ლურჯი ვერსია

ვეძებთ გუნდის წევრს - ვაკანსია მედიალაბში

06 სექტემბერი 2022

დასრულებულია


მედიალაბში, ჩვენ ვეხმარებით სტარტაპებს, იდეიდან ნამდვილ წარმატებამდე. ორი წლის განმავლობაში, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და კიდევ უამრავი საინტერესო იდეა გვაქვს. ჩვენ ვიზრდებით და ამ იდეების განხორციელებაში დახმარება გვჭირდება. თუ თვლი რომ იზიარებ ჩვენს მიზნებს და არ გაშინებს მუდმივად ახალ, საინტერესო გამოწვევებთან გამკლავება,

გამოგვიგზავნე CV და სხვა რელევანტური დოკუმენტაცია, რასაც ჩათვლი რომ საინტერესო იქნება ჩვეთვის:

21 სექტემბის ჩათვლით

მეილზე: medialab@mediaacademy.ge

წერილის სათაურში მიუთითე: ადმინისტრაციული მენეჯერი.

რეკომენდაციებს საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვთ




მედიააკადემიის მედიალაბის ადმინისტრაციული მენეჯერი

მედიალაბი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად:

1. მედიალაბის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცის (coworking space) ზედამხედველობას, აქსელერაციის პროცესის მხარდაჭერას, საჭიროების შემთხვევაში ტრენერების, სტუმრების მოპატიჟებას და სხვა რეგულარული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას;

2. მედიალაბის განვითარების მიზნით, საქართველოში სტარტაპების განვითარების/მხარდაჭერის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის რეგულარული მონიტორინგი.

3. სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართულ ორგანიზაციების შესწავლა, პარტნიორების იდენტიფიცირება და მათთან კავშირების დამყარება, ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

4. ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება ინფორმაციის მოგროვებისა და შესაბამის სეგმენტთან პირადი კავშირების ჩამოყალიბების მიზნით;

5. საქართველოში არსებული დონორების მიერ სტარტაპების განვითარების კუთხით უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების რეგულარული მონიტორინგი და ლაბის ხელმძღვანელის წინაშე რეპორტინგი;

6. მედიალაბის და სხვა აქსელერატორების სტარტაპებთან კომუნიკაცია საერთო პროექტების განხორციელების მიზნით; ერთობლივი პროექტების ადმინისტრირება;

7. მედიალაბის პარტნიორებთან, ტრენერებთან, ფრილანსერებთან და სხვა დაინტერსებულ მხარეებთან (STAKEHOLDERS) კომუნიკაცია, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება; საჭიროების შემთხვევაში ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

8. უცხოური პარტნიორების, ინვესტორების, ტრენერების და სხვა დაინტერესებული პირების მოძიება და მათთან თანამშრომლობის აწყობა;


ანაზღაურება; კომპეტენციის მიხედვით, 2000 - 2500 ლარი თვეში (net)

სამუშაო განაკვეთი; სრული

სამუშაო რეჟიმი; შერეული (online/offline)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დაინტერსებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

· ბაკალავრის ხარისხი;

· ადმინიტრაციული მხარდაჭერის, საოპერაციო მართვის კუთხით სამუშაო გამოცდილება სულ მცირე 2 წელი;


ამ პოზიციაზე დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია:

· ადამიანებთან ურთიერთობების გამოცდილება, კომუნიკაცია და სხვა შესაბამისი ინტერპერსონალური უნარები,

· სამუშაოთა ორგანიზების გამოცდილება;

· ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, ინგლისურ ენაზე ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება;


უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს შემდეგი განათლება და სამუშაო გამოცდილება:

· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მედიისა, აუდიოვიზუალური მედია პროდუქტების განვითარების კუთხით.

· სტარტაპ აქსელერატორში/ ინკუბატორში, მუშაობის გამოცდილება ადმინისტრირების ან ტრენინგების, ფრილანსერად მუშაობის კუთხით, ან სტარტაპში მუშაობის გამოცდილება

· საგანმანათლებლო და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;



კომპეტენციები:

· ეფექტურად დროის მართვა;

· გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;

· MULTITASKING;

· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;

· რუტინული სამუშაოს რეგულარულად შესრულების სურვილი;

მედიალაბი