ლურჯი ვერსია

ვაკანსია ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

19 აპრილი 2021

ა(ა)იპ მედიააკადემია არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობას. მედიააკადემიაში მუშაობს სამი მიმართულება: მედიალაბი (ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობა); მედიასკოლა (მედიის დარგში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა) და მედიაკრიტიკა (მედიაპროდუქტების შეფასება).


ა(ა)იპ მედიააკადემია აცხადებს კონკურსს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე


თანამდებობრივი სარგო: 3125 ლარი (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება მედიააკადემიის აღმასრულებელ დირექტორს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე



ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

1. მედიააკადემიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელდება;

2. მედიააკადემიის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

3. მედიააკადემიისა და მისი მიმართულებების საიტებისა და სოციალური მედიის (Facebook, Youtube, LinkedIn მართვა): ანალიტიკა, კონტენტის შერჩევა და განთავსება, რეკლამის მართვა;

4. მედიააკადემიისა და მისი მიმართულებების მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი, შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

5. მედიააკადემიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური ქსელებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

6. მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი; მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირება და მონიტორინგი;

7. მედიააკადემიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება აკადემიის ვებ-გვერდისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით;

8. მედიააკადემიის ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში შემოსულ წერილებსა და კომენტარებზე ოპერატიული რეაგირება; მედიააკადემიის შესახებ სოციალურ ქსელებში განთავსებული კომენტარების, პოსტების მონიტორინგი და რეაგირება; საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის შესწავლა, სტატისტიკური ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;

9. კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები


განათლება და პროფესიული ცოდნა: უმაღლესი განათლება, სასურველია კომუნიკაციების, მედიის, სოციალური მეცნიერებების, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, პიარის ან ჟურნალისტიკის სფეროში;


Google Analytics, google ads, Facebook Ads Manager - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

Facebook გვერდის ადმინისტრირება/სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, სასურველია Photoshop-ის ან/და Illustrator-ის ცოდნა;

სამუშაო გამოცდილება: ციფრული მარკეტინგის ან/და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს: YouTube-ის რეკლამების მართვის გამოცდილება; მედიის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, პიარის ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფეროში ციფრული მედიის მართვის გამოცდილება; სოციალურ მედიაში კამპანიების მართვის გამოცდილება; სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ბლოგების წერის გამოცდილება; SEO (search engine optimization)-თან მუშაობის გამოცდილება

უცხო ენა: ინგლისური - B2 დონე

კომპეტენცია და უნარები: დროის ეფექტური მართვა; ქართულ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი; კრეატიულობა და ინიციატივიანობა; მოტივაცია და სიახლეების სწავლის სურვილი; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება; დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.



კონკურსში მონაწილეობის მიღება:


მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mediaacademy.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები: თავისი რეზიუმე (CV); უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითეთ იმ გვერდების ლინკები, რომელთა მართვაშიც მიგიღიათ მონაწილეობა.


გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



კონკურსის ეტაპებია:

კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება შემთხვევათა ანალიზის მეთოდით;

საბუთების მიღების ვადა: 2021 წლის 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მედიააკადემიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.


გისურვებთ წარმატებებს!