დღეს რომ აშკარაა, ის მოცემულობები ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ყველა თანხმდება, რომ წარმატებული კომპანია მოგებაზე უნდა გადიოდეს. მაგრამ როცა სტარტაპებს ეხება საქმე, შეიძლება ესეც საკამათო საკითხად იქცეს – სტარტაპი ხომ მჭიდროდაა დაკავშირებული წარმოუდგენლის წარმოდგენასთან.
ჰოდა, არსებობდა არც ისე საამაყო პერიოდი, როცა წაგებაზე მუშაობა უფრო ეფექტური იყო და ეს პერიოდი დოტ-კომის ბაბლად შემორჩა ისტორიას.
მოკლედ რომ განვმარტოთ, დოტ-კომ ბაბლს უწოდებენ პირველი ვებ-გვერდების გამოჩენის პერიოდს 1995-2000 წლებში, როდესაც ინტერნეტში ერთბაშად უამრავი დომენი დარეგისტრირდა, ამ სფეროში დიდი ფული დატრიალდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა. სტარტაპ ეკოსისტემა ინტერნეტის და, კერძოდ, ვებ-გვერდების გამოჩენით არ დაწყებულა, თუმცა ამ უკანასკნელმა გახადა ის ყველასათვის ხელმისაწვდომი. აჟიოტაჟიც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. გაჩნდა ილუზია, რომ ნებისმიერს შეეძლო გამდიდრება, ვინც დომენის დარეგისტრირება იცოდა.
თუმცა მოდი, ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანად წამგებიანი სტარტაპი და მის მაგალითზე გავყვეთ დოტ-კომ ბაბლის გაბერვისა და გასკდომის ისტორიას.
Priceline.com – “წარმატება” ერთ ღამეში
წარმატებულ დოტ-კომ კომპანიებს რამდენიმე საერთო ჰქონდათ: თითოეული მათგანი სამყაროს შეცვლას ისახავდა მიზნად, ჰქონდა წარმოუდგენლად მაღალი ღირებულება და იყო საოცრად წამგებიანი. ბრაიან მაკკოლოჰი, ინტერნეტის ისტორიკოსი, დოტ-კომ ბაბლზე საუბრისას მაგალითად კომპანია priceline-ს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ის იდეალურად გადმოსცემს ამ პერიოდის თითოეულ ფაზას.
Priceline-ი ჯეი უოკერის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომელმაც რეალურ პრობლემას ჭკვიანური გადაწყვეტა უპოვა: ყოველდღიურად, თვითმფრინავის 500 000 ბილეთი რჩებოდა გაუყიდველი. ჯეის პლატფორმა სხვადასხვა ავია-კომპანიების ვერ გაყიდულ ბილეთებს აუქციონის პრინციპით, ბევრად უფრო იაფად ყიდდა მსურველებზე. გაუყიდავ ბილეთს იაფად გაყიდული არ სჯობს? ნეტა ახლაც დოტ-კომ ბაბლში ვცხოვრობდეთ… ერთი სიტყვით, ავიაკომპანიები მორჩენილ ბილეთებს ასაღებდნენ, მომხმარებლები ბილეთებს იაფად ყიდულობდნენ, Priceline-ი კი ამ ყველაფერში პროცენტს იღებდა.
პლატფორმა 1998 წლის აპრილში გაეშვა და, ფაქტობრივად, ერთ ღამეში მოიპოვა წარმატება. პირველ შვიდ თვეში Priceline-ის თანამშრომელთა რიცხვი 50-დან 300-მდე გაიზარდა, გაყიდული ბილეთების რაოდენობამ კი 100 000-ს მიაღწია. 1999 წლის ბოლოს ის დღეში ათას ბილეთს ყიდდა. კომპანიის მიზანი სასტუმროების, მანქანების, უძრავი ქონების და ყველა სხვა ინდუსტრიის ათვისება იყო, სადაც მსგავსი მეთოდი გაჭრიდა.
ჯეი აგრესიულ მარკეტინგს აწარმოებდა. პირველი ექვსი თვის განმავლობაში კომპანიამ ამ მიმართულებით ოცი მილიონი დოლარი დახარჯა. 1999 წლის მარტში Priceline-ი საჯარო კომპანია გახდა: აქციების ფასი 16$-დან დაიწყო, პირველივე დღეს ფასი 88$-მდე ავარდა, სანამ საბოლოოდ 69$-ზე არ დაეშვებოდა. მისმა საბაზრო ღირებულებამ ჯამში 9.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც Priceline-ს იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულ ინტერნეტ კომპანიად აქცევდა. ინვესტორებს დიდად არ აღელვებდათ ის ფაქტი, რომ პირველ კვარტალში Priceline-მა 142.5 მილიონი დოლარი დაკარგა. პირიქით, მათთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება მალე გაეყიდათ თავიანთი აქციები. დოტ-კომ ბაბლის გასკდომა სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო.
წაგებაზე მუშაობა პოპულარული ხდება
Priceline-ის ბიზნეს მოდელმა ტყუილად არ გაგიჩინათ ეჭვი. წარმატებული სტარტაპის პირველი საზომია, რომ ის რეალურ პრობლემას უნდა აგვარებდეს. ამ შემთხვევაში პრობლემა რეალური იყო, გადაწყვეტა – არც ისე.
მომხმარებელთა მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა და ბილეთები მათთვის სასურველ ფასში გაეყიდა, კომპანია თითო ბილეთში, საშუალოდ, 30$-ს კარგავდა. წაგებაზე მუშაობა Priceline-ს სხვა დოტ-კომებისგან სულაც არ გამოარჩევდა. პირიქით, მათი მთავარი საერთო სწორედ ეს იყო. სახუმაროდ იქცა ფაქტი, რომ დოტ-კომები, რომლებიც ბიზნესის რევოლუციურ განახლებას გვპირდებოდნენ, მოგებაზე ვერა და ვერ გავიდნენ.
თუ ასეა, საიდან ჰქონდა ჯეის 20 მილიონი დოლარი მარკეტინგში დასახარჯად? პასუხი ნათელია – ვენჩურული კაპიტალისტებისგან. ტექნოლოგიური ინოვაციების სახელით ვებ-გვერდები უამრავ მომხმარებელსა და მწარმოებელს იზიდავდა. ინვესტორებმაც დაინახეს შესაძლებლობა, ფული ახალ წამოწყებებში დააბანდეს და სანამ მათი წარუმატებლობის შესახებ ხმა ხალხამდე მიაღწევდა, აქციების პირველადი განთავსებით (IPO) დიდი ფული იშოვეს, რა თქმა უნდა გულუბრყვილო ადამიანების ხარჯზე.
“ისეთ გარემოში ვართ, სადაც ფულის გასაკეთებლად აუცილებელი არაა კომპანია მომგებიანი იყოს.” გულწრფელად აღიარა Priceline-ის ერთ-ერთმა ვენჩურულმა კაპიტალისტმა.
მარტივად გამდიდრების სურვილით შეპყრობილი და სტარტაპერობით მოხიბლული ხალხიც აჟიოტაჟს აჰყვა. 1999 წლის ერთ-ერთ გამოკითხვაში, თორმეტიდან ერთი ამერიკელი ბიზნესის წამოწყების პროცესში იყო. ეს რიცხვები დღემდე არ შეცვლილა, თუმცა იმ დროისთვის მსგავსი სტატისტიკა დიდი სიახლე იყო.
1999 წლის ოქტომბერში ინტერნეტზე დაფუძნებული 199 კომპანიის აქციების საბაზრო ღირებულება ჯამში 450 მილიარდ დოლარს აღწევდა. როცა ამავე კომპანიების გაყიდვები წელიწადში 21 მილიარდ დოლარს არ სცდებოდა. რაც შეეხება მოგებას… თუმცა რომელ მოგებას? მათი ჯამური წაგება 6.2 მილიარდ დოლარს აღწევდა.
“მოდიან აქ და ამბობენ, რომ მოგებაზე გასვლა ყველაზე ნაკლებად უნდათ, რადგან მაშინ ინტერნეტ კომპანიად აღარ ჩაითვლებიან.” – ასე იხსენებდა იმ პერიოდს ერთ-ერთი ბანკირი, როგორც ამას ინტერნეტის ისტორიკოსის, ბრაიან მაკკოლოჰის წიგნში ვკითხულობთ.
1999 წლის მეორე ნახევარში საკითხავი ის კი არ იყო, გასკდებოდა თუ არა დოტ-კომის ბაბლი, არამედ ის, თუ როდის მოხდებოდა ეს. ამ კითხვას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა ცდილობდა, მანამდე მოესწრო თავისი წამოწყების აქციებად გადაყიდვა, ან სხვის წამოწყებაში დაბანდება, ან აქციების ყიდვა და მერე გაყიდვა.
მომდევნო წელს ინტერნეტის გიგანტი კომპანიების ღირებულება 80%-ზე მეტით დაეცა. Priceline-ის შემთხვევაში საქმე 94%-იან ვარდნასთან გვქონდა. CNNFN.com-ის შეფასებით, საერთო ჯამში, 1.7 ტრილიონი დოლარი გაქრა – და ესეც მხოლოდ საჯარო კომპანიებს ეხებოდა, IPO-მდე ვერმიღწეული დოტ-კომების ჩაუთვლელად.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა და 2001 წელს დოტ-კომის ერის რეცესიაც დაიწყო. სექტემბრის თვეში, ტერორისტული შეტევების ფონზე, არც ერთი კომპანია არ გასულა IPO-ზე. როგორც ისტორიკოსი ბრაიანი აღნიშნავს, მსგავსი რამ მანამდე 26 წლის მანძილზე არ მომხდარა.
სად წავიდა 1.7 ტრილიონი?
ინტერნეტ სტარტაპებში დაბანდებული ფული, რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არ გამქრალა. ცხადია, რომ მისი უმეტესი ნაწილი ვენჩურულ-კაპიტალისტებს შერჩათ – მათ მისცეს ენთუზიაზმით სავსე მაგრამ გამოუცდელ სტარტაპერებს ბიძგი და მოგების ლომის წილიც მათ შეხვდათ. დანარჩენი საშუალო რანგის იღბლიან ინვესტორებზე გადანაწილდა. ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი კი ბუმერების თაობამ (1946-1964 წლებში დაბადებულები) იწვნია. ისინი აჟიოტაჟს აჰყვნენ, ბეჯითად მოგროვებული ფული თვალებახვეულებმა მოისროლეს და ელოდნენ, როდის დაუბრუნდებოდათ ბუმერანგი.
ბუმერანგი არ დაბრუნებულა. სამაგიეროდ, ბაზარს დაუბრუნდნენ ერთეული კომპანიები, რომელთა შორისაც ჩვენი სამაგალითო დოტ-კომ სტარტაპიც აღმოჩნდა.
Priceline-მა და კიდევ რამდენიმე გამორჩეულმა სტარტაპმა (მაგალითად, ამაზონმა) მოახერხა და სიკვდილს გადაურჩა. Priceline-ისთვის გადამწყვეტი იყო 2002 წელს აღმასრულებელი დირექტორის გამოცვლა. ჯეფ ბოიდმა ერთის მხრივ კომპანიის შეთავაზებები გააფართოვა, მეორეს მხრივ კი თანმიმდევრულ ზრდასა და მენეჯმენტს მიჰყო ხელი. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო კომპანიის საწყის სტადიაზე მარკეტინგში დახარჯულმა ოცმა მილიონმა დოლარმაც – კი, კარგი მარკეტინგი და ბრენდის სწორი პოზიციონირება საჭირო ამბავია! დღეს Priceline-ი Booking Holdings-ად იქცა, რომელმაც ერთ დროს მისი კონკურენტი კომპანიები – Kayak, Booking.com, Agoda, Open Table, RentalCars.com – შეისყიდა. ჰო, მარკეტინგიც ასეთი უნდა.
“არასოდეს დანებდეს” უკიდურესი ვარიანტი
დოტ-კომ ბაბლისგან არაერთი სტარტაპული გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ. ისტორია ყოველთვის მეორდება და ამიტომაცაა, რომ ტექნოლოგიურ წამოწყებებს მუდამ ახსოვთ 1990-2000 წლები. მაგრამ, ალბათ ყველაზე ღირებული გაკვეთილი Priceline-ისა და ერთეული კომპანიების გადარჩენაში იმალება – პირველ რიგში, არ დაგავიწყდეს, რომ აქ ისევე თამაშობს ბედის ფაქტორი, როგორც იმ საშუალო ინვესტორების შემთხვევაში, დოტ-კომის ბაბლს გამარჯვებულები რომ გადაურჩნენ. მაშინაც კი, როცა კომპანიის ღირებულება 94%-ით დაეცა, Priceline-ი არ დანებებულა. აღმასრულებელი დირექტორის გამოცვლამ და ახალი მიდგომის დანერგვამ კომპანიას თითქოს ახლიდან შთაბერა სული და ისიც ფენიქსივით აღსდგა საკუთარი ფერფლიდან. კარგი იდეა თავს აუცილებლად გაიტანს: მთავარია სწორი მენეჯმენტი და, რა თქმა უნდა, საოცარი ამტანობა და კიდევ… ბედმა უნდა გაგიღიმოთ.
ყველაზე მომგებიანად წამგებიანი სტარტაპი და დოტ-კომის ბაბლი
22 სექტემბერი 2022დღეს რომ აშკარაა, ის მოცემულობები ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ყველა თანხმდება, რომ წარმატებული კომპანია მოგებაზე უნდა გადიოდეს. მაგრამ როცა სტარტაპებს ეხება საქმე, შეიძლება ესეც საკამათო საკითხად იქცეს – სტარტაპი ხომ მჭიდროდაა დაკავშირებული წარმოუდგენლის წარმოდგენასთან.