დარეგისტრირდი მედიალაბის რიგით მესამე იდეადრომზე, სადაც გაივლი ტრენინგებს და, თანამოაზრეებთან და მენტორებთან ერთად, ერთი კვირის მანძილზე სტარტაპერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იმუშავებ. ტრენინგების შემდეგ კი, შენი იდეის ჟიურისთვის წარდგენის შესაძლებლობა მოგეცემა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
მონაწილეობის მისაღებად
შეკარი ორ- ან სამკაციანი გუნდი და მოამზადე ვიდეოპრეზენტაცია, სადაც არსებული გლობალური პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას შემოგვთავაზებ. იდეა, რომლის განხორციელებაზეც იდეადრომის ფარგლებში იმუშავებთ, აუცილებლად უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:
-
ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება;
-
საგანმანათლებლო გეიმინგი;
-
ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა;
-
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
იდეადრომზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 19 ნოემბერია. შერჩეულ გუნდებს 21-დან 27 ნოემბრამდე პრაქტიკული ტრენინგები ელით. იდეადრომის ფინალი კი, 27 ნოემბერს გაიმართება.
მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა. ასე რომ, კარგად დაამუშავეთ თქვენი იდეა და ეცადეთ, მაქსიმალურად მკაფიოდ გადმოსცეთ თქვენი მთავარი ღირებულებები. ვიდეოპრეზენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, გაეცანი მედიალაბის მიერ მომზადებულ განმარტებით ვიდეოს ან სტატიას ერთწუთიანი პრეზენტაციის აწყობის შესახებ.
რა ტრენინგებზეა საუბარი?
-
სტარტაპიდეის ვალიდაცია
-
გუნდის მართვა;
-
გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები;
-
პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები;
-
მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის;
-
იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა;
-
და, რა თქმა უნდა, იდეალური პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებსაც ტრენინგებზე შევეხებით. თითოეული ლექცია პრაქტიკული დავალების შესრულებით მთავრდება, რაც ნიშნავს, რომ მიღებული ცოდნა ადგილზევე იქცევა რეალურ გამოცდილებად.
ტრენინგების შემდეგ ერთი დღე გექნება ფინალური პრეზენტაციის მოსამზადებლად. ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო გუნდები ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან – საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
თუ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ არ დაურწმუნებიხარ იდეადრომში მონაწილეობაში, აქვე გთავაზობ იმ 5 ძირითად უპირატესობას, რომლებსაც კონკურსიდან წამოიღებ.
სტარტაპშეჯიბრის გამოცდილება
პირველი უპირატესობა აშკარაა – იდეადრომი ყველაზე კომფორტულ გარემოში შეგამზადებს მორიგი, გლობალური გამოწვევებისთვის.
გუგლი, ფეისბუკი და უამრავი სხვა კომპანია მუდმივად მართავს მსგავს შეჯიბრებებს, საიდანაც ბევრი ამ კომპანიებში სამსახურსაც გამოჰკრავს ხოლმე ხელს. სხვა თუ არაფერი, შენი რეზიუმე ბევრად შთამბეჭდავი გახდება.
იდეადრომის უპირატესობა სხვა მსგავს კონკურსებთან შედარებით ვლინდება ხუთდღიან ტრენინგებსა და მენტორებთან ინტენსიურ ურთიერთკავშირში. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გაძლევს, ახლოდან გაეცნო გავრცელებულ პრაქტიკებსა და ყველაზე ოპტიმალურ მიდგომებს, სწრაფად აითვისო ისინი და უფრო გაბედულად, ბევრად მომზადებული, შეეჭიდო ყველა მორიგ შეჯიბრს.
გუნდური მუშაობა
ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა რამდენიმე კაცთან ერთად ერთი მიზნისკენ ისწრაფვი. ამ დროს ყველას ერთნაირი პასუხისმგებლობა აკისრია და, რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა იმუშავოს საერთო მიზნის მიღწევაზე. მთავარი ხრიკი პროექტის შემადგენელი კომპონენტების სწორი გადანაწილებაა და იდეადრომი სწორედ ამ უნარის ათვისებაში დაგეხმარება.
შენ და შენს გუნდს ცოტა დრო გაქვთ იმისთვის, რომ საფინალო პრეზენტაცია შეკრათ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროექტში ჩართული მონაწილეების შეთანხმებული და სწრაფი მოქმედება. იგივე ვრცელდება ტრენინგების ეტაპზეც – თუ ყოველი დღის ბოლოს მიღებულ დავალებებს გუნდში სწორად არ გადაინაწილებთ, შეიძლება საბოლოო გამოწვევამდე საერთოდ ვერ მიაღწიოთ. ტრენინგებისა და ორდღიანი კონკურსისას მიღებული გამოცდილება არამარტო სტარტაპის სწორად ორგანიზებაში დაგეხმარება, არამედ, შენს არსებულ სამსახურშიც გამოგადგება.
თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ ტრენინგების პირველი სესია სწორი გუნდის შეკვრასა და მართვას ეხება – ესეც შენი თეორიული ცოდნის გაღრმავება.
კონტაქტები
რა თქმა უნდა, იდეადრომის განმავლობაში, შეხება გექნება მედიალაბის გუნდის წევრებთან, სტარტაპერობაში გამოცდილ მენტორებთან და სხვა გუნდების წარმომადგენლებთან.
თუ თანადამფუძნებლის ან სხვა ძირითადი გუნდის წევრების არარსებობაა ის მიზეზი, რის გამოც სტარტაპის წამოწყებისგან თავს იკავებ, ჩვენთან იმ გარემოში აღმოჩნდები, სადაც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებ. საოცნებო გუნდი ხომ წარმატებული სტარტაპის წინაპირობაა.
მეტიც, სრულებითაც არ არის გამორიცხული, რამდენიმე კვირაში შენი იდეის პროტოტიპით ისევ მედიალაბის კარს მოადგე, ჩვენს აქსელერაციის პროგრამას შემოუერთდე და დამატებით ინვესტიციასაც გამოკრა ხელი.
ცოდნის გაღრმავება
ჩვენი ხუთდღიანი პრაქტიკული ტრენინგები ის ჯილდოა, რომელიც ყველა მონაწილეს თანაბრად შეხვდება.
გამოცდილებისა თუ შესაბამისი ცოდნის არქონა პირველი სტარტაპის წამოწყების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერია. ამ ინდუსტრიას ბევრი გაურკვევლობა ახლავს თან და როცა ყველა მხრიდან გესმის, რომ შენი წარმატების შანსი 10%-ს არ სცდება, სამსახურში დარჩენა ბუნებრივი იმპულსია. იდეადრომის განმავლობაში, გექნება შესაძლებლობა გაეცნო სტარტაპის მთავარ მახასიათებლებსა და საწყისი ეტაპებს, შეძლებ დასვა კითხვები და საბოლოოდ დარწმუნდე იმაში, რომ წარუმატებელი სტარტაპიც კი იმაზე მეტ ღირებულებას მოგცემს, ვიდრე წარმოგედგინა – თუნდაც პიროვნული და თუნდაც კარიერული ზრდისთვის.
შენი იდეის რეალობად ქცევის შანსი
თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნდი და შენი იდეითაც სათანადოდ მოხიბლე ჟიურის წევრები, უკან დასახევი გზა აღარ გრჩება. დროა, შენს იდეაზე რეალურად დაფიქრდე.
მედიალაბის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის – პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენა და მათი რეალობად ქცევის ხელშეწყობა. იდეადრომი არ არის მხოლოდ რამდენიმე დღიანი გამოწვევა, რომელიც ფულადი პრიზით მთავრდება. პირიქით, სწორედ აქ იწყება ყველაფერი. შენს იდეას, რომელიც შეიძლება ჯერ სულაც გენერირების პროცესში იყოს, ხვალ რეალობად ქცევის რეალური შანსი აქვს.
გადმოერთე ყოველდღიური რუტინიდან, გაიღრმავე სტარტაპერული ცოდნა და გამოსცადე შენი შესაძლებლობები.
გაქვს სტარტაპიდეა? მიიღე მონაწილეობა იდეადრომში
04 ნოემბერი 2021დარეგისტრირდი მედიალაბის რიგით მესამე იდეადრომზე, სადაც გაივლი ტრენინგებს და, თანამოაზრეებთან და მენტორებთან ერთად, ერთი კვირის მანძილზე სტარტაპერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იმუშავებ. ტრენინგების შემდეგ კი, შენი იდეის ჟიურისთვის წარდგენის შესაძლებლობა მოგეცემა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

გაიარე რეგისტრაცია!