განვითარებას ყოველთვის ახლავს თან ცვლილებები პირად ცხოვრებასა თუ სამუშაო გარემოში. დღეს სწორედ ასეთი მომენტის წინაშე ვდგავართ: აქამდე თუ მსხვილ კორპორაციაში მუშაობა ითვლებოდა პრესტიჟულად, ახლა საკუთარი კომპანიის წამოწყებაა ბევრად მიმზიდველი არჩევანი.
ამ ახალი ტრენდის დამკვიდრებისთვის ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ათვისებას უნდა ვუმადლოდეთ. მათი დახმარებით, პოტენციური კლიენტების, თანამშრომლებისა თუ ინვესტიციების მოძიება სერიოზული ფინანსური სახსრებისა და კავშირების გარეშეც სავსებით რეალური გახდა. ეს კი, ის ცვლილება აღმოჩნდა, რომელმაც ქალებს უნიკალური შესაძლებლობები გაუხსნა.
რას გვეუბნება სტატისტიკა
ამერიკის ცენზუსის ბიუროს მონაცემებით, 2007 წლიდან 2016 წლამდე ქალების მიერ წამოწყებული ბიზნესების რაოდენობამ 45%-ით მოიმატა. ამერიკული ორგანიზაცია SCORE-ის მიერ წარმოებული კვლევების თანახმად კი, 2018 წელს ქვეყანაში არსებული 28 მილიონი მცირე ბიზნესის 39% უკვე ქალებს ეკუთვნოდათ.
SCORE-ის მიერ თავმოყრილი მონაცემები ინფორმაციას გვაწვდიან იმ ინდუსტრიებზეც, რომლებსაც ქალები უმიზნებენ – ისინი ორჯერ უფრო ხშირად იწყებენ კომპანიებს ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, ვიდრე მამაკაცები.
რატომ არიან ქალები ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებული?
საკუთარი კომპანიის დაარსება ბევრად სარისკო გადაწყვეტილებაა, ვიდრე ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში მუშაობა – ეს ყველა მხრიდან გვესმის. ქალები კი, ბევრისთვის, სტაბილურობის მოყვარულები არიან. რა უბიძგებს მათ ანტრეპრენერობის აღელვებულ ოკეანეში გადაშვებისკენ?
ერთის მხრივ, ამის მიზეზი ისაა, რომ კორპორაციული ცხოვრება არც ისეთი სტაბილურია, როგორც გვგონია – მითუმეტეს, ქალებისთვის. შემცირებები, დაბალი ანაზღაურება და ნაკლები დაწინაურების შანსი ამის რამდენიმე მაგალითია. ქალები მსოფლიო მასშტაბით სამსახურთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას აწყდებიან. ამ პრობლემებისგან გაქცევის კარგი გამოსავალი კი, საკუთარი თავის უფროსობაა. სხვათა შორის, დაფინანსების ამერიკული კომპანია guidantfinancial-ის მიერ წარმოებულ გამოკითხვაში ქალმა ანტრეპრენერებმა ზუსტად ეს სიტყვები დაასახელეს თავიანთი გაბედული გადაწყვეტილების ნომერ პირველ მიზეზად (31%).
1. თავისუფალი განაკვეთი
მართალია, ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება იცვლება, მაგრამ ქალები მაინც იმ ადამიანებად რჩებიან, რომლებიც საოჯახო საქმეებს უდგანან სათავეში. საკუთარი ბიზნესის წამოწყება კი, დროის მენეჯმენტის კუთხით, მეტ თავისუფლებას ნიშნავს. სამუშაო და საოჯახო საქმეების განაწილება მათი პირადი მოვალეობა ხდება და ეს ამ ორი როლის შეთავსებას საგრძნობლად ამარტივებს.
“ვიცოდი, რომ კორპორაციულ სამყაროში მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, ბევრი არასასურველი გადაწყვეტილების მიღება მომიწევდა. მიმაჩნია, რომ მუშაობის კულტურა იცვლება და ქალებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს, რაც ძალიან კარგია. მაგრამ, საკუთარი თავისთვის მუშაობა ყოველთვის ნიშნავს მეტ თავისუფლებას, ვიდრე – სხვისთვის.” – ამბობს მიშელ გარეტი, რომელმაც სამსახური პირველი შვილის გაჩენამდე დატოვა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკუთარი ფირმა გახსნა.
2. შესაბამისი ანაზღაურება
ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის განსხვავება დღემდე მეტნაკლებად უცვლელი რჩება. ეს პრობლემა მწვავეა ყველა ქვეყანაში. ხშირად, ქალები თავად არიან დაბალ ანაზღაურებაზე თანახმა, რაც, დამსაქმებლების მხრიდან, შესაბამის შეთავაზებას იწვევს. ამ ფაქტორმა ბევრ მათგანს საკუთარი კომპანიის წამოწყებისკენ უბიძგა, სადაც თავად დააწესებდნენ საკუთარი თავის ფასს. როგორც ჩანს, მათთვის ამ მიდგომამ კარგად იმუშავა: SCORE-ის თანახმად, ქალი მეწარმეების 62%-თვის საკუთარი ბიზნესიდან მიღებული თანხა შემოსავლის ძირითადი წყაროა.
3. სტაბილურობა
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ქალები მცირე ბიზნესის წამოწყების მიზეზად, ხშირად, სტაბილურ მომავალს ასახელებენ. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას გადარჩენის მეტი შანსი აქვს, დამსაქმებლის ადგილი ამ ორგანიზაციაში არც თუ ისე მყარია. სამსახურიდან დათხოვნა თუ ხელფასების შემცირება კორპორაციული ცხოვრების ნაწილია და ქალები ხშირად ხდებიან ამის მსხვერპლი. Guidancefinancial-ის გამოკითხვაში, კორპორაციაში მუშაობით უკმაყოფილება მესამე ადგილზეა (26%) საკუთარი კომპანიის წამოწყების მიზეზთა შორის, სამსახურის დაკარგვა კი – მეხუთეზე (6%).
4. განვითარების შესაძლებლობა
დაბალ ანაზღაურებასთან ერთად, ქალებს დაწინაურების შანსიც უფრო ნაკლები აქვთ (15%-ით), ვიდრე მამაკაცებს, როგორც ამას LeanIn.Org-ის მონაცემები აჩვენებს. მიზეზების დასადგენად, ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვების გამომცემლობამ სპეციალური სენსორების გამოყენებით დასაქმებულების ქცევა შეამოწმა. კვლევების თანახმად, ქალები და კაცები სამსახურში ერთნაირად იქცევიან, დღეში ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებენ, შეხვედრებზე ერთი და იგივე დროს ხარჯავენ და სხვადასხვა ტესტირებებზე ერთი და იგივე ქულებს იღებენ. ამის ფონზე 15%-იანი განსხვავება შეუსაბამოდ ჩანს.
როცა საკუთარ კომპანიას იწყებ, თავად ირჩევ განვითარების ტემპსაც და მიმართულებასაც. როგორც ჩანს, ქალები ისევე დაინტერესებული არიან კარიერული წინსვლით, როგორც მამაკაცები.
5. საყვარელი საქმის კეთება
და მაინც, ეს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისთვის ყველაზე ხშირად აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი. უფრო ზუსტად, ქალი ანტრეპრენერების 26% სწორედ ამ მიზეზს ასახელებდა. როცა ზუსტად იცი, რისი კეთება გინდა, ნებისმიერი დაბრკოლებისთვის ხარ მზად მიზნის მისაღწევად.
თუმცა, წინ ჯერ კიდევ არის გამოწვევები
ეს ოპტიმისტური სტატისტიკები არ ნიშნავს, რომ ქალი ანტრეპრენერები გარკვეულ დაბრკოლებებს არ აწყდებიან. მთავარი პრობლემა, რომელიც დღემდე აქტუალური რჩება, გარე პირებისგან მხარდაჭერის მიღებაა.
ერთ-ერთი ინტერნეტ გაზეთის სტატიის თანახმად, ინვესტორები უფრო ნაკლებად ენდობიან ქალების წამოწყებებს, ვიდრე კაცებისას. SCORE-ის მიერ წარმოებული კვლევა იმასაც იუწყება, რომ ქალებს დაფინანსების 7%-ით ნაკლები შანსი აქვთ მამაკაცებთან შედარებით. თუმცა, აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ მიზეზი, ხშირად, თავად ქალები არიან ხოლმე: ისინი უფრო იშვიათად ეძებენ ფულად სახსრებს, ვიდრე კაცები (9%-ით). ისინი წინასწარ მიიჩნევენ, რომ დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ და თავიდან ბოლომდე საკუთარ შესაძლებლობებზე ფოკუსირებას ამჯობინებენ.
თუმცა, დაფინანსების გარდა, ქალებს უჭირთ ისეთი დახმარების მიღებაც, როგორიც მენტორის პოვნაა. მათი 48% აცხადებს, რომ პროფესიული განვითარებისთვის მრჩევლებისა და მენტორების მოზიდვა რთულ გამოწვევას წარმოადგენს.
საბოლოო სურათი
როცა საქმე მუშაობას ეხება, ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება არა მხოლოდ პირად მიზნებშია, არამედ – დამსაქმებლის დამოკიდებულებაშიც. ბევრი ქალისთვის, ეს საკუთარი კომპანიის წამოწყების მიზეზი გახდა. როგორც აქ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით ვნახეთ, ტენდენცია მზარდია და შეჩერებას არ აპირებს.
ყველა ცვლილებას თან ახალი პრობლემებიც ახლავს ხოლმე. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა აღნიშნული დაბრკოლებები, დროსთან ერთად, შესუსტდება და მალე დავიწყებას მიეცემა.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო ახალი საინტერესო სტატიები!
ქალები ბიზნეს ეკოსისტემაში
11 სექტემბერი 2020განვითარებას ყოველთვის ახლავს თან ცვლილებები პირად ცხოვრებასა თუ სამუშაო გარემოში. დღეს სწორედ ასეთი მომენტის წინაშე ვდგავართ: აქამდე თუ მსხვილ კორპორაციაში მუშაობა ითვლებოდა პრესტიჟულად, ახლა საკუთარი კომპანიის წამოწყებაა ბევრად მიმზიდველი არჩევანი.