რა არის ტექ-ტრეკი?
ტექ-ტრეკი მედიალაბის ტექნოლოგიური ფორუმია, რომლის მიზანია ციფრული მედიისა და ტექნოლოგიების აქტუალური საკითხების გაშუქება. პირველი ტექ-ტრეკი 5 ოქტომბერს, Hilton Garden Inn-ში გაიმართება და მიეძღვნება კიბერუსაფრთხოებას, ციფრული მონაცემების მართვას, შენახვას და დაცვას.
პირველი ტექ-ტრეკის პარტნიორია სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია.
რა შემთხვევაში დაგაინტერესებს ტექ-ტრეკი?
თუ ხარ ტექნოლოგიური სფეროს ენთუზიასტი, სტარტაპერი, ციფრული პროდუქტის შემქმნელი, პროგრამისტი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, IT ექსპერტი, ან გსურს მეტი გაიგო ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
რა დაგხვდება ტექ-ტრეკზე?
• ტრენინგი და ვორკშოპი: ისწავლი როგორ დაიცვა შენი პროდუქტი კიბერ-საფრთხეებისგან და როგორ მართო პირადი მონაცემები
• პრეზენტაციები: გაეცნობი საერთაშორისო რეგულაციებსა და ადგილობრივ კანონმდებლობას
• Q&A: მიიღებ პროფესიონალურ რჩევებს მენტორებისგან და შეგეძლება შენთვის საინტერესო კითხვები დაუსვა კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს
• ბონუსი: შენი სტარტაპის ან კომპანიის ციფრული პროექტის Self-check-ი
რას მიიღებ ღონისძიებაში მონაწილეობით?
• ისწავლი კიბერსაფრთხეებთან გამკლავებას და მონაცემთა მართვის სწორად დაგეგმვას, რაც მომავალში უამრავ პრობლემას აგარიდებს თავიდან
• უკეთ დაიცავ ციფრულ პროდუქტს რომელსაც ქმნი, ან რომლის შექმნასაც მომავალში აპირებ
• მიიღებ სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს, რომ გაიარე პერსონალური მონაცემების მართვისა და სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლები
როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა ტექ-ტრეკში?
გადადი ბმულზე და გაიარე რეგისტრაცია.
ფორუმის დღის წესრიგი და სხვა დეტალები რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოგეგზავნება მეილზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ოქტომბერი
ტექ-ტრეკი: კიბერუსაფრთხოების ფორუმი
19 სექტემბერი 2024რა არის ტექ-ტრეკი?