ამბობენ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად ფულის შოვნის დაუშრეტელი წყურვილი აერთიანებთ. გამოცდილი მეწარმეები, მოტივაციური სპიკერები და ბიზნეს-მენტორები დაუღალავად გვიმეორებენ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ახალ-ახალი იდეებითა და გამოწვევებით არის სავსე; რომ საითაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან გამდიდრების ახალი საშუალებაა. მთავარია დავინახოთ, აღმოვაჩინოთ.
დანახვა და აღმოჩენა კი რთული საქმეა. კიდევ უფრო რთულია ნანახის განხორციელება. აქ დიდად ვერავინ გვეხმარება. თუმცა ამ სტატიის მთავარი გმირი და მისი სტარტაპი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება მარტივი, ყოველდღიური სიტუაციები იქცეს ფულის შოვნის წყაროდ? ალექსანდრე თავხელიძის ვემპლერი ასეთ მარტივ სიტუაციებზეა აწყობილი. ვთქვათ: ანას საკმარისი დრო არა აქვს, რომ ძაღლი გაასეირნოს, მიშო კი დილის ლექციების შემდეგ თავისუფალია და უყვარს ძაღლები. ვემპლერი სწორედ ასეთი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს. როგორც თავად გვპირდებიან: ვემპლერი დაგვეხმარება ვიპოვოთ დამხმარე ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ დროს, ჩვენთვის სასურველ ფასად.
როგორ შეიძლება მარტივი, ყოველდღიური სიტუაციები იქცეს ფულის შოვნის წყაროდ? რა გვჭირდება იმისთვის, რომ მომგებიანი ბიზნესი გვქონდეს და რა შესაძლებლობას გვთავაზობს დღეს ქართული ბაზარი?
ამ და სხვა კითხვების გარშემო ტექნოლოგიური პლატფორმის Wempler-ის დამფუძნებელს, ალექსანდრე თავხელიძეს ვესაუბრეთ.
მოდი მარტივად დავიწყოთ და გვითხარი: როგორ ვიშოვოთ ფული Wempler-ით?
ალექსანდრე: ,,ვემპლერი არის P2P (peer-to-peer) პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მარტივი, ყოველდღიური საქმეების შესრულებით დამატებითი შემოსავალი გამოიმუშაოს. ყოველდღიურად უამრავი წვრილმანი საქმე გვაფერხებს, რომელთა შესასრულებლადაც ხშირად არც დრო გვაქვს, არც სურვილი, შესაბამისად საქმეც დროში იწელება. ვემპლერი ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს იპოვოს დამხმარე ყოველდღიურ საქმეში, სასურველ დროს, მისთვის სასურველ ფასად. ეს საქმე შეიძლება იყოს: ძაღლის გასეირნება, მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა, რიგში დგომა და სხვა.
ვემპლერის დახმარებით ადამიანები მათი უნარების, ცოდნისა თუ უბრალოდ თავისუფალი დროის კაპიტალიზაციას ახდენენ. ამისთვის საკმარისია უბრალოდ შეხვიდე Wempler-ის ვებ გვერდზე ან აპლიკაციაში, მოგვიყვე რა გჭირდება და ვემპლერი ზუსტად 5 წუთში შენზე მორგებულ გადაწყვეტას შემოგთავაზებს, რომელსაც შეგიძლია დაეთანხმო ან სხვა ვარიანტი მოძებნო.’’
Wempler-ის ქართული ბაზარზე შემოსვლის შემდეგ…
ალექსანდრე: ,,ვემპლერი ბაზარზე ყოველგვარი მარკეტინგული კომუნიკაციის გარეშე შემოვიდა. უნდა ითქვას რომ მომხმარებელთა უმრავლესობამ სწრაფად აგვიწყო ფეხი. ვემპლერის მთავარი ღირებულება ყველაზე ძვირფასი რესურსის, დროის დაზოგვაა. ასე, რომ თუ დროის დახარჯვა რიგში დგომისთვის გენანება, ვემპლერით შეგიძლია ეს საქმე სხვა ადამიანს გადააბარო. პლატფორმა GIG ეკონომიკას ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ საქართველოში სერვისის გაზიარების კულტურის გავრცელებას უწყობს ხელს.
დღეს ვემპლერით უკვე 40 000-ზე მეტი დავალებაა შესრულებული. ვემპლერზე ერთდროულად შეგიძლია იყო როგორც დამკვეთი ასევე შემსრულებელი. პროცესები მარტივად იმართება და ერთი მეორეს ხელს არ უშლის. აქვე აღვნიშნავ, რომ ვემპლერი სრულ პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერი დავალების მონიტორინგსა და შესრულების ხარისხზე.‘’
ორი სიტყვა Wempler-ის ფასის შესახებ…
ალექსანდრე: ,,ვემპლერი ადამიანებს ყველაზე ძვირფასს რესურს, დროს უზოგავს და ამასთანავე ყოველგვარი გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე შესაძლებლობას აძლევს თავისუფალ დროს დამატებითი შემოსავალი გამოიმუშაონ.
ვემპლერის სერვისის მომსახურების ფასები ბაზარზე უკვე არსებულ კატეგორიებთან შესაბამისობაშია, თუმცა ისეთ უნიკალურ კატეგორიაში როგორც არის რიგში დგომა, ამის ფასი წინასწარ არავინ იცის. ფასს თავად ამ საქმის შემსრულებელი და მომხმარებელი დახარჯული დროის მიხედვით ადგენს. Wempler-ის ძლიერი მხარეც სწორედ ესაა - დავეხმაროთ ადამიანებს იშოვონ ფული იმ საქმით, რომელიც მხოლოდ ვემპლერზე ფასობს.’’
როცა Wempler-მა მედიალაბის კონკურსში გაიმარჯვა…
ალექსანდრე: ,,მოდი ასე ვიტყვი: კარგი იქნებოდა მედიალაბი ჯერ კიდევ მაშინ აღმომეჩინა, ვიდრე ვემპლერს დავაფუძნებდი. მედიალაბი სტარტაპერებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება და კარგ, სტრუქტურირებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. იდეადრომი განსაკუთრებული შესაძლებლობაა იმ სტარტაპერებისთვის ვისაც დაფინანსებასთან ერთად სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ მეტი ცოდნის მიღება ესაჭიროება. თუ იდეა არ არის მოწოდების სიმაღლეზე, მედიალაბი ამის სწორად გაანალიზებასა და გამოსავლის პოვნაშიც დაგეხმარება. ‘’
რომ შეგხვდეს ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის არაფერი ვემპლერის შესახებ, ეტყოდი რომ…
ალექსანდრე: ,,ვეტყოდი არა, ვკითხავდი ყოველდღე რამდენი წვრილმანი საქმე აქვს, რომლის შესრულებისთვისაც ვერა და ვერ მოიცალა? ან თუ მოიცალა რა დრო ეხარჯება ამ ყველაფრისთვის? ან რამდენი საქმეა ისეთი, რომელზე მუშაობაც არ სიამოვნებს, არ უყვარს? ვკითხავდი თუ აქვს რაიმე უნარი ან ცოდნა, მაგრამ არ ჩავუღრმავდებოდი უნარის არსს, რადგან ვემპლერზე ნებისმიერი უნარის კაპიტალიზაცია შესაძლებელია.
ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მომხმარებელმა გაგვიზიაროს საჭიროება/დავალება და ვემპლერმა ვერ შეძლოს შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება. რა თქმა უნდა თუ დავალება არ სცილდება ადამიანურ რესურსებსა და შესაძლებლობის ფარგლებს.’’
ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა ვემპლერის სამომხმარებლო გამოცდილებიდან არის…
ალექსანდრე: ასეთი შემთხვევები ბევრია, თუმცა გამოვარჩევდი რამდენიმეს. იყო შემთხვევა, რომ ვემპლერზე მოგვწერეს ფეხბურთის თამაშის დროს მეკარის საჭიროების მოთხოვნით. როგორც იცით, ფეხბურთის თამაშისას ხშირად მეკარის პოვნა პრობლემაა. ალბათ ბევრს არც უფიქრია, რომ ვემპლერი ამ პრობლემას მოაგვარებდა. ჩვენც სულ რამდენიმე წუთში ვიპოვეთ ადამიანი, ვინც ფეხბურთს ითამაშებდა და ამით ფულიც გამოიმუშავა. შედეგად ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა - ადამიანმა, ვისაც ჰქონდა თავისუფალი დრო ფეხბურთის თამაშით იშოვა ფული, ხოლო გუნდმა ვემპლერით იპოვა მეკარე.
ასევე მოგვწერა მომხმარებელმა, რომ რემონტის დროს ესაჭიროებოდა მეთვალყურე, რომელიც უბრალოდ ხელოსანს დააკვირდებოდა. რა თქმა უნდა ვემპლერით ეს დავალებაც შევასრულეთ.
რომ არა ვემპლერი, ახლა ვიქნებოდი…
ალექსანდრე: დიდი იმედი მაქვს, რომ ვემპლერი ახლაც და მერეც მუდმივად იქნება ჩემი საქმიანობის სფერო. უნივერსიტეტი ცოტა ხნის წინ დავასრულე, პროფესიით მონაცემთა ინჟინერი ვარ, თუმცა ვფიქრობ რომ მთელი დრო და რესურსი ვემპლერის განვითარებას და ზრდას უნდა დავახარჯო.
დამწყებ სტარტაპერებს ან უბრალოდ მათ ვისაც აქვს იდეა ვურჩევდი რომ…
ალექსანდრე: ვფიქრობ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გამოვყო, რასაც ყველა დამწყებ სტარტაპერს ვურჩევ სტარტაპის შენების/ზრდის პროცესში გაითვალისწინონ:
- დაფიქრდით ვის უზიარებთ იდეას - ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი, ვისთან ერთადაც აკეთებ საქმეს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანის აზრს, ვისაც გაუზიარებ იდეას. შეიძლება ძალიან კარგი იდეა დაგიწუნონ, გითხრან რომ არაფერი გამოვა, თუმცა რეალურად ასე არ იყოს საქმე. შეარჩიეთ სწორი ადამიანი, ვინც თქვენს იდეას მოისმენს, გაიგებს და სწორ უკუკავშირს დაგიბრუნებთ.
- სტარტაპის ზრდა მუდმივი პროცესია და არ უნდა გაჩერდე - როგორც კი გარკვეულ ფინანსურ მოგებას მივაღწევთ, სწორედ აქედან იწყება ყველაზე რთული, ზრდის პროცესი. სტარტაპის ზრდა უწყვეტი პროცესია, შესაბამისად მოდუნება არც ერთ ეტაპზე არ არის კარგი აზრი. რაც უფრო მეტია მოგება, მით უფრო მეტია სურვილი როგორ ვაქციოთ პირობითად გამომუშავებული 1 მილიონი 10 მილიონად.
- ნუ გავჩერდებით იდეის პირველ ვერსიაზე - იდეის დადასტურება (idea validation) უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა იდეის გაჩენის წამიდან არსებობის მანძილზე ის შეიძლება ტრანსფორმირდეს. ტექნოლოგიური და ინოვაციური გარემო ყოველდღიურად უფრო და უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ჩნდება ახალი ტრენდები და მოთხოვნილებები, შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ ცვლილებებს სტარტაპმა ფეხი აუწყოს.
ვემპლერი: ყოველდღიური შესაძლებლობები
08 თებერვალი 2024ამბობენ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად ფულის შოვნის დაუშრეტელი წყურვილი აერთიანებთ. გამოცდილი მეწარმეები, მოტივაციური სპიკერები და ბიზნეს-მენტორები დაუღალავად გვიმეორებენ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ახალ-ახალი იდეებითა და გამოწვევებით არის სავსე; რომ საითაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან გამდიდრების ახალი საშუალებაა. მთავარია დავინახოთ, აღმოვაჩინოთ.