ლურჯი ვერსია

იდეადრომის რეგისტრაცია დაიწყო!

03 ოქტომბერი 2023

რა არის იდეადრომი?


იდეადრომის მიზანია აღმოვაჩინოთ მომავალი სტარტაპერები და დავეხმაროთ მათ საკუთარი იდეების განხორციელებაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტრენინგების კვირეული და სტარტაპ-იდეების კონკურსი.

იდეადრომი არ არის მხოლოდ რამდენიმე დღიანი გამოწვევა, რომელიც ფულადი პრიზით სრულდება. აქ შენ გაიცნობ სხვა დამწყებ სტარტაპერებს; გამოცდილი ტრენერებისგან მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც ლექციებზე და სახელმძღვანელოებში ვერ იპოვი; შეძლებ სხვისი თვალით შეხედო საკუთარ წამოწყებას და მათი რჩევები საკუთარ წარმატებად აქციო. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ შენი იდეა, რომელიც დღეს მხოლოდ ბუნდოვანი ჩანაფიქრია, ხვალ რეალობად იქცეს.

დარეგისტრირდი მედიალაბის რიგით მეექვსე იდეადრომზე, სადაც გაივლი ტრენინგებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით სტარტაპერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე იმუშავებ. ტრენინგების შემდეგ მოეწყობა სტარტაპ-იდეების კონკურსი, რომლის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.


როგორ მიიღო მონაწილეობა იდეადრომზე?


შეკარი ორ-ან სამკაციანი გუნდი და მოამზადე ვიდეოპრეზენტაცია, სადაც რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას შემოგვთავაზებ. იდეა, რომლის განხორციელებაზეც იდეადრომის ფარგლებში იმუშავებთ, აუცილებლად უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:

  • ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება;
  • საგანმანათლებლო გეიმინგი;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • ხელოვნური ინტელექტი.

რეგისტრაციის ვადები:
იდეადრომზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 ოქტომბერი.
შერჩეულ გუნდებს 4-დან 8 ნოემბრამდე პრაქტიკული ტრენინგები ელით. იდეადრომის ფინალი კი, 9 ნოემბერს გაიმართება.

მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა. ასე რომ, კარგად დაამუშავეთ თქვენი იდეა და ეცადეთ, მაქსიმალურად მკაფიოდ გადმოსცეთ თქვენი მომავალი სტარტაპის მნიშვნელობა და მთავარი ღირებულებები.

გაეცანი მედიალაბის მიერ მომზადებულ განმარტებით ვიდეოს ან სტატიას თუ როგორ უნდა ააწყო ერთწუთიანი პრეზენტაცია.


„იდეადრომში“ მონაწილეობა უფასოა.
გუნდების პროექტებზე საავტორო უფლებები მონაწილეთა საკუთრებად რჩება და არ გადაეცემა მედიალაბს.