ლურჯი ვერსია

სპორტული სტარტაპების ათეული

08 აგვისტო 2022

BUDDYUP

2020 წელს შექმნილი BuddyUp თქვენი საცხოვრებელი ადგილის, სისწრაფის და სქესის მიხედვით სირბილისთვის იდეალურ მეწყვილეს შეგირჩევთ.
“თუ მარტო სირბილი მოგწყინდათ და სავარჯიშოდ ახალი მეწყვილის პოვნა გსურთ, შეგიძლიათ აპლიკაცია გადმოიწეროთ, თქვენი სურათები ატვირთოთ და გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ახლო-მახლო ცხოვრობენ და თქვენთვის შესაფერის ტემპით დარბიან.” __ ამბობს ჯონ ჩენი BuddyUp-ს თანადამფუძნებელი.


MYOMASTER

MyoMaster -ის ტექნოლოგიები ათლეტებს ძალების სწრაფად და ეფექტურად აღდგენაში ეხმარება. ეს დანადგარები __ მასაჟის თოფები და შემკუმშველი ტომრები __ ტრავმის მიღების შანსს ამცირებს და ორგანიზმის დასვენებასა და კუნთების ზრდას უწყობს ხელს.


ORB INNOVATIONS

Orb Innovations-ის შემქმნელებმა აიღეს კბილების ჩვეულებრივი დამცავი __ მოკრივეებსა და მორაგბეებს რომ უკეთიათ __ და ის მომავლის ტექნოლოგიად აქციეს, რომელიც ვარჯიშისას ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს იწერს და აანალიზებს. ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით, Orb Innovations მომხმარებელს ჯანმრთელობის და სპორტული წინსვლის მრავალფეროვან მონაცემებს აწვდის და ვარჯიშს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.


PLAYERMAKER

Playermaker-ი აწარმოებს რეზინის თასმებს, რომელიც ფეხბურთელის პირად სტატისტიკას აღრიცხავს: ბურთთან შეხებას, პასებს, ბურთის ფლობის დროს, დარტყმის სიმძლავრეს, ბურთით და ბურთის გარეშე გადაადგილების სიჩქარეს და სხვა… ეს, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელი ინფორმაციაა ნებისმიერი ფეხბურთელისა და მწვრთნელისთვის.


VEO

Veo-ს კამერებს გუნდური თამაშების ავტომატური ჩაწერა და ლაივ-სტრიმინგი შეუძლია. კამერას ორი ცალი 4K ლინზა აქვს და თამაშის ანალიზის, გამეორებების და მოთამაშეთა დათაგვის ფუნქციაც გააჩნია.


LUPA

Lupa, სირბილის ვირტუალური მწვრთნელია, აპლიკაცია რომელიც სირბილის და მედიტაციის მოყვარულებს დააინტერესებთ. აპლიკაცია მომხმარებლის შესაძლებლობებისა და მიზნების გათვალისწინებით სპეციალურად მასზე მორგებულ სავარჯიშო გეგმას ადგენს და სირბილის გამოცდილებას უფრო სასიამოვნოსა და მრავალფეროვანს ხდის.

BUZZER

Buzzer-ი სპორტის მოყვარულებს მათი საყვარელი გუნდების, ან მოთამაშეების ჰაილაითებს ლაივ რეჟიმში უჩვენებს. მომხმარებელი ირჩევს საყვარელ სპორტს, მოთამაშეს, გუნდს და აპლიკაცია მას ონლაინ რეჟიმში უგზავნის მნიშვნელოვან მომენტებს და სურვილის შემთხვევაში თამაშის ლაივ-სტრიმსაც სთავაზობს.

TOCA FOOTBALL

Toca მომავალი თაობის ტექნოლოგიაა, რომელიც ფეხბურთის ვარჯიშს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. Toca სათამაშო მომენტების სხვადასხვა სიმულაციებს და გამეორებებს იყენებს, რათა მოთამაშეს მოძრაობის, სისწრაფის, დარტყმის სიზუსტის და სხვა მონაცემების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

HOMECOURT

Homecourt ინტერაქციული აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საკალათბურთო უნარების განვითარებაში ეხმარება. აპლიკაცია იწერს ვარჯიშს, სხვადასხვა დავალებებს და რჩევებს იძლევა და მომხმარებლებს ერთმანეთთან შეჯიბრის საშუალებას აძლევს.


IMAGINACTIVE

ყველას არ უყვარს ვარჯიში, მაგრამ გართობაზე ყველა თანახმაა, ამიტომ Imaginative-ს მიზანია ვარჯიში გასართობ თამაშებად აქციოს. პირველი პროდუქტი Apocalpyse აპლიკაციაა, რომელიც კარდიო-ვარჯიშს და სასაცილო თავგადასავლებს აერთიანებს, სადაც მთავარმა გმირმა სირბილით სხვადასხვა განსაცდელს უნდა დააღწიოს თავი.

სპორტული სტარტაპები