ლურჯი ვერსია

რა არის ESG და რატომაა დღეს ის ყველა სტარტაპისთვის აუცილებელი?

04 თებერვალი 2022

“ESG ყოველთვის იყო ნებისმიერი ბიზნესის ბირთვი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული” - სანდრო სალსანო, Salsano Group-ის დამფუძნებელი.

სადამდე შეიძლება მივიდეთ, თუ მსხვილი ორგანიზაციები და სტარტაპები არ იფიქრებენ სოციალურ და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე?

დროსთან ერთად ფასეულობებიც იცვლება და დედამიწის საბედნიეროდ, ყოველდღიურად უფრო მეტი კომპანია იზიარებს, რომ ბიზნესის კეთების ერთადერთი მოტივატორი ფული არ უნდა იყოს. ინვესტორებიც ამავე ტენდენციას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და თუ ადრე გადაწყვეტილების მისაღებად ფინანსური მდგომარეობა იყო გადამწყვეტი, დღეს ეს სტანდარტი ფართოვდება და მოიცავს ESG-ს, ანუ გარემოსდაცვით, მმართველობით და სოციალურ კრიტერიუმებს.

ამ სტატიაში მოგიყვები ESG ინვესტირების შესახებ და ავხსნი, თუ რატომ უნდა იყოს მოცემული პოლიტიკა სტარტაპებისთვის პრიორიტეტული.


რა არის ESG ინვესტირება?

ESG მოიცავს საინვესტიციო პრაქტიკების მთელ რიგს, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური შემოსავლის გამომუშავებას და დადებით გავლენას ახდენს სოციალურ, მმართველობით და გარემოს დაცვით საკითხებზე. თანამედროვე ორგანიზაციები და ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოების აზრს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.

2015 წელს ამერიკის ბანკმა შეცვალა სამოქმედო პრაქტიკა და ჩამოაყალიბა სხვადასხვა ბიზნესი განახლებადი ენერგიის წყაროებით, შეცვალა თანამშრომლების კონტრაქტები და ხელი შეუწყო შიდა მრავალფეროვნებას. კომპანიამ იმ წელს $16,5 მილიარდი გამოიმუშავა.

და კონკრეტულად რას ნიშნავს ESG-ს სამივე პოლიტიკა?


გარემოსდაცვითი საკითხები

ESG ინვესტირების ერთ-ერთი მთვარი მიზანი გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაა, რომელიც გულისხმობს წყლის, ჰაერის, მიწის, ადამიანის ჯანმრთელობისა და ზოგადად ეკოსისტემის მოწესრიგებას. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და განახლებადი ენერგიის დანერგვას. გზები, რომლითაც კომპანიები უახლოვდებიან ამ მიმართულებას, დამოკიდებულია თავად ბიზნესის ბუნებაზე. მაგალითად, მწარმოებელმა კომპანიამ შეიძლება, რომ პროდუქცია ბიოდეგრადირებადი მასალით შეცვალოს.


სოციალური საკითხები

მოცემული პოლიტიკა კომპანიის იმიჯისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში დიდ წვლილს თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ინკლუზიური, რასობრივი, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით განმასხვავებელი მოცემულობები. ასევე, აღსანიშნავია ჯანმრთელობის ზომების გათვალისწინება ორგანიზაციის მხრიდან. ESG ინვესტირება აუმჯობესებს პერსონალის პროდუქტიულობას და ბრენდს ანიჭებს პოზიტიურ და ლოიალურ სტატუსს. ეს კარგია როგორც პიარისთვის, ასევე რეპუტაციისთვის.


მმართველობის საკითხები

დღესდღეობით, კომპანიის ქცევასა და სამოქმედო პოლიტიკას საგრძნობლად დიდი ყურადღება ექცევა გლობალიზაციისა და სოციალური მედიის წყალობით. კომპანიის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ იყოს გამჭვირვალე და არანაირ კორუფციულ საქმიანობაში არ ფიგურირებდეს. სასურველია, ღია იყოს ინფორმაცია ბიზნეს ეთიკისა და საგადასახადო სტრატეგიების შესახებ.


მეტი ESG ინვესტირების შესახებ

ბოლო წლებში დაფიქსირდა ESG ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაფართოება მთელს მსოფლიოში, რადგან ორგანიზაციები და ინდივიდები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ საჭიროებებს.

აშშ-ს ფინანსური სერვისების ფირმა Morningstar-მა აღმოაჩინა, რომ 10 წლის განმავლობაში, ინვესტიციების ერთობლივი სააქციო ფონდების 80% აღემატება ტრადიციულ ფონდებს. მათ ასევე დაადგინეს, რომ 10 წლის წინ არსებული ESG ფონდების 77% გადარჩა, ტრადიციული ფონდების 46%-თან შედარებით.

მნიშვნელოვანი ძვრები იგრძნობა გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ეს დიდ გავლენას ახდენს ინვესტორების გადაწყვეტილებებზე. მიჩნეულია, რომ ESG ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონკრეტული ჯგუფების აქტიურობამ, რომლებიც ადრე ნაკლებად იყვნენ ჩართული ტრადიციულ ინვესტიციებში - განსაკუთრებით ახალგაზრდები და ქალები. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა გამოიყენონ ESG პრაქტიკა, თუ მათ სურთ, რომ დარჩნენ კონკურენტუნარიანები თავიანთ ინდუსტრიაში და წვლილი შეიტანონ საერთო კეთილდღეობაში.

კომპანიები, რომლებიც ცვლილებებს ნელი ტემპით განიცდიან, უფრო ხშირად ეხვევიან კრიტიკის ქარ-ცეცხლში და განიცდიან ზეწოლას დაინტერესებული მხარეების, მოქალაქეებისა და ინვესტორების მხრიდან. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით სამართლებრივი ვალდებულებები გამკაცრდეს. მაგალითად, ჰოლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ Royal Dutch Shell 2030 წლისთვის შეამცირებს სათბურის გაზების ემისიებს 45%-ით. იმავე კვირაში ExxonMobil-მა და Chevron-მა თავიანთი აქციონერების მხრიდან დიდი ზეწოლა განიცადეს, რათა შეემცირებინად კლიმატის ზიანი. ასეთი სახის მოვლენები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ძვრებს მოახდენს მსოფლიო ბიზნეს პოლიტიკაში.


რატომ სჭირდებათ სტარტაპებს ESG?

ამჟამინდელ ბიზნეს გარემოში, დამწყებებმა უნდა მიიღონ ESG პოლიტიკა თავიდანვე. ეს აუცილებელია, თუ ბიზნესი გინდა, რომ იყოს წარმატებული და კონკრურენტუნარიანი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ESG-ს პოლიტიკის უგუნებელვყოფამ შესაძლოა, დიდი ზიანი მოუტანოს კომპანიას საწყის პერიოდშივე.

ESG ინიციატივები სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საზოგადოებას და გარემოს, არამედ იმავე ბიზნესს, რომელიც მათ ახორციელებს. უფრო მეტიც, ESG-ის პრინციპები სწრაფად ხდება გლობალური სტანდარტი ყველა ზომის კომპანიისთვის. განსაკუთრებით ბოლო კულტურულად მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ, როგორიცაა პანდემია, #MeToo და მოძრაობა Black Lives Matter.

როდესაც საქმე ეხება ESG პოლიტიკის სარგებელს, 69% დათანხმდა, რომ ESG გაზრდიდა გაყიდვების მაჩვენებელს, ხოლო 91%-მა უპასუხა, რომ ეს ხელს შეუწყობს საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებას.

თუმცა, დამწყებ დამფუძნებლების 20%-მა უპასუხა, რომ ინვესტორებს არ აინტერესებთ ESG პოლიტიკა, ხოლო 37% ფიქრობს, რომ ESG პოლიტიკის ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ მეტი დრო სჭირდება.


ESG ინვესტირების უპირატესობები

სტარტაპმა წარმატების მისაღწევად ESG კარგად უნდა გააცნობიეროს და მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩადოს მასში. ასეთი მიდგომა მეტად სარგებლიანი და ღირებულია, რომლის დამტკიცება რამდენიმე კონკრეტული გზითაა შესაძლებელი.


გაზრდილი ინვესტიციები

ინვესტორები განიხილავენ ESG-ს, როგორც არსებით ფაქტორს სტარტაპების ანალიზში. ESG-ის განმახორციელებელი სტარტაპები აღიარებულია, როგორც უსაფრთხო კომპანიები, რადგან მათ აქვთ სოციალური ანგარიშსწორების, სამოქალაქო სამართალწარმოების ან სახელმწიფო ჯარიმის რისკი, რაც აადვილებს მწვანე დამწყებებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფას.

ინვესტორები ESG-ს განიხილავენ, როგორც უსაფრთხო მოცემულობას სტარტაპების შეფასებისას. ამ პოლიტიკის განმახორციელებელ სტარტაპები დაზღვეულნი არიან უამრავი სახელმწიფო ჯარიმების და სამოქალაქო სამართალწარმოების რისკისგან. ეს ყველაფერი აადვილებს ინვესტორისთვის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და სტარტაპს დიდ შესაძლებლობებს უჩენს.


მეტი მოზიდული ტალანტი

ESG პოლიტიკა განსაკუთრებით ეფექტურია საუკეთესო ნიჭის მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. მთავარი ფაქტორი აქ არის ის, რომ ამჟამინდელი სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი შედგება მილენიალებისგან, რომლებიც დიდ ინვესტიციას ახდენენ ESG-ში, როგორც კონცეფციაში. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ მილენიანელების თითქმის 40% იმუშავებს კომპანიაში მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ითვალისწინებს მდგრადობას, მრავალფეროვნებას და სხვა ESG კონცეფციებს.


შემცირებული რისკები

ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიზნესები, რომლებიც არ იზიარებენ ESG-ს, დიდი რისკის ქვეშ არიან. ცუდი პიარი ან სამთავრობო სანქცია შეიძლება განსაკუთრებით საშიში იყოს ახალი კომპანიებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ კაპიტალი ან ბრენდის ძალა აღდგენისთვის. ასევე, ESG პოლიტიკის განხორციელება ბევრად უფრო ადვილია, სანამ ორგანიზაცია სტარტაპ ფაზაშია.


მაღალი რეპუტაცია

ESG ინვესტიცია არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დამწყებებისთვის კარგი პოზიტიური პიარის გენერირების მიზნით. ასეთ ადრეულ ეტაპზე, ნებისმიერ მნიშვნელოვან გაშუქებას შეუძლია უზარმაზარი სტიმული მისცეს ბრენდის ცნობადობას და დააყენოს კომპანიის სახელი მრავალი პოტენციური მომხმარებლის წინაშე. გარდა ამისა, ESG ინვესტიცია სასარგებლოა ბრენდისადმი ნდობის დასამყარებლად და სამიზნე აუდიტორიისთვის მიმზიდველობის გასაზრდელად.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

გიგი მეფარიშვილი

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა