როგორი ინოვაციურიც არ უნდა იყოს შენი იდეა, თუ მისი არსის გადმოცემა არ შეგიძლია, საეჭვოა, ვინმეს ყურადღება მიიქციო. განსაკუთრებით კი – პოტენციური ინვესტორებისა თუ მსხვილი პარტნიორების. ამიტომაც ენიჭება საინვესტიციო პრეზენტაციას ამხელა მნიშვნელობა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი სახის პრეზენტაცია, რომელიც შეიძლება არც კი ჩაითვალოს ამად.
საუბარი იდეის 30-60 წამიან წარდგენაზე მაქვს, რომელიც ლიფტში მოსწრებადი პრეზენტაციის სახელითაა ცნობილი (Elevator pitch). პროექტის არსის რამდენიმე წინადადებაში ახსნა შენი იდეის შეკვრასა და მთავარ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებაში დაგეხმარება. ფაქტობრივად, ერთწუთიან პრეზენტაციას ორი მთავარი უპირატესობა გააჩნია: ის გეხმარება როგორც საკუთარი იდეის ჩამოყალიბებაში, ისე სხვების ყურადღების მოპოვებაშიც.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ, როდის უნდა გამოიყენოთ ერთწუთიანი პრეზენტაცია, რას უნდა მოიცავდეს იგი და რა მეთოდები არსებობს მსმენელის გულის მოსაგებად.
სად გამომადგება ერთწუთიანი წარდგენა?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ყველგან. წარმოიდგინე, რომ აღმოჩნდი ღონისძიებაზე, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანია. შენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნო პროექტი, თანაც ყველაზე გამორჩეულად და დასამახსოვრებლად. იმპროვიზაცია აქ დიდად არ გამოგადგება. თუ წინასწარ მოემზადები პასუხისთვის კითხვაზე: “და შენ რითი ხარ დაკავებული?”, მეტი შანსია, პოტენციურ თანამშრომლობას თუ ინვესტორთა დაინტერესებას გამოკრა ხელი.
პროექტის საწყის სტადიაზე, ერთუწთიანი წარდგენა დაგეხმარება წარმატებული ხალხის შემოერთებასა და პოტენციური მომხმარებლებისთვის შენი იდეის მარტივად და გასაგებად წარდგენაშიც. პირველ შთაბეჭდილებას ორჯერ ვერ მოახდენ. თანაც, ამისათვის ძალიან ცოტა დრო გაქვს. კომპანიის არსის გარკვევით გადმოსაცემად წინასწარი მომზადებაა საჭირო.
რას უნდა მოიცავდეს პრეზენტაცია?
ყველანაირი პრეზენტაცია, საბოლოოდ, მაინც ოთხ კომპონენტამდე დადის: პრობლემა, გადაწყვეტა, სამიზნე აუდიტორია და შედეგი.
1. პრობლემა
დღეს ადამიანები უფრო მეტად არიან დაინტერესებული, რატომ აკეთებ რაღაცას, ვიდრე – როგორ ახერხებ ამას. როგორც ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვის კვლევა გვაუწყებს, 10-დან 9 ადამიანი მზადაა, იმუშავოს ნაკლებ ანაზღაურებაზე, თუ პროექტი შთამაგონებელია და დიდ მიზანს ემსახურება.
ასე რომ, კარგად დაფიქრდი, რატომ მუშაობ შენს პროექტზე. რა კრიტიკული პრობლემის მოგვარებას ისახავ მიზნად? ეს საკითხი აქტუალური და მწვავე უნდა იყოს.
ფეისბუკისთვის პრობლემა ის იყო, რომ ხალხს არ ჰქონდა ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა ინტერნეტ სივრცეში. გუგლის დამფუძნებლები პრობლემას ხედავდნენ იმაში, თუ რამდენად რთული იყო ინტერნეტში ატვირთული ინფორმაციის ზღვაში საჭირო მასალების პოვნა.
კარგად უნდა გესმოდეს, როგორ უმარტივებ (ან უხალისებ) ცხოვრებას შენს მომხმარებლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინო, რომ მუშაობდი იმაზე, რაც თურმე არავის სჭირდებოდა. ინვესტორებმა კარგად იციან ამ გავრცელებული შეცდომის შესახებ. დაუმტკიცე, რომ შენც იცი ეს.
2. გადაწყვეტა
ახლა კი, როგორ აგვარებ იმ პრობლემას, რომელიც წამოჭერი? გასაგები უნდა იყოს, კონკრეტულად რას სთავაზობ კლიენტს. ბუნდოვან საუბარში ადამიანები მალევე იკარგებიან. რაც შეიძლება მალე განმარტე შენი პროდუქტი/სერვისი. თუ მოსაუბრეს დააინტერესებ, დეტალებისთვის დრო ყოველთვის დაგრჩება.
საძიებო სისტემაზე მუშაობ, რომელიც საჭირო მასალების პოვნას ამარტივებს? ან იქნებ სოციალურ ქსელზე, რომელიც ხალხს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს? გადაწყვეტა ზუსტად უნდა ეხმიანებოდეს წამოჭრილ პრობლემას.
დამატებითი რჩევა: ამ ნაწილში კარგად უნდა გამოკვეთო შენი პროექტის უნიკალური ღირებულება (UVP). ეს შენი მთავარი უპირატესობა და განმასხვავებელი ნიშანია კონკურენტებისგან.
3. სამიზნე აუდიტორია
ყველა შეთავაზებას თავისი მომხმარებელი ჰყავს. ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც უფრო ვიწრო და კონკრეტულია შენი სამიზნე აუდიტორია, მით უკეთესი. დასაწყისისთვის მაინც. ვისთვის ქმნი პროდუქტს, პირველ რიგში? თუ ამ კითხვაზე პასუხი “ყველაა”, ეს ამბიციების კი არა, გამოუცდელობის ნიშანი უფროა.
4. შედეგი
წარდგენის ბოლო ნაწილში ის შედეგი უნდა დახატო, რასაც მომხმარებელი შენი კომპანიის წყალობით მიიღებს. შეგიძლია მაგალითებიც მოიყვანო, თუ უკვე გყავს პირველადი მომხმარებლები ან სატესტო ჯგუფი. ძალიანაც ნუ გადააჭარბებ რეალობას, ეს ყოველთვის იგრძნობა და მსმენელში ეჭვს იწვევს. იყავი რეალისტური და ობიექტური.
წინა მაგალითებს რომ დავუბრუნდეთ, გუგლს რამდენიმე წამამდე დაჰყავს საჭირო მასალების მოძიების პროცესი, ფეისბუკის მეშვეობით კი ყველას შეუძლია იპოვოს მეგობარი ან ნაცნობი, მათ შესახებ მცირე ინფორმაციას გაეცნოს და პირდაპირ დაუკავშირდეს კიდეც.
თითოეულ პუნქტზე 1-2 წინადადებაზე მეტი არ უნდა დახარჯო. გახსოვდეს, აქ მიზანი მთავარი იდეის მოკლედ და კონკრეტულად გადმოცემაა და არა – დეტალებში ჩასვლა. აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც ნებისმიერი სიტუაციისთვის მოგამზადებს.
რას უნდა მივაქციო ყურადღება კარგი წარდგენის შესამუშავებლად?
1. მოამზადე სხვადასხვა სიგრძის პრეზენტაციები
მოდი, რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდეთ და ერთი სიგრძის პრეზენტაციაზე არ გავჩერდეთ. წარმოიდგინე, რომ სანაცნობო წრეში სადილობ. უცებ ერთ-ერთი შემოგიტრიალდა და გეკითხება, რას საქმიანობ. შეგიძლია ერთ წინადადებაში გასაგებად აუხსნა შენი პროექტის არსი?
მიზანი ისაა, რამდენიმე სიტყვაში ჩაატიო, რას აგვარებ, როგორ და ვისთვის:
“ჩვენ ვაგვარებთ [პრობლემას] [ამ შეთავაზებით], რათა შესაძლებლობა მივცეთ [სამიზნე აუდიტორიას] მიაღწიოს [მის მიზანს].”
“ჩვენ ვამარტივებთ ქაოტურ და დაუხარისხებელ კონტენტში ნავიგაციას ისეთი საძიებო სისტემის შემუშავებით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ინტერნეტის მომხმარებლებს, სწრაფად იპოვონ საჭირო მასალები.”
2. იცნობდე მსმენელს
კარგი იქნება, თუ წარდგენის ერთ შაბლონურ ვერსიაზე არ შეჩერდები. ყველა მსმენელს განსხვავებული ინტერესები და ცოდნა აქვს. შეეცადე დაახლოებით გაიგო, ვის ელაპარაკები და მისი ინტერესებისა და ცოდნის შესაბამისად წარუდგნიე იდეა. ტექნიკურ ადამიანთან შეგიძლია ერთ-ორი ტერმინი იხმარო, შენი საოპერაციო სფეროთი ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანთან კი – პირიქით, რაც შეიძლება გასაგებად უნდა ისაუბრო.
3. მზად იყავი კითხვებისთვის
პრეზენტაციის გავარჯიშებისას საკუთარ თავს დაუსვი რელევანტური კითხვები და მათზე პასუხებიც ჩამოაყალიბე. ყოველ წარმატებულ წარდგენას თან ახლავს კითხვა. თუ მსმენელი არ ჩაგეძია, მაშინ ან მისი ინტერესის სფერო არ ყოფილა, ან ახალი პრეზენტაცია გაქვს მოსამზადებელი. მიმართე მეგობრებსაც, მოუყევი შენს პროექტზე და სთხოვე, კითხვები დაგისვან. სხვისგან აუცილებლად მოისმენ რაღაც ისეთს, რაც შენ გამოგეპარა.
4. პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა
ივარჯიშე, რაც შეიძლება ხშირად. ერთხელ წარდგენის მომზადება არ კმარა. მუდმივად უნდა იყო მზად შენს პროექტზე გამართულად და შთამაგონებლად სალაპარაკოდ. თუ არ ივარჯიშე და უკუკავშირის შესაბამისად არ ცვალე პრეზენტაცია, საჭირო მომენტში საჭირო სიტყვები შეიძლება არც გაგახსენდეს. იმდენჯერ უნდა წარუდგინო ახლო მეგობრებს შენი პროექტი, მათაც დაამახსოვრდეთ პრეზენტაცია.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
როგორ წარვადგინოთ სტარტაპიდეა მარტივად, სწრაფად და გასაგებად
02 თებერვალი 2021როგორი ინოვაციურიც არ უნდა იყოს შენი იდეა, თუ მისი არსის გადმოცემა არ შეგიძლია, საეჭვოა, ვინმეს ყურადღება მიიქციო. განსაკუთრებით კი – პოტენციური ინვესტორებისა თუ მსხვილი პარტნიორების. ამიტომაც ენიჭება საინვესტიციო პრეზენტაციას ამხელა მნიშვნელობა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი სახის პრეზენტაცია, რომელიც შეიძლება არც კი ჩაითვალოს ამად.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!