უმეტესობა ჩვენგანისთვის სტარტაპერი ახალგაზრდა, მოუსვენარ ადამიანთან ასოცირდება, რომელიც, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ჯერ არნახულ იდეაზე მუშაობს.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ამ წინადადების ერთი ნაწილიც კი არ შეესაბამება ტიპურ წარმატებულ ანტრეპრენერს.
ასეთ გაუგებრობას ის იწვევს, რომ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ისტორიები გამონაკლისებს ეხება და არა სტანდარტებს. მსგავსი სტერეოტიპების მიღება იმდენად გაუცნობიერებელი პროცესია, რომ მისი მსხვერპლი მსხვილი ინვესტორებიც ხდებიან ხოლმე.
კარგი ამბავი ისაა, რომ სტარტაპერებზე შეგროვებული მონაცემების ანალიზი გვეხმარება უკეთ გავერკვეთ, რა იმალება ჩვენი წარმოდგენების უკან.
-
წარმატებული ანტრეპრენერების საშუალო ასაკი 45 წელია
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრება ისაა, რომ ანტრეპრენერები სტუდენტები ან 30 წლამდე ადამიანები არიან. სინამდვილეში, გამოცდილება ამ სფეროშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვაგან (უფრო მეტად თუ არა). MIT-ის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, სინამდვილეში, წარმატებული სტარტაპერების საშუალო ასაკი 45 წელია.
ასეთი მითები რიგით მოქალაქეებზე შორსაც მიდის. Როგორც პოლ გრაჰამი, Y კომბინატორის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აღნიშნავს:
“ინვესტორების თავში ზღვარი 32 წელზე გადის. 32 წლის ზემოთ ისინი სკეპტიკურები ხდებიან.”
ეს მცდარი შეხედულება იმას უნდა დავაბრალოთ, რომ ყველასათვის ცნობილი ანტრეპრენერები ახლოსაც არ იყვნენ გამოთვლილ საშუალოსთან: სტივ ჯობსმა ეფლი 21 წლისამ დააარსა; მარკ ცუკენბერგი და ბილ გეითსი, საერთოდაც, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. რატომღაც, ყველას უფრო გვიზიდავს ახალგაზრდა დამფუძნებლებზე ფიქრი, ვიდრე ამ სფეროში კარგად გამოცდილ ზრდასრულ ადამიანებზე.
-
წარმატებული სტარტაპები, ძირითადად, ოჯახის წევრებისგან შედგება და არა - მეგობრებისგან
საუკეთესო მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყება ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას გვისურვია. რა არის იმ ადამიანთან მუშაობაზე უკეთესი, რომელთან ერთადაც დაუვიწყარი დღეები გაგიტარებია? ასეთი ისტორიებიც გვაქვს უკვე ცნობილ ანტრეპრენერებზე, მაგრამ, თურმე, ესეც იშვიათობას წარმოადგენს. სინამდვილეში, ოჯახის წევრებთან ერთად წამოწყებული ბიზნესი უფრო ღრმად ფესვგადგმულ ნდობასა და ამტანობას ეფუძნება, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის პროფესორმა, ეთან მოლიკმა, და მისმა კოლეგა ჯეისონ გრინბერგმა ათასობით დამფუძნებლები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ უმეტესობა ოჯახის წევრებისგან შედგებოდა. ამას ემატება შვეიცარიაში დაარსებული სიმდიდრის გლობალური მენეჯერის, საინვესტიციო ბანკისა და ფინანსური სერვისების პროვაიდერი კომპანიის, Credit Suisse-ს მიერ წარმოებული საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ასეთი ბიზნესები ორიენტირებულები არიან ეკოლოგიური, სოციალური და სახელისუფლებო პრობლემების მოგვარებაზე და სისტემატურად ზრდიან მოგებასაც: 2018 წელს მათმა 60%-მა 5%-ზე მეტით გაზარდა თავისი შემოსავლები.
-
წარმატებული სტარტაპების უკან წარუმატებელი პროექტები იმალება
ბევრი ადამიანი ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სტანდარტულ სამსახურს უბრუნდება. ისინი თვლიან, რომ თუ პირველი ბიზნესი ჩაუფლავდათ, საერთოდ უნდა შეეშვან ამაზე ოცნებას. სინამდვილეში, ასე ძალიან ცოტას უმართლებს. ანტრეპრენერობა ბევრი დეტალისგან შედგება. გამოცდილება აქ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გამოცდილებას პრაქტიკაზე უკეთ ვერაფერი მოგაწვდის. წარუმატებელი წამოწყებები ჩვენს ყურამდე, უბრალოდ, ვერ აღწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობს.
-
სანამ ლინკდინს შექმნიდა, რეიდ ჰოფმანი SocialNet-ზე მუშაობდა. პლატფორმა შეიქმნა როგორც პროფესიული, ისე სასიყვარულო პარტნიორების საპოვნელად. მარტივი მისახვედრია, რატომ დასრულდა კრახით ეს წამოწყება: ხალხმა ვერაფრით გაიგო, მაინც რისთვის უნდა გამოეყენებინათ SocialNet-ი. შემდეგ გაჩნდა ლინკდინი - ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობებისთვის.
-
ევან ვილიამსი, ტვიტერისა და მედიუმის დამფუძნებელი, ერთ დროს პოდკასტების პლატფორმა ოდეოზე მუშაობდა. კომპანიის განვითარება მაშინ შეწყვიტეს, როცა ბაზარზე ეფლის iTunes გამოვიდა. ამას ევანისთვის ხელი არ შეუშლია, ორი სახელგანთქმული პროექტი წამოეწყო.
-
ამაზონმა თავის სერვისებს პროდუქტების სახლში მიწოდებაც დაამატა Webvan-ის სახელით. როცა გაფართოება მოინდომეს, პროექტი ჩაფლავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის დაუბრუნდა ამ იდეას და უკვე HDS-ის სახელით გამოჩნდა ბაზარზე.
კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. პრინციპში, ყველასი. ეს, ალბათ, ყველაზე, ყველაზე მცდარი შეხედულებაა, რომელიც ამ სიაში მოხვდა.
-
დამფუძნებლების უმეტესობა პროგრამისტები არიან და არა ბიზნესის კურსდამთავრებულები
იმის გარდა, რომ ინჟინრებს თავად შეუძლიათ საკუთარი იდეისთვის ხორცის შესხმა, როგორც აღმოჩნდა, ტექნიკური გამოცდილება საკმარისად კარგად ამზადებს მათ ანტრეპრენერობისთვის. სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც “ნერდების შურისძიება” ჰქვია, აჩვენებს, რომ სამჯერ უფრო მეტი მონაცემთა ინჟინერია დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვიდრე ბიზნესის კურსდამთავრებული.
-
იდეა ყველაფერი არაა
როგორც ჯერონ პოლი, ერთ-ერთი ცნობილი ანტრეპრენერი, აღნიშნავს:
“A დონის სტარტაპ იდეა B დონის შესრულებით C დონისაა;
B დონის სტარტაპ იდეა A შესრულებით A დონისაა.”
მთავარი ამოცანა იდეის რეალიზებაა. ყველას გვებადება საინტერესო იდეა, მაგრამ ცოტას თუ გაგვაჩნია საკმარისი მოტივაცია და შემართება ამ იდეის განსახორციელებლად. ბევრი მიიჩნევს, რომ კარგი იდეა ძვირად იყიდება. სინამდვილეში, ხალხი უკვე ხორცშესხმულ პროდუქტს ყიდულობს.
გავრცელებული შეხედულებაა ისიც, რომ კარგი იდეა წარმატებული სტარტაპის საწინდარია. ბევრი უფრთხის კიდეც საკუთარ იდეებზე ხმამაღლა ლაპარაკს. სინამდვილეში, იდეის მოპარვა არც ისეთი მარტივია, როგორც წარმოგვიდგენია. პირველ რიგში, იდეის მოსაპარად მსმენელიც ისე უნდა იყოს დაინტერესებული მისი განხორციელებით, როგორც შენ. ამასთან, შესაბამისი უნარები და გამოცდილებაც უნდა გააჩნდეს. შენს იდეას ისე ვერავინ განახორციელებს, როგორც შენ. თუ ვინმეს შენი იდეის მოპარვა უნდა, შეგიძლია კარგის ნიშნად მიიღო: ეს ნიშნავს, რომ მასში სხვებიც ხედავენ ღირებულებას. 'პირველი მოთამაშის' როლზე უკეთესი სტრატეგია კონკურენტებიან ბაზარზე გასვლაა. ეს პოტენციური მომხმარებლების არსებობის ვალიდაციაა და შენც სწრაფად განვითარების მეტი მოტივაცია გექმნება.
-
არაა აუცილებელი, იდეა უნიკალური იყოს
სარა კაპლანმა, ვარტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ნანოტექნოლოგიების მიმართულებით სტარტაპების ანალიზისას აღმოაჩინა, რომ უნიკალური და ეკონომიკურად ღირებული კომპანიები ყველაზე ძვირად ფასობდნენ. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ასეთი პატენტები საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენდნენ.
როცა ჯერონ პოლმა იდეების გენერირების გზამკვლევისთვის 100 მოწინავე სტარტაპი გააანალიზა, აღმოაჩინა, რომ გლობალურად უნიკალური იდეები გამოკვლეულ სტარტაპთა მხოლოდ 16%-ს შეადგენდა.
მართალია, ორივე კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ უნიკალური იდეები ბევრად მაღალ პოზიციას იკავებს, მაგრამ ისინი იმასაც იუწყებიან, რომ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ბაზარზე, ძირითადად, გვხვდება არსებული მოდელების გადათამაშება, მათი სხვა ინდუსტრიაში ან გეოგრაფიულ წერტილში გადატანა და ა.შ. მსოფლიო დიდი ადგილია. ერთი კომპანია ყველას ვერ ეყოფა. ასე რომ, თუ ვერაფრით მიხვედი უნიკალურ იდეამდე, ფარხმალი არ დაყარო. შენნაირი ბევრია და ისინი, უბრალოდ, სხვა უპირატესობებს იქმნიან წარმატების მისაღწევად. გაიხსენე წინა პუნქტი. სტარტაპ სამყაროში შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უნიკალურობა.
თუ გაინტერესებს, როგორ მიაგნო საინტერესო იდეას, ამ სტატიაში პოლ გრაჰამისა და ჯერონ პოლის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.
-
სტარტაპის დამფუძნებლები იმაზე მეტ დროს ხარჯავენ მუშაობაში, ვიდრე რიგითი თანამშრომლები
ბევრს ჰგონია, რომ როცა კომპანიას ფლობს, დრო მის ხელშია. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქითაა - დრო შენს წინააღმდეგ იბრძვის. სამუშაო დღის დასრულება ანტრეპრენისთვის სულაც არ ნიშნავს სამუშაო დღის დასასრულს. მენეჯმენტი იმაზე რთული და საპასუხისმგებლოა, ვიდრე მოწოდებული დავალების შესრულება. ეს, თითქოს, ძალიან ინტუიციური უნდა იყოს, მაგრამ ხშირად დამფუძნებლებს ავიწყდებათ თავიანთი პასუხისმგებლობა, რადგან არავინ ახსენებს მათ ამის შესახებ და არავინ უკონტროლებს გაწეული სამუშაოს ხარისხს. საქართველოში ამას ხშირად ვაწყდებით. თუ სტარტაპერობაზე სერიოზულად ფიქრობ, გაითვალისწინე, რომ ამით საქმეს იმატებ და არა იკლებ. დადებითი მხარე ისაა, რომ აკეთებ იმას, რაც გიყვარს იმიტომ, რომ გიყვარს. როგორც “Shark Tank-ის”, ცნობილი ამერიკული ბიზნეს რეალითი შოუს, მონაწილე ინვესტორი, ლორი გრეინერი აღნიშნავს:
“ანტრეპრენერები ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც მუშაობენ კვირაში 80 საათი, რათა თავი აარიდონ კვირაში 40 საათიან მუშაობას.”
7 მითი სტარტაპერებზე, რომლებისაც ყველას გვჯერა
24 აგვისტო 2020უმეტესობა ჩვენგანისთვის სტარტაპერი ახალგაზრდა, მოუსვენარ ადამიანთან ასოცირდება, რომელიც, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ჯერ არნახულ იდეაზე მუშაობს.