ლურჯი ვერსია

უფასო ტრენინგები "როგორ დავიწყო სტარტაპი"

13 დეკემბერი 2021

როგორ უნდა დაიწყო სტარტაპი?

ხშირად ფიქრობენ, რომ ამისთვის საჭიროა გენიალური იდეა. რეალურად, მნიშვნელოვანი არის არა იდეა, არამედ იმის მოფიქრება, როგორ განახორციელო ის. სტარტაპერებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: "როგორ?" როგორ დავარწმუნო ინვესტორები, რომ ჩემი იდეა გაამართლებს? როგორ ვმართო გუნდი? როგორ ვიპოვო მომხმარებელი? როგორ შევქმნა და დავტესტო პროდუქტი, თუ ფული არ მაქვს? როგორ გავყიდო პროდუქტი?

მედიალაბის ტრენინგებზე ისწავლით მიდგომებს, მეთოდებს, ინსტრუმენტებსა და მთავარ პრინციპებს, რომლებზეც დგას სტარტაპი და დაინახავთ, თუ როგორ იფიქროთ ამ კითხვებზე სწორი პასუხების გასაცემად.

24, 25 და 26 დეკემბერს, ონლაინ ტრენინგები მათთვის, ვინც ეძებს პასუხებს კითხვაზე “როგორ?”

1. როგორ და რატომ უნდა დავიწყო სტარტაპი?

2. როგორ ვმართო სტარტაპგუნდი?

3. როგორ მივხვდე, რომ მჭირდება ცვლილება?

4. როგორ შევქმნა ღირებულება მომხმარებლისთვის?

5. როგორ შევქმნა და დავტესტო პროტოტიპი ნული ლარით?

6. როგორ შევქმნა პროდუქტის პირველი ვერსია (MVP)?

7. როგორ შევარჩიო ბიზნესმოდელი?

8. როგორ ვესაუბრო ინვესტორებს?

9. როგორ წარვადგინო იდეა?

თუ გინდა სტარტაპის კეთება, ახლა, ან ოდესმე: ტრენინგებზე დასასწრებად გაიარე რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მეილზე მიიღებთ ტრენინგებზე დასწრების ინსტრუქციას.

რეგისტრაცია მედიალაბი