ლურჯი ვერსია

DevOps – რა არის და როგორ ვაწარმოოთ უწყვეტი ინტეგრაცია და მიწოდება (CI & CD)

18 იანვარი 2022

თანამედროვე სამყაროში DevOps კულტურა უფრო და უფრო ყალიბდება. ეს ერთი შეხედვით სასიამოვნოა, რადგან ყოველდღიურად მეტი კომპანია იღებს გეზს სწრაფი და საიმედო განვითარებისკენ.

DevOps-ის ინტეგრაციის შემთხვევაში შედეგი დინჯად და ეტაპობრივად მიიღება. ამ ტექნოლოგიის ფილოსოფიის თანახმად, ეტაპობრივი და ნელი გაანალიზების შედეგად სწრაფი და ხარისხიანი შედეგის მიღებაა შესაძლებელია. პრინციპში, ეს ფორმულა ზოგადსაკაცობრიო ფილოსოფიადაც გვევლინება. “ლოკოკინავ, აცოცდი ფუჯიზე, ოღონდ ნელა, ნელა”

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი და სწრაფი მიწოდება არ არის DevOps-ის მთავარი იდეა. მისი მეშვეობით სამუშაო გუნდებში პასუხისმგებლობები მეტი ლოგიკურობითაა გადანაწილებული და ერთად მუშაობის ხარჯზე იქმნება უნიკალური შედეგი.

უფრო დეტალურ ინფორმაციას DevOps-ის შესახებ შეგიძლია წინა სტატიაში გაეცნო, ახლა კი გიამბობ DevOps-ის იმ ორი პრაქტიკების შესახებ, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გავრცელებულია ამ ინდუსტრიაში.


უწყვეტი ინტეგრაცია (CI)

DevOps პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკა უწყვეტი ინტერაქციაა. ამ დროს დეველოპერები რეგულარულად ანახლებენ კოდს, რის შემდეგაც ხდება მისი ავტომატური კონტრუქტირება და ტესტირება. ამ პრაქტიკის მთავარი მიზანი შეცდომების სწრაფად პოვნა და შემდგომ მისი აღმოფხვრაა.


რატომ არის საჭირო უწყვეტი ინტეგრაცია?

ადრე, მანამ უწყვეტი ინტეგრაციის ფენომენი ჩამოყალიბდებოდა, დეველოპერი საკუთარ ნამუშევარს სამუშაოს დასრულებისას ტვირთავდა. ასე სამუშაო პროცესები დროში იწელებოდა და ართულებდა დამუშავების პროცესს. ახლა კი შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესება და მისი გადამოწმება, ან გაშვება ბევრად ნაკლებ დროს მოითხოვს.


როგორ მუშაობს უწყვეტი ინტეგრაცია?

დეველოპერები, CI პრაქტიკის გაზიარებისას, ხშირად იღებენ ბაზაში ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ვალდებულებას. ყოველ ქმედებამდე, დეველოპერებს შეუძლიათ ადგილობრივი ერთეულოვანი ტესტირების გაშვება თავიანთ კოდზე იმის დასტურად, რომ ინტეგრირებამდე ყველაფერი წესრიგშია. CI ავტომატურად აანალიზებს კოდის ცვლილებას, რათა დაუყონებლივ გამოავლინოს შეცდომა.

უწყვეტი ინტეგრაცია აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის აგების პროცესსა და ტესტირების ეტაპებს. ყოველი შესწორების შემდეგ იგეგმება ხელახალი რეკონსტრუქცია და ტესტირება. ეს მიდგომა ჰგავს ავტომატური შენახვის ფუნქციონალს.


უწყვეტი ინტეგრაციის უპირატესობები

1. დეველოპერების პროდუქტიულობის გაუმჯობესება - უწყვეტი ინტეგრაცია გუნდს ეხმარება, იყოს მეტად პროდუქტიული. დეველოპერებისთვის ადეკვატური ავტონომიის მინიჭებით იზრდება მათი შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები. ეს კი შეცდომების შემცირებას უწყობს ხელს.

2. შეცდომებზე სწრაფი რეაგირება - უფრო ხშირი ტესტირებით, გუნდს შეუძლია ადრე აღმოაჩინოს და მოაგვაროს შეცდომები, სანამ ისინი უფრო დიდ პრობლემებად გადაიქცევა.

3. სწრაფი განახლება - შიდა ორგანიზაციული საკითხების ლოგიკური გადაჭრითა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირებით შესაძლებელი ხდება მომხმარებელთა სურვილების დროული დაკმაყოფილება განახლების ხარჯზე.


უწყვეტი მიწოდება (CD)

უწყვეტი მიწოდება არის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პრაქტიკა, სადაც კოდის ცვლილებები ავტომატურად მზადდება ბაზარზე გასაშვებად. ეს მიდგომა უკვე იქნცა თანამეტროვე აპლიკაციების საყრდენ წერტილად. უწყვეტი მიწოდება(CD) ფართოვდება უწყვეტი ინტეგრაციის(CI) საფუძველზე. ეს ხდება მას შემდეგ, რაც დეველოპმენტი პროცესი დასრულდება და დაიწყება ტესტირება.


რატომ არის საჭირო უწყვეტი მიწოდება?

უწყვეტი მიწოდების აშკარა უპირატესობა არის სტაბილური, ხარისხიანი კოდის ბაზის ქონა, რომლის გამოყენება ყოველთვის შესაძლებელი იქნება. ამ მიდგომით მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი მაქსიმალურამდე ადის. თუ მაინც გაიპარა შეცდომა, მისი მოგვარება ბევრად მარტივი არის გამზადებული ბაზის მეშვეობით.

გარდა იმისა, რომ პრობლემის მოგვარება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, უწყვეტი მიწოდების პრაქტიკა მანამდე მყოფ ეტაპებსაც ამარტივებს. პროგრამაში ჩაშენებული მეტრიკით, შესაძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, თუ რას აფასებს მომხარებელი პროგრამულ უზრუნველყოფაში ყველაზე მეტად. ასევე მარტივდება ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და ბოლოს რეაგირების პროცესები.

თუ პროგრამული უზრუნველყოფის ჩაშვება დროულად არ მოხდა, არანაირი აზრი არ აქვს მომხმარებლისგან მიღებულ საკვანძო ინფორმაციებს.

უკუკავშირის ფენომენი DevOps კულტურაში უმნიშვნელოვანესია. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზაციაში და ბიზნესის სისწრაფეზეა პასუხისმგებელი.


როგორ მუშაობს უწყვეტი მიწოდება?

უწყვეტი მიწოდების (CD) პრაქტიკა გამარტივებული პროცესების ერთობლიობას წარმოადგენს. ყველაფერი იწყება დეველოპერის მიერ კოდის წყაროს ბაზაში შენახვით. შემოწმებისმიზნით ავტომატური ტესტირება მუდმივად ტარდება კოდის ხარისხის უზრუნველსაყოფად. გადამოწმების შემდეგ, ფაილები ავტომატურად ლაგდება შუალედურ გარემოში, როგორიცაა ინტეგრაცია ან UAT(User Acceptance Testing). ამ დროისთვის კოდი მზად არის წარმოებაში გასასვლელად.

იმისათვის, რომ უწყვეტმა მიწოდებამ ეფექტურად იმუშაოს, უნდა არსებობდეს ფუნდამენტური პრინციპები. უწყვეტი მიწოდების მრავალი ასპექტიდან სამი მნიშვნელოვანი საყრდენის გამორჩევა შეიძლება: უწყვეტი ინტეგრაცია, კონფიგურაციის მართვა და ტესტირებაზე ორიენტირებული განვითარება.

1. უწყვეტი ინტეგრაცია უზრუნველყოფს რამდენიმე დეველოპერს მიერ დამუშავებული კოდის, რომელიც მუშაობს მრავალ ადგილას, საცავში მუდმივ ინტეგრაციას. ეს თავიდან აიცილებს ქაოსს, რომელიც წარმოიქმნება მოცულობითი და კონფლიქტური კოდის დამუშავების დროს.

2. კონფიგურაციის მენეჯმენტი შესაძლებელს ხდის პროდუქტის სირთულეების დაშლას მარტივ კონფიგურაციებად. ეს პროგრამულ უზრუნველყოფას ხდის მოქნილს, მასშტაბირებადს და მსუბუქს.

3. ტესტზე ორიენტირებული განვითარება უზრუნველყოფს კოდის ტესტირებას და განთავსებას რამდენიმე წუთში.


უწყვეტი მიწოდების უპირატესობები

როგორც დიდი, ისე პატარა ორგანიზაციები ხედავენ უწყვეტი მიწოდების ბიზნეს ღირებულებას. ის მოითხოვს წინასწარ ინვესტიციას ინფრასტრუქტურისა და ტესტების დასაყენებლად, მაგრამ ეფექტურობა და საქმიანი შედეგები,რისი გარანტიც ის არის, მოტივაციას უწევს DevOps-ის გუნდებს.

1. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია - ავტომატური ტესტირების ხელსაწყოები CD გარემოში უზრუნველყოფს კოდის მაქსიმალურ დაფარვას, ისევე როგორც უსაფრთხოებას, შესრულებას, ინტეგრაციას და კოდის სხვა მახასიათებლებს, რაც გამორიცხავს შემთხვევითობით გამოწვეულ შეცდომებს. ბუნებრივია, რომ ეს მიდგომა მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნისთვისაა განკუთვნილი.

2. მეტი სისწრაფე და ნაკლები რისკი - დეველოპმენტის ავტომატიზაცია და ინტეგრირებულ ტესტებთან ხშირი კავშირი უზრუნველყოფს მექანიკური პროცესების სრულად წაშლას და სწორ მენეჯმენტს. ის პრობლემა. რომ ბოლო წამს შეიძლება, პრობლემა გაჩენილიყო და ამას მთელი ორგანიზაცია დაეზარალებინა, უწყვეტი მიწოდებით ეს აღმოფხვრილია. ასე გუნდები ბაზარზე გასვლას სწრაფად და ხარისხიანად ახერხებენ.

3. კმაყოფილი მომხმარებლები - მომხმარებლები კონკრეტული ფუნქციონალით სარგებლობენ. ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია, რომ გარკვეული პრეტენზიები გაუჩნდეთ. დეველოპმენტის გუნდს კი ინფორმაციის მიღებასთან ერთად პრობლემების სწრაფად გადაჭრაც შეუძლიათ.

4. ეფექტური და ეკონომიური DevOps გუნდები - DevOps-ის კულტურამ განიცადა ტრანსფორმაცია, რადგან დეველოპმენტის გუნდებმა აითვისეს QA ფუნქციები. ეს ნიშნავს უფრო ეფექტურ კოორდინაციას გუნდებს შორის. საოპერაციო მენეჯმენტის დახვეწის ხარჯზე შესაძლებელი გახდა პრობლემების სწორი პრიორიტეტიზაცია. ასე ბიზნესი ბევრ დროს და რესუსრსს ზოგავს.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

გიგი მეფარიშვილი

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა