წარმოიდგინეთ სცენარი, რომელშიც თქვენ მთავარი გმირი ხართ, ირგვლივ კი, ყველაფერი დანარჩენი თქვენი ცხოვრების გამარტივებისკენაა მიმართული. უკეთ რომ ავხსნათ, დატვირთული კვირის ბოლოს განტვირთვა გადაწყვიტეთ, მეგობრებთან გაერთეთ, სახლში, საკუთარ მანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომი, მძღოლის გარეშე მშვიდობით დაბრუნდით, გზაში მაცივრისგან შეტყობინება მიიღეთ, რომ თქვენი საყვარელი მინერალური წყალი აღარ არის და აუცილებლად საყიდელია. ეს ყველაფერი თუ დღევანდელ დღემდე რეალობასთან არც ისე ახლოს იყო, 5G-ის სრულად დანერგვის შემდეგ, შესაძლოა აღწერილი სიტუაცია ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობი და ხშირი გახდეს.
5G უსადენო კომუნიკაციის მეხუთე თაობის ტექნოლოგიაა, რომელიც 4G-ის შემდეგ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ახალი ტექნოლოგია იმდენად ჭკვიანია, ზუსტად იცის ვისკენ უნდა მიმართოს მეტი რესურსი და ვისკენ ნაკლები, იცის ვის მეტად სჭირდება მისი დახმარება, ვის ნაკლებად. 4G-ის შემთხვევაში, თუ ინტერნეტი ყველა მომხარებელთან თანაბრად მიდიოდა, ახალი თაობის ინტერნეტკავშირი, შეძლებს განსაზღვროს ვისთან, სად ან როდის არის მისი საჭიროება, რომ შესაბამისად გაანაწილოს რესურსი.
სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო. ეს თითქოს ლოგიკურია, რადგან ტექნოლოგიური წინსვლა კაცობრიობას ყოველთვის აშინებდა, ჩვენ სხვადასხვა ეტაპებს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე თაობების ინტერნეტის დანერგვისას გავდიოდით, შედეგად ჩვენი ცხოვრება, რომელიც პირდაპირკავშირშია ინოვიაციებთან, გაცილებით მარტივი და კომფორტული ხდებოდა. ამ ეტაპებს თან ახლდა გაურკვევლობის შეგრძნება და მისგან გამოწვეული შიში ისეთი მოვლენების მიმართ, რაზეც ფიქრი ახლა უბრალოდ სასაცილოა. მაგალითად ელექტრო ენერგია იყო ის სიახლე, რომელშიც საზოგადოების ნაწილი საფრთხეს ხედავდა. თუ ადრე მობილური ტელეფონი დიდი ანტენიტთ, დარეკვისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გასაგზავნად ერთადერთი საშუალება იყო, თანაც ფუფუნების საგანი, დღეს, მობილური ტელეფონი ტექნოლოგიების განვითარების შედეგად მრავალფუნქციურ და საქმისთვის აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა. მეტიც, ხშირად გვსმენია, რომ სმარტფონის გარეშე თითქოს მთავარი დამხმარე ძალა გვაკლია.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, 5G-ის როლი ადამიანების ცხოვრების და საქმიანობის გამარტივებისკენაა მიმართული. მაგალითად, ტანსაცმლის მაღაზიაში შესაძლებელი იქნება AR-ის გამოყენება - მომხმარებელი შეძლებს მის არჩეულ სამოსში, საკუთარი თავი სხვადასხვა, მრავალფეროვან და დინამიურ გარემოში წარმოიდგინოს. სავარჯიშო დარბაზები შეძლებენ კლუბის წევრებისთვის გრაფიკული, ბიომეტრიული კითხვების გაკეთებას, იმისთვის, რომ მათ სავარჯიშოებს ადევნონ თვალი და საჭიროების შესაბამისად განაახლონ.
- ფილმის მაღალი ხარისხით რამდენიმე წამში ჩამოტვირთვა
- სოციალური ქსელების უსწრაფესი მუშაობა
- ჭკვიანი მაცივარი, რომელიც თავად გატყობინებს რა გჭირდება
- მანქანა, რომელიც მძღოლის გარეშეც გაართმევს თავს გადაადგილებას
ეს ჩამონათვალი, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ქმედებები გაამარტივოს.
სიახლე აუცილებლად შეეხება სოფლის მეურნეობას - სისტემები, ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება და ადამიანის ჩარევის გარეშე ეფექტურად იმუშავებს. უფრო ზუსტად კი, სოფლის მეურნეობაში შესაძლებელი იქნება ქსელის დამონტაჟება, სწრაფი და სრულყოფილად ინტეგრირებული სისტემების გაშვება. ამის დახმარებით რობოტები, მცენარეებს, სენსორებს ან თუნდაც ალგორითმებს აირჩევენ, რომლებიც დაარეგულირებენ ტენიანობას, შეააფასებენ მცენარეთა ჯანმრთელობას, ტემპერატურას და მათი ზრდის ტემპს. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ისეთი ტექნიკა, როგორიცაა მაგალითად ტრაქტორი, დისტანციურად იმართოს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროცესს და რაც ყველაზე მთავარია, შექმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც 5G-ის სრულად დანერგვის შემდეგ უნდა ველოდოთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა, რომელშიც ეს ადამიანები უფრო დამოუკიდებელ ცხოვრებას ნაკლები დაბრკოლებებით შეძლებენ. ხალხის დამოუკიდებლად გადაადგილებაში და ნავიგაციაში დახმარება ნამდვილად 5G-ის მისიაა, რაც სარგებელს მოუტანს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მაგალითად, მხედველობადაქვეითებული ადამიანები იყენებენ ფიზიკურ ხელსაწყოებს, თუმცა ხშირად, ეს ხელსაწყო მათთვის საუკეთესო დამხმარე სულაც არ არის. წარმოიდგინეთ, 5G დაკავშირებულია "ჭკვიან სათვალესთან“, ადამიანს აქვს შესაძლებლობა რეალურ დროში აუდიო უკუკავშირი მიიღოს, რომლის დახმარებითაც, მას შეუძლია უპრობლემოდ გადაადგილდეს სხვადასხვა ლოკაციაზე, თუნდაც მარკეტში, სადაც ნავიგაციის დახმარებით, აღმოფხვრის სხვისი დახმარების საჭიროების აუცილებლობას. გარდა ამისა, გაამარტივებს მათი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას და ზოგადად, დროის მინიმალური აცდენით, სწორი მოქმედებების შესრულებას.
ჯანდაცვის სისტემისთვის 5G გზაა ციფრული თერაპიისკენ, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტს, სახლში დარჩეს და მკურნალობა VR, AR და შერეული რეალობის დახმარებით გააგრძელოს. ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა, დისტანციური რობოტების გამოიყენებით, შორეულ საავადმყოფოებში მყოფი პაციენტები მოინახულონ და მათი მდგომარეობა შეაფასონ. 5G ტექნოლოგია მინიმალური დაყოვნებით ხასიათდება, რაც ოპერაციების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს ყველაფერი კი, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია პაციენტების გადარჩენის ტოლფასი და ოპერაციების ხარისხიანად ჩატარების წინაპირობა იყოს.
არ გეჩვენებათ რომ ეს ყველაფერი ფანტასტიკას ჰგავს?
რეალურად, ჩვენს ირგვლივ არსებული ტექნოლოგიები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ბოლოსდაბოლოს, ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი იდეების რეალობად ქცევა შესაძლებელია. დრო ის ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაში და მათ სრულად გამოყენებაში.
5G საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, უახლოეს მომავალში დაინერგება, მანამდე კი, უმჯობესია გავიაზროთ მისი შესაძლებლობები - ყველაზე მთავარი, გაუმჯობესებული და გამარტივებული ყოველდღიურობა, რაც თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. შევხედოთ მას არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც შესაძლებლობას, რომელიც ჩვენი იდეების რეალობად ქცევაში დაგვეხმარება.
5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო
10 აგვისტო 2020წარმოიდგინეთ სცენარი, რომელშიც თქვენ მთავარი გმირი ხართ, ირგვლივ კი, ყველაფერი დანარჩენი თქვენი ცხოვრების გამარტივებისკენაა მიმართული. უკეთ რომ ავხსნათ, დატვირთული კვირის ბოლოს განტვირთვა გადაწყვიტეთ, მეგობრებთან გაერთეთ, სახლში, საკუთარ მანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომი, მძღოლის გარეშე მშვიდობით დაბრუნდით, გზაში მაცივრისგან შეტყობინება მიიღეთ, რომ თქვენი საყვარელი მინერალური წყალი აღარ არის და აუცილებლად საყიდელია. ეს ყველაფერი თუ დღევანდელ დღემდე რეალობასთან არც ისე ახლოს იყო, 5G-ის სრულად დანერგვის შემდეგ, შესაძლოა აღწერილი სიტუაცია ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობი და ხშირი გახდეს.