წარუმატებლობა მტკივნეულია.
ზოგისთვის, სამარცხვინოც კი.
სტარტაპერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი წამოწყება გადაარჩინოს. ხშირად, სწორედ ამ მცდელობებში თავად გამოაქვთ ხოლმე საბოლოო განაჩენი თავიანთი წამოწყებისთვის.
როცა სხვას აკვირდები, მარტივია მათ მიერ დაშვებული შეცდომების დანახვა. სხვის ომში ყველა ბრძენია. მაგრამ, ყურადღების მიღმა რჩება ჩვენივე შეცდომები, რომლებიც შორიდან აბსურდულიც კია.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ოქროს წესების შეხსენება.
ეს სტატიაც ამ მიზანს ემსახურება.
აქ მოყვანილი 4 წარუმატებელი სტარტაპი ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს ემსხვერპლა. თითოეული მათგანის გარჩევას თან ის გაფრთხილებები მოსდევს, რომლებიც კედელზე უნდა გამოაკრა და ძილის წინ მანტრასავით გაიმეორო.
უფრთხილდი ვირაჟს (ე.წ. Pivot)
ერთ დროს, LGBTQ სოციალური ქსელი Fab-ი ცნობილი იყო, როგორც “ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი” 1 მილიარდ დოლარიანი ღირებულებით. რამდენიმე გაუმართლებელი რადიკალური ცვლილების შემდეგ, კომპანია 15 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს საწყისი ფასის სულ რაღაც 1.5%-ია.
Fab-ი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ვირაჟი ჩვენი სურვილით თუ ინტერესით კი არა, არგუმენტირებული მიზეზებით უნდა იყოს გამყარებული.
კომპანია Fabulis-ის სახელით იყო ცნობილი და ის LBTQ-თვის განკუთვნილი სოციალური ქსელი იყო, სანამ დღიურ “flash” გაყიდვების საიტად არ იქცა დამოუკიდებელი ხელოვნებისთვის. პირველი ვირაჟი წარმატებული აღმოჩნდა; მომხმარებლების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია, დღიურმა შემოსავალმა კი – ორასი ათას დოლარს.
სამწუხაროდ, Fabulis-ის დამფუძნებლებისთვის, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ განეცადათ ვირაჟი და Amazon-ისა და IKEA-ს მსგავსი საიტი შეექმნათ დიზაინერებისთვის. იდეის არაეფექტურობას ევროპის ბაზარზე გასვლის წარუმატებელი მცდელობა დაემატა და კომპანია მალევე ჩაიძირა.
რა ვისწავლეთ?
ვირაჟი კვლევებზე დაფუძნებული პროცესია, რომელსაც იმდენი სიფრთხილით უნდა მოეკიდო, რამდენადაც სარისკო ჩანს ის.
Fab-ის შემთხვევაში, კომპანია წარმატების იდეას აჰყვა და საკუთარ თავს გამოუთხარა ძირი.
როცა ყველაფერი კარგად მიდის, ნუ გადახტები დაუფიქრებლად ახალ იდეაზე. ვირაჟი შენი სტარტაპისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემაა მაშინ, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. გაიხსენე Slack-ის ისტორია. ბატერფილდი წარუმატებელი ვიდეოთამაშების კომპანიიდან წარმატებულ სოციალურ პლატფორმაზე გადავიდა. აი, ეს არის სწორი მიდგომა.
იმისათვის, რომ ახლოდან გაეცნო ვირაჟის მეთოდებს, გაეცანი ერიკ რისის, “წარმატებული სტარტაპის” ავტორის, რჩევებით დახუნძლულ გზამკვლევს.
ნუ იქნები ზედმეტად ამბიციური ზედმეტად ადრე
ამაზონის მიერ შექმნილი პროდუქტების მიტანის სერვისი, Webvan-ი, ყველაზე დიდი სტარტაპერული მარცხი იყო 21-ე საუკუნის დასაწყისში.
წარმატების მწვერვალზე, სტარტაპი 1.2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ორი წლის შემდეგ, ის 800 მილიონ დოლარიანი ზარალით დაიხურა.
ერთი შეხედვით, Webvan-ს ყველაფერი ჰქონდა, რაც წარმატების რეცეპტად ითვლება: დიდი ფინანსური რესურსი, გამოცდილი ანტრეპრენერები, კავშირები მსხვილ პარტნიორებთან. საბოლოოდ, ის ისტორიას შემორჩა, როგორც კარგი მაგალითი ასეთი რეცეპტის არარსებობისა.
შეცდომებს ყველა უშვებს.
კომპანიამ მანამ გადაწყვიტა ახალ ბაზარზე გაფართოება, სანამ პირველად ლოკაციებზე სტაბილურობას მიაღწევდა. ლოჯისტიკური პრობლემების გამო, ზედმეტად სწრაფი გაზრდა Webvan-ისთვის დამღუპველი გამოდგა.
რა ვისწავლეთ?
ერთი შეხედვით ლოგიკური ჩანს, რომ მასშტაბების ზრდა სტაბილურ ბიზნეს მოდელს უნდა მოსდევდეს.
როცა თავად გიწევს გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება, ლოგიკა სადღაც იკარგება – მაშინაც კი, როცა ზურგს ისეთი წარმატებული გამოცდილება გიმაგრებს, როგორიც Amazon-ია (პრინციპში, ზედმეტი თავდაჯერებულობის მიზეზიც შეიძლება სწორედ ეს ფაქტი ყოფილიყო).
მომხმარებლებისა და თანამშრომლების საკმარისი რაოდენობის მოზიდვა გამართულ საოპერაციო სისტემაზე წინ დგას. დიდი რესურსი არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მალევე უნდა დახარჯო. თუ არამყარ საძირკველზე დგახარ, პირველ რიგში, კარგად უნდა გაიმაგრო პოზიციები და მხოლოდ შემდეგ იფიქრო მასშტაბების ზრდაზე.
მეგობრები აუცილებლად კარგი ბიზნესპარტნიორები არ არიან
ამერიკაში კარგად ცნობილი კომპანიაა The Muse – ონლაინ პლატფორმა, რომელიც ქალ სტარტაპერებს მენტორობასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს სთავაზობს.
არც ისე ცნობილია The Muse-ის დამფუძნებლის, ქეთრინ მინშიუს პირველი წარუმატებელი სტარტაპი – Pretty Young Professional, რომელიც არასწორი გუნდის გამო დავიწყებას მიეცა.
სტარტაპი McKinsey-ში მომუშავე ოთხმა მეგობარმა წამოიწყო. მალევე გაირკვა, რომ ისინი ისე კარგად იზიარებდნენ ბიზნესშეხედულებებს, როგორც – ცხოვრებისეულს.
სანამ Pretty Young Professional-ზე მუშაობას დაიწყებდნენ, ისინი შეიკრიბნენ და სათითაოდ ჩამოწერეს თავაინთი მოთხოვნები და მიზნები. როცა ნახეს, რომ ბევრს საკითხს სხვადასხვანაირად უყურებდნენ, გადაწყვიტეს, მოძრაობა დავიწყოთ და თავისით დალაგდება ყველაფერიო.
11 თვეში, აზრთა სხვადასხვაობის გამო, დამფუძნებლები ორ ბანაკად გაიყვნენ. საბოლოოდ, კეტრინს უჩივლეს კიდეც და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დატოვება მოსთხოვეს, თანამშრომლებს კი, საიტსა და მეილზე წვდომა შეუზღუდეს.
კომპანია მალევე ჩაიძირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უამრავ შეტყობინებას იღებდნენ აღფრთოვანებული ინვესტორებისა და აქტიური მომხმარებლებისგან.
რა ვისწავლეთ?
მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყება ყოველთვის კარგი აზრი არ არის. რადგან ერთმანეთს ეწყობით, იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი შეხედულებები მუდმივად თანხვედრაში იქნება.
სტარტაპერობასთან დაკავშირებული გავრცელებული მითებიდან ერთ-ერთი სწორედ იმისი ილუზიაა, რომ ახლობლების მიერ წამოწყებული სტარტაპი წარმატებული იქნება.
არ დაამყარო მთელი იმედები ერთ მარკეტინგულ არხზე
თურმე, არც YCombinator-ის (YC) სტარტაპები არიან იმუნურები წარუმატებლობის მიმართ.
ბავშვებისთვის კერძო მასწავლებლის შერჩევის კომპანია Tutorspree, რომელმაც YC-ის აქსელერაციაც გაიარა, Airbnb-ის მსგავს გენიალურ იდეად იყო მიჩნეული.
2010 წელს Tutorspree-ს 700 დარეგისტრირებული მასწავლებელი და 1.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდათ. სამი წლის შემდეგ, პლატფორმაზე ვიზიტები ერთ ღამეში 80%-ით შემცირდა.
ასეთი კრახის მიზეზი კომპანიის შიგნით არ მომხდარა.
2013 წლის მარტში, გუგლმა SEO-ს ალგორითმი შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, Tutorspree მთლიანად SEO-ზე იყო დამოკიდებული და სხვა მარკეტინგულ არხს არ იყენებდა. შეცვლილმა ალგორითმმა მათი წარმატება აღარ აღიარა და სტარტაპსაც სრულიად გამოეცალა ფეხქვეშ მიწა.
რა ვისწავლეთ?
როგორც Tutorspree-ს აღმასრულებელი დირექტორი, აარონ ჰარისი, ამბობს:
“მთავარი გაკვეთილი ჩემთვის ის არ არის, რომ SEO სტარტაპერებისთვის მარკეტინგული არხი არ უნდა იყოს. მას უნდა ვიყენებდეთ, მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთი უნდა იყოს სხვა აქტივობებთან ერთად. არ შეიძლება, რომ SEO-ს ერთადერთ მეთოდად იყენებდე და არც სხვა რომელიმე მეთოდი გამოდგება ერთადერთ ვარიანტად.”
ესეც, თითქოს, სავსებით ლოგიკური განაცხადია. მაგრამ, როცა ერთი მიდგომა წარმოუდგენლად ამართლებს, რთულია, მთელი შენი რესურსი მისკენ არ მიმართო.
Tutorspree ნათლად მოწმობს, რომ ეს ყველაზე გაუმართლებელი გადაწყვეტილება იქნებოდა. მითუმეტეს მაშინ, როცა შერჩეული მეთოდი შენი კონტროლის ქვეშ საერთოდ არ არის.
წარუმატებლობა რთული ასატანია, მაგრამ მასზე უკეთესი მასწავლებელი არ არსებობს. სჯობს, ისევ სხვისი შეცდომებიდან ვისწავლოთ, სანამ თავად წავიმტვრევთ ცხვირს.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
4 წარუმატებელი სტარტაპი, რომელთა ჩაფლავების მიზეზებიც ყველაზე გავრცელებული მცდარი პრაქტიკებია
20 ივლისი 2021წარუმატებლობა მტკივნეულია.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!