ედოარდო კელესტე არის დუბლინის City University-ის სამართლის პროფესორი. მისი საკვლევი სფეროა კონსტიტუციონალიზმი და ციფრული უფლებები, სოციალური მედიის პოლიტიკა და რეგულაცია, პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ევროკავშირის ციფრული პოლიტიკა და ციფრული ეკონომიკა. ამჟამად იგი არის Facebook Research-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრული კონსტიტუციონალიზმი: კონტენტის მართვის სტანდარტის ძიებაში“ მთავარი მკვლევარი, რომელიც Facebook-ის საზედამხედველო საბჭოსთვის ხორციელდება. ბოლო წლებში ედოარდო იყო ციურიხის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამართლის ცენტრის (ITSL), ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის ინტერნეტის ინსტიტუტის (HIIG) წამყვანი მკვლევარი.
ედორადო კელესტესთან ინტერვიუ ჩაწერა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სექტორ 3-ის მკვლევარმა და სოციალური მედიის იურისტმა ნინი შენგელიამ.
1. თქვენს აკადემიურ პუბლიკაციებში თქვენ საუბრობთ თანამედროვე საკონსტიტუციო მომენტზე. თქვენ ასევე, აღნიშნავთ, რომ კონსტიტუციონალიზმის შემდგომი ეტაპი აუცილებლად ციფრული იქნება. რა რეალისტური მოლოდინები არსებობს ამ მხრივ და ნიშნავს თუ არა ეს მართლაც ინტერნეტის რეგულირებას?
კონსტიტუციები იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზოგადად გათვლილია ხანგრძლივი დროის პერიოდზე, ჩვენი ფუნდამენტური წესდებები არ შეიძლება იქნას მიჩნეული შეუცვლელ კანონის ცხრილებად. კონსტიტუციონალიზმის ღირებულებები, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის შექმნის იდეაზე დამყარებულ იდეოლოგიას, დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. საკმარისია დავფიქრდეთ განსხვავებებზე საფრანგეთის და ამერიკის რევოლუციების დროს წარმოქმნილ თავდაპირველ საკონსტიტუციო ინსტრუმენტებსა და ჩვენს ამჟამინდელ კონსტიტუციებს შორის. პრინციპები, როგორიცაა ყველა პიროვნების თანასწორობა, სახალხო სუვერენიტეტი ან გაფიცვის უფლება, მხოლოდ ამ ეპოქალური ცვლილებებიდან მრავალი წლის შემდეგ წარმოიშვა, რაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსფორმაციების გამომხატველია. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია, არ შეგვაშინოს იმ აზრმა, რომ კონსტიტუციები შეიძლება შეიცვალოს და განვითარდეს: ეს კონსტიტუციების ბუნებაში ძევს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ახალი საკონსტიტუციო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც საკონსტიტუციო პარადიგმა მნიშვნელოვან განვითარებას განიცდის. ისევე, როგორც თავის დროზე ინდუსტრიულმა რევოლუციებმა განაპირობა ახალი სოციალური და სამოქალაქო უფლებების წარმოშობა, დღეს ციფრული რევოლუცია ცვლის ამჟამინდელ საკონსტიტუციო სისტემას. ციფრულმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად გარდაქმნა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ახლა, ჩვენი არსებობის ნაწილით ციფრულ გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებით ვახორციელებთ და ამავე დროს, ეს ახალი ვირტუალური გარემო ახალ რისკებს ქმნის ჩვენთვის. გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ იმ კონსტიტუციურმა სტრუქტურებმა, რომელიც ჩვენ შევქმენით იმ დროს არსებული სამყაროსთვის, შეიძლება უპასუხოს ციფრული საზოგადოების მოთხოვნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კონსტიტუციური ნორმებით ძნელდება ციფრული რევოლუციის ყველა ახალ გამოწვევაზე პასუხის გაცემა. ამ მიზეზით, საკონსტიტუციო ეკოსისტემა რეფლექსიისა და ცვლილების მომენტს განიცდის. იგი ახდენს თავისი მთავარი ფასეულობებისა და პრინციპების ადაპტირებას იმ საკითხებთან გასამკლავებლად, რომლებსაც ახალი ციფრული საზოგადოება წარმოქმნის.
რეალურად, ჩვენ ახალი საფრანგეთის რევოლუციის მოწმენი ვერ გავხდებით. ჩვენ ვარღვევთ კონსტიტუციონალიზმის ცენტრალურ პრინციპებს. საკონსტიტუციო პრინციპები ვითარდება ციფრული საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით. ეს არსებითად ნიშნავს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება რადიკალურად ახალი კონსტიტუციების მიღება და არც იმას ნიშნავს, რომ ცვლილება აუცილებლად მეტ რეგულირებას გულისხმობს. ჩვენი კონსტიტუციების განახლება ავტომატურად არ გულისხმობს უფრო მეტი კანონის შემოღებას. ზოგჯერ, საკმარისი იქნება მკვეთრად ახალი საკონსტიტუციო პრინციპების დაწესება, კონკრეტული სფეროს შემდგომი რეგულირების საჭიროების გარეშე და პირიქით, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ახალი რეგულაციები საჭირო გახდეს იმ სფეროში, სადაც ძველი, „ანალოგიური“ კონსტიტუციური პრინციპები კვლავ გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს.
ნებისმიერ შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნას ფუნდამენტური კითხვა: რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში? მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით შევძლებთ რეგულირების თვალსაზრისით სტრატეგიული არჩევანის გაკეთებას.
2. თქვენ ამჟამად ხართ Facebook Research-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრული კონსტიტუციონალიზმი: კონტენტის მართვის სტანდარტის ძიებაში“ მთავარი მკვლევარი. ეს პროექტი ფეისბუქის ახლად შექმნილი საზედამხედველო საბჭოსთვის არის გამიზნული. რა გეგმები გაქვთ ამ მხრივ?
გლობალური კონტენტის მართვის ერთ–ერთი მთავარი საკითხი ეხება ონლაინ კონტენტის მოდერაციის წესების განსაზღვრას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ საკმარისია ადამიანის უფლებების არსებული წესების დაცვა, მაგრამ უფრო ღრმა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. იდენტური დებულებები და პრინციპებიც კი მსოფლიოში სხვადასხვაგვარად არის განმარტებული სასამართლოების მიერ.
ფეისბუქმა თავისი საკუთარი წესები დაადგინა - საზოგადოებრივი სტანდარტები (Community Standards), რომლის მიზანია ”გამოხატვისთვის სივრცის შექმნა და ხალხისთვის ხმის მინიჭება”. ამასთან, საკუთარი ენის, ფასეულობებისა და პარამეტრების დაწესების შედეგად, საზოგადოებრივი სტანდარტები კრიტიკის ობიექტი გახდა მრავალი მიზეზის გამო. რატომ უნდა ჩამოაყალიბოს ფეისბუქის მსგავსმა კერძო კომპანიამ ისეთი წესები, რომლებსაც შეუძლია ონლაინ სივრცეში ჩვენი თავისუფალი სიტყვის მართვა? არის თუ არა ლეგიტიმური ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტებისგან დაშორება და უფრო მკაცრი წესების დაწესება? საზოგადოებრივი სტანდარტები უფრო მეტად არ უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების არსებულ კანონს?
ციფრული კონსტიტუციონალიზმი იკვლევს ახალ ინიციატივებს, რომლებიც წარმოიშვება სოციალურ დონეზე ციფრული ხანის უფლებებისა და პრინციპების გამოსახატად. მაგალითები მოიცავს ინტერნეტის ფემინისტურ პრინციპებს (https://feministinternet.org), აფრიკის დეკლარაციას ინტერნეტის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ (https://africaninternetrights.org/about/) და ევროკავშირის ფუნდამენტური ციფრული უფლებების ქარტიას (https://digitalcharta.eu). ჩვენი წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ ამ დოკუმენტების საერთო რაოდენობა ორასზე მეტს შეადგენს. ამ ინიციატივების თავისებურებაა ის, რომ ისინი ტრადიციული ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური პროცესების გარეთ გადიან. ისინი შეიძლება ჩაითვალოს იმ საზოგადოებების „ხმის“ გამოხატვად, რომლებიც ტრადიციულ ინსტიტუციონალურ საშუალებებში ინოვაციური გზავნილის შეთავაზებას ცდილობენ. ამრიგად, ჩვენ გადამწყვეტად მიგვაჩნია იმ სოციალური ფასეულობების ანალიზი, რომლებიც ქვემოდან ზემოთ არის მიმართული და კონსტიტუციის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იმ ნორმების ერთობლიობის მხედველობაში მიღება, რომელიც ასახავს მსოფლიო საზოგადოებების მისწრაფებებს, საბოლოოდ გააძლიერებს ონლაინ პლატფორმების კონტენტის წესების და გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის დონეს.
ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს იმის გაგებას, თუ რა შეუძლია ფეისბუქის კონტენტის მმართველობას, სახელდობრ კი საზოგადოების სტანდარტებს (Community Standards) ისწავლოს იმ წესდებების, დეკლარაციებისა და მანიფესტებისაგან, რომლებიც გამოხატავენ ციფრული კონსტიტუციონალიზმის იდეალებსა და ფასეულობებს. ზოგიერთი ეს ინიციატივა ასახავს უფლებებს და პრინციპებს, რომლებიც პირდაპირ არის მორგებული სოციალური მედიის გარემოზე, სხვა დოკუმენტები უფრო ფართო განზომილებისაა და მათი სამიზნე ზოგადად, ციფრული საზოგადოებაა. საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ტექსტებს შეუძლიათ შექმნან აზრი იმის შესახებ, თუ ადამიანის უფლებების რომელი სტანდარტია ამჟამად მხარდაჭერილი მსოფლიოში ამ საზოგადოებების მიერ.
ჩვენი პროექტი სახელდობრ გამოიკვლევს: 1) ჩნდება თუ არა სოციალურ დონეზე კონსენსუსი ონლაინ კონტენტის მოდერაციის კონტექსტის შესაბამისი სპეციფიკური პრინციპებისა და ფასეულობების გარშემო ევროპული, ჩრდილოეთ ამერიკის და აფრიკული ინიციატივების შედარების ფონზე; 2) ასახავს თუ არა ეს პრინციპები და ფასეულობები ადამიანის უფლებების სპეციფიკურ არსებულ სტანდარტს; 3) რამდენად ასახავს ან დაშორებულია ასეთ სტანდარტისგან ფეისბუქის ონლაინ კონტენტის მოდერაციის წესები. პროექტის საბოლოო მიზანი იქნება რეკომენდაციების სერიის ჩამოყალიბება, რათა გაიზარდოს Facebook–ის საზოგადოებრივი სტანდარტების (Community Standards) უნარი, რომ ასახოს საზოგადოების მოთხოვნები ციფრული უფლებების სფეროში და ამ გზით გააძლიეროს მათი ლეგიტიმაციის დონე.
3. დღეს ახალი ამბების გაყალბების პრობლემა ფართოდ განიხილება მთელ მსოფლიოში. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გზა მედიაწიგნიერებაა. საქართველოს მედიის მარეგულირებელი ორგანო - კომუნიკაციების კომისია წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ინტერნეტ მომხმარებელთა შორის მედიაწიგნიერების გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით, რას მიიჩნევთ საუკეთესო სტრატეგიად?
ისტორიულად, დეზინფორმაცია ყოველთვის არსებობდა. ამასთან, ამ თემამ, სოციალური მედიის გაჩენასთან ერთად გიგანტური განზომილებები შეიძინა. ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ ამ პლატფორმებზე, რომლებიც, თავის მხრივ, გადამწყვეტ როლს ასრულებენ, როგორც საინფორმაციო საშუალება და შეუძლიათ ჩაანაცვლონ ისეთი ტრადიციული მედია, როგორიცაა ტელევიზია და გაზეთები. როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას? როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეგულირების მრავალი ვარიანტი არსებობს. უკიდურეს შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს მოვთხოვოთ ‘საპოლიციო ზედამხედველობა’ დაამყარონ თავიანთი ტერიტორიაზე. ეს ზომა შეიძლება გააკრიტიკონ ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს გულისხმობს სიმძიმის გადატანას სახელმწიფოდან კერძო კომპანიებზე და მეორე, ამან შეიძლება გამოიწვიოს გამოხატვის თავისუფლებისთვის საზიანო ეფექტი.კერძო კომპანიებს შეიძლება შეეშინდეთ არ გახდნენ მკაცრი ჯარიმების ობიექტი, თუ ვერ მოახდენენ თავიანთ პლატფორმებზე კანონის დაცვას. ამ თვალსაზრისით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული პოლიტიკა ორმაგად იმედისმომცემია. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინარჩუნებს მთავარ როლს ფუნდამენტური უფლებების პოპულარიზაციასა და გარანტირებულ დაცვაში. მეორეც, გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში არის დაცული, ხოლო მოქალაქეები უფრო მეტად ხვდებიან, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტით კითხულობენ, მართალი არ არის. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება შექმნას ქმედითი წრე, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს სტიმული მიეცემათ, გახდნენ აქტიურნი და კრიტიკულად მოაზროვნენი. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ქართული მარეგულირებელი ხალხს ასწავლის "გახეთქოს" ბუშტი, რომელშიც სხვა შემთხვევაში ხაფანგში მოექცეოდნენ.
4. სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში ფართო დისკუსიის საგანია როგორც საქართველოში, ასევე გლობალურ დონეზე. სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია ის სტრატეგიები, რომლებიც უკვე დაინერგა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების მიერ?
დეზინფორმაციის მსგავსად, სიძულვილის ენა ციფრული საზოგადოების ჭირია. იგი იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ინტერნეტმა ამ ფენომენით გამოწვეული შედეგები გააძლიერა. ციფრული ტექნოლოგია, ზოგადად, საშუალებას აძლევს ხალხს თავიანთი ხმა გააგონონ მსოფლიო დონეზე. 1997 წელს, ჯასთის სტივენსმა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ განაჩენში - რენო ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის წინააღმდეგ, დაწერა, რომ ”ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც აქვს სატელეფონო ხაზი, შეიძლება გახდეს ახალი ამბების გამავრცელებელი ქალაქში ისეთი ძლიერი ხმით, რომლის რეზონანსიც უფრო შორს ვრცელდება, ვიდრე მას შეუძლია გავრცელება ტრიბუნიდან”. ამ უპრეცედენტო ძალას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობაც მოაქვს. შეუზღუდავი გამოხატვის თავისუფლება არ შეესაბამება კონსტიტუციურ სისტემას, სადაც სხვა ინტერესებსა და უფლებებს საფრთხე ემუქრება.სიძულვილის ენა გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მაგალითია, რომლის მიმართ თანამედროვე დემოკრატია ვერ იქნება შემწყნარებლური. თუმცა, პრაქტიკულად, სიძულვილის ენასთან ბრძოლა გაცილებით რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ კანონიერ გამოხატულებასა და სიძულვილის ენას შორის საზღვრები ყოველთვის არ არის ნათელი. სიძულვილის ენის ინტერნეტით შეზღუდვის სრულყოფილი რეცეპტი არ არსებობს. ევროპა ჯერ კიდევ რეგულირების ვარიანტების ძიების ლაბორატორიას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოსადეგი ვარიანტი მედიაწიგნიერებაა. მოქალაქეებმა პირველ რიგში უნდა ისწავლონ თავიანთი უფლებების შესახებ და მათ უნდა აუხსნან, რომ ინტერნეტშიც ასევე არავის აქვს უფლება იმოქმედოს სრულად შეუზღუდავად. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ იმ გარემოსგან, სადაც ვცხოვრობთ და მას პატივი ციფრულ სფეროშიც უნდა ვცეთ.
5. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის. საქართველოში ინტერნეტი პრაქტიკულად თავისუფალია ცენზურისგან. თქვენი აზრით, მსოფლიო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და ზოგადად, რა სახის საკანონმდებლო ან სხვა ტიპის ცვლილებებია საჭირო, სიტყვის თავისუფლებასა და უსაფრთხო ინტერნეტს შორის ბალანსის დასაცავად?
თანამედროვე საკონსტიტუციო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია მცდელობა, შეინარჩუნოს წონასწორობა ურთიერთსაწინააღმდეგო ძალაუფლებებს, უფლებებსა და ინტერესებს შორის. ფრანგი ფილოსოფოსის, მონტესკიეს მიერ მხარდაჭერილი ცნობილი „ხელისუფლებათა გამიჯვნა“ სინამდვილეში სამი ფუნდამენტური ხელისუფლების - აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო სისტემის დაბალანსების მცდელობაა. ანალოგიურად, ეს ეხება თითქმის ყველა უფლებას, ისინი არ წარმოადგენენ აბსოლუტურ უფლებას. სიცოცხლის უფლების გარდა, სხვა უფლებების უმეტესობას აქვს შეზღუდვები. ეს ჩვენი სოციალური ცხოვრების ბუნებრივი ასპექტია.პიროვნებას თავისუფლად შეუძლია მოქმედება მანამ, სანამ იგი არ არღვევს სხვა პირის უფლებას. შესაბამისად, შეუზღუდავი გამოხატვის თავისუფლება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს კონსტიტუციებში გათვალისწინებულ ზოგიერთ ღირებულებას. მაგალითად, არ შეიძლება ინტერნეტით ბავშვთა პორნოგრაფიის დაშვება; ან სიძულვილის ენის უკიდურესი ფორმები, როგორც უკვე ითქვა, არ უნდა იქნას დაშვებული. იმისათვის, რომ ინტერნეტი მართლაც უფრო უსაფრთხო გახდეს, სადაც ყველას შეეძლება თავისი უფლებების სრულად განხორციელება, საჭიროა ინტერესების დაბალანსება. ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მოქმედება არის მთავარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე, ინდივიდები და კომპანიები. ინტერნეტი, მართლაც, გლობალური მედიუმია. სახელმწიფო ტერიტორიული საზღვრები თითქმის არ არის დაცული ინტერნეტით. თუმცა, პლურალიზმის აღიარება და სხვა კულტურებისადმი პატივისცემა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ სხვები, თავის მხრივ, პატივს სცემდნენ ჩვენს უფლებებს. დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტი გვთავაზობს უპრეცედენტო შესაძლებლობებს, ჩვენი ფუნდამენტური უფლებების, განსაკუთრებით კი გამოხატვის თავისუფლების გამოსაყენებლად. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებების ზღვარი და ის პოტენციური რისკები, რომლებსაც ზოგჯერ ეს გლობალური სივრცე მალავს. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენგანის მოწოდებაა წვლილი შეიტანოს იმ უდიდესი საზოგადოებრივი სივრცის წარმატებაში, რომელიც კაცობრიობას ოდესმე ჰქონია.
სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი
03 აგვისტო 2020ედორადო კელესტესთან ინტერვიუ ჩაწერა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სექტორ 3-ის მკვლევარმა და სოციალური მედიის იურისტმა ნინი შენგელიამ.