ლურჯი ვერსია

ტექ-ტრეკი 2025: კიბერუსაფრთხოების ფორუმი

23 ოქტომბერი 2025

რა არის ტექ-ტრეკი?


ტექ-ტრეკი მედიალაბის ტექნოლოგიური ფორუმია, რომლის მიზანია ციფრული მედიისა და ტექნოლოგიების აქტუალური საკითხების გაშუქება. წელს, 8 ნოემბერს, Hilton Garden Inn-ში ტექ-ტრეკი მეორედ გაიმართება და მისი ცენტრალური თემა იქნება: AI ეკოსისტემა და ციფრული უსაფრთხოების სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.


ტექ-ტრეკის პარტნიორია სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია.


რა შემთხვევაში დაგაინტერესებს ტექ-ტრეკი?


ტექ-ტრეკი განკუთვნილია სფეროს სპეციალისტების, IT პროფესიონალების, სტარტაპერების, სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს ციფრულ სერვისებს და ზრუნავს საკუთარ მონაცემთა უსაფრთხოებაზე.



რა საკითხებს მიეძღვნება ტექ-ტრეკი?



• ციფრული უსაფრთხოების წამყვანი არქიტექტორების ექსკლუზიური შეფასებები კიბერუსაფრთხოებასა და AI-ზე

• უსაფრთხოების სტრატეგიები ყოველდღიური ციფრული ჩვევებისთვის: პრაქტიკული რჩევები

DeepFake, მონაცემთა მოწამვლა (Poisoning) და გენერაციული AI-ის გამოწვევები: საფრთხეების დეტალური ანალიზი (The Dark Side of AI)

თანამედროვე თავდაცვის მექანიზმების არსენალი: დიფერენციალური კონფიდენციალურობა და ფედერაციული სწავლება



რას მიიღებ ღონისძიებაში მონაწილეობით?



• ისწავლი, როგორ გაუმკლავდე ხელოვნური ინტელექტის ახალ გამოწვევებს: კონფიდენციალურობის, მონაცემთა დაცვისა და კიბერ საფრთხეების თვალსაზრისით.


• შეძლებ განსაზღვრო და შეაფასო ხელოვნური ინტელექტის საფრთხეები პრაქტიკულ დონეზე


• გაიცნობ თანამედროვე თავდაცვით მექანიზმებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანო მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევის რისკები


• მიიღებ სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს



როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა ტექ-ტრეკში?


გადადი ბმულზე და გაიარე რეგისტრაცია.



ფორუმის დღის წესრიგი და სხვა დეტალები რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოგეგზავნება მეილზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ნოემბერი