პაროლები და ა. შ.
ამრიგად, კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერის ამაღლების შედეგად შეძლებ, შენი სტარტაპი სერიოზული კიბერ თავდასხმებისგან დაიცვა.
დააზღვიე სტარტაპი
როდესაც ბიზნეს მართავ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი იდეალურად მიდის, სწორედ მაშინ, პატარა ხარვეზმა, შეცდომამ, შეიძლება ყველაფერი საპირისპიროდ, ცუდისკენ შემოატრიალოს და სერიოზული პრობლემებიც შექმნას. ამისთვის არსებობს გამოსავალი დაზღვევის სახით, თუმცა აუცილებელია ეს სწორად გააკეთო.
სანამ სტარტაპს დააზღვევ, აუცილებელია გაარკვიო, რა ტიპის დაზღვევა გჭირდება და რამდენად შეძლებ მის დაფარვას. ბიზნესის დაწყებისას სწორად უნდა წარმართო შენი ფინანსები, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ზედმეტი ხარჯები მაქსიმალურად შეამცირო, განსაზღვრო კონკრეტულად რისი დაზღვევა გსურს, რომ მეტი თანხის გადახდა არ მოგიწიოს და სერვისი თქვენს ზუსტ საჭიროებებზე იყოს მორგებული.
როდესაც გაარკვევ, კონკრეტულად რისთვის გჭირდება დაზღვევა (საავტომობილო, საჯარო, ოფისის, ინვენტარის და სხვა) დაუკავშირდი სადაზღვევო კომპანიებს და შენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიე. არსებობს მომენტები, როდესაც თანხის გაღება არ უნდა დაგენანოს, რათა რთულ პერიოდში თავი დაცულად იგრძნო, ამიტომაც დაზღვევას ნუ გადადებ. დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, შეიძინო ახალი ნივთები, თავი იჩინონ ახალმა საჭიროებებმა, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა შეამოწმო და განაახლო შენი სადაზღვევო პოლისი.
გააფორმე კონტრაქტები
მაშინაც კი, როდესაც შენივე დაარსებულ კომპანიაში მარტო მუშაობ, სხვებთან თანამშრომლობა მაინც გიწევს — ესენი შეიძლება იყვნენ მომწოდებლები, კლიენტები, პოტენციური ინვესტორები და ა. შ..
სავარაუდოდ უკვე იცი, რომ, სანამ ვინმესთან თანამშრომლობას დაიწყებ, აუცილებელია იურიდიულად გამართული კონტრაქტის შედგენა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება შენი პარტნიორი, მეგობარი, თუ ოჯახის წევრი, ამ საკითხს ყოველთვის გონივრულად უნდა მოეკიდო.
კონტრაქტის დადება აუცილებელი პირობაა, როდესაც დამსაქმებელი ხარ. მასში წარმოდგენილია ორივე მხარის უფლება-მოვალეობები. ამ სახით შენ გაქვს იურიდიული დოკუმენტი, რომელიც, მეორე მხარის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაგიცავს. ხოლო კონტრაქტის არარსებობის შემთხვევაში, თუ რამე არასწორად წარიმართება,იურიდიული დახმარების მიღება გაგიჭირდება და შენი ბიზნესი რისკის ქვეშ დადგება. რა თქმა უნდა, შეიძლება გაგიმართლოს და დასაქმებული კადრი კეთილსინდისიერი აღმოჩნდეს, მაგრამ შენი სტარტაპის უსაფრთხოებისთვის ბიზნესის სამართლებრივად გამართვა აუცილებელია.
როგორ უნდა დაიცვა სტარტაპი?
05 დეკემბერი 2023მრავალ ადამიანს სურს სტარტაპის წამოწყება. როგორც წესი ეს ასე ხდება: ორიგინალური იდეა გაქვს (საუკეთესო შემთხვევაში უკვე შეამოწმე მისი სიცოცხლისუნარიანობა); დაახლოებით წარმოგიდგენია, თუ როგორ გაუშვებ საკუთარ პროდუქტს ბაზარზე; ვინ იქნებიან შენი მომავალი მყიდველები და რა მიზნები ექნება კომპანიას.