ლურჯი ვერსია

თუ გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა – შემოუერთდი მედიალაბის აქსელერაციის პროგრამას

12 სექტემბერი 2020

გაქვს სტარტაპიდეა კომუნიკაციების სფეროდან?

გადაწყვიტე შენი სტარტაპის განვითარება და გჭირდება დაფინანსება?


მედიალაბი იწყებს აქსელერაციის პროგრამას კომუნიკაციების სფეროში მომუშავე დამწყები და გამოცდილი სტარტაპერებისთვის.


  • მოემზადე
  • დაიწყე
  • განავითარე

აქსელერაციაში მონაწილე სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ მედიალაბის რესურსები საკუთარი სტარტაპის გასავითარებლად.


პროგრამა ასევე გულისხმობს ინდივიდუალურ შეხვედრებს, მენტორობას და კონსულტაციებს შემდეგ საკითხებში: იდეის ვალიდაცია, პროტოტიპის შექმნა და დახვეწა, დაფინანსების მოპოვება და პირველი მომხმარებლის მოძიება. პროგრამაში ჩასართავად გაიარეთ რეგისტრაცია.


მონაწილე სტარტაპები ასევე მოემზადებიან მედიალაბის ინკუბატორში მოსახვედრად. ინკუბაციის პროგრამა ითვალისწინებს სტარტაპების მუდმივი სამუშაო სივრცით უზრუნველყოფასა და მედიალაბის შიდა დაფინანსებას.


როდემდეა შემოტანის ვადა?

აპლიკაციების მიღება მუდმივია, თუმცა მათ განვიხილავთ თვეში ერთხელ.


რა ეტაპები უნდა გავიარო აქსელერაციის პროგრამაში მოსახვედრად?


  1. აპლიკაციის შეფასება
  2. გასაუბრება

როდის მეცოდინება პასუხი, გავიარე თუ არა პირველი ან მეორე ეტაპი?

განაცხადის განხილვის მაქსიმალური დროა ერთი თვე


რა არის კომუნიკაციების სფერო?

მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობის და სხვა, მათთან დაკავშირებული სფეროები.


რამდენად დაცულია ჩემი იდეა?

აქსელერაციის პროგრამაში ჩართვამდე, მედიალაბი და სტარტაპერი ხელს აწერენ შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებს. მედიალაბი არ არის უფლებამოსილი, შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიყენოს პროგრამაში მონაწილე (ან მონაწილეობის მსურველი) სტარტაპების მიერ განაცხადში, გასაუბრებაზე ან პროგრამის მიმდინარეობისას გაჟღერებული იდეები, „ნოუ-ჰაუები” და ინტელექტუალური საკუთრება.


რა კრიტერიუმებით ფასდება იდეა?


  1. სტარტაპის მიერ წარდგენილი იდეის შესაბამისობა მედიისა და კომუნიკაციების სფეროსთან;
  2. სტარტაპის მიერ წარმოჩენილი პრობლემის რელევანტურობა;
  3. იდეის ინოვაციურობა;
  4. სტარტაპის გუნდის წევრების კომპეტენციის შესაბამისობა იდეასთან;
  5. იდეის მასშტაბირების პოტენციალი; (კომპანიის სწრაფად ზრდის პოტენციალი)

როგორ მოვიპოვო მედიალაბის დაფინანსება?

დაფინასების მოსაპოვებლად სტარტაპმა წარმატებით უნდა გაიაროს აქსელერაციის პროგრამა და გადავიდეს მედიალაბის ინკუბატორში. ინკუბაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა კომიტეტს წარუდგიონონ პრეზენტაცია და მიიღონ დაფინასება.


რა პირობით გასცემს მედიალაბი დაფინანსებას?

დაფინასების პირობები თანხმდება ინდივიდუალურად, თითოეულ სტარტაპთან. დაფინასება არ არის სესხი.


რა თანხით აფინანსებს მედიალაბი სტარტაპებს?

დაფინასების თანხა განსხვავებულია თითოეული სტარტაპის საჭიროებების შესაბამისად. 2020 წელს, დაფინასების მაქსიმალური ოდენობაა 200 000 ლარი.


მედიალაბი

რეკომენდაციები

20 აგვისტო

უფრთხილდი AI სტარტაპებს!

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა