კიბერკონფლიქტები, როგორც წესი, კულისებში მიმდინარეობს. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში, ანონიმი ჰაკერების გაერთიანებამ ყველაზე ღია და საჯარო ომი გამოაცხადა.
ვინ არიან “Anonymous”-ის სახელის ქვეშ გაერთიანებული “ჰაქტივისტები”, როგორც მათ უწოდებენ, და როგორ ცდილობენ ისინი პუტინის შეჩერებას?
რა ვიცით ჰაკერული გაერთიანება “ანონიმუსის” შესახებ?
„ანონიმუსი“ - აქტივისტებისა და ჰაკერების დეცენტრალიზებული გაერთიანებაა, რის გამოც ბევრი მათ “ჰაქტივისტებსაც” უწოდებს.
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ანონიმურობა მათთვის პრიორიტეტია და არავინ იცის, კონკრეტულად ვინ არიან გაერთიანების წევრები. ამის გამო, რთულია იმის მტკიცება, კონკრეტულად რომელი კიბერშეტევა განახორციელეს მათ; ამას ემატება ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებიც.
„ანონიმუსის“ საქმიანობის ამოცნობის ერთერთი გზა მათი „ტვიტერის“ ანგარიში, უფრო სწორად, ანგარიშებია. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული შეტევების შესახებ „ანონიმუსი“ პერიოდულად აქვეყნებს ტვიტებს სხვადასხვა ანგარიშიდან.
რუსეთთან კიბერომის გამოცხადება პირველი შემთხვევა არაა, როცა „ანონიმუსი“ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. პირიქით, ეს ქმედება ზუსტად ეხმიანება მათი ტვიტერის ანგარიშზე მიმაგრებულ მესიჯს, სადაც წერია, რომ ისინი არიან:
“მუშათა კლასის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან უკეთეს მომავალს კაცობრიობისთვის… რომლებიც თანხმდებიან რამდენიმე ძირითად პრინციპზე: ინფორმაციის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, კომპანიებისა და ხელისუფლებების პასუხისმგებლობაზე, მოქალაქეების კონფიდენციალობის და ანონიმურობის დაცვაზე.”
კიბერომი რუსეთის წინააღმდეგ
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვალს კი „ანონიმუსის“ „ტვიტერის“’ ერთერთ ანგარიშზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „გაერთიანება „ანონიმუსი“ ოფიციალურად ერთვება ომში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ”. განცხადებას მოჰყვა ტვიტების ნაკადი, სადაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ 1 500 სხვადასხვა კიბერშეტევაზე იღებდნენ პასუხისმგებლობას.
„ანონიმუსმა“ მიზანში ამოიღო ყველაფერი - ახალი ამბების პლატფორმებიდან რუსეთის ხელისუფლების ვებგვერდების ჩათვლით; მათ შორის DDoS შეტევები, რაც საიტის დროებით გათიშვაში გამოიხატა - მისკენ მიმართული გადაჭარბებული ვიზიტების (traffick) გამო.
ახალი ამბების რამდენიმე მთავარი პლატფორმა, მათ შორის Tass და Kommersant, ჰაკერების ხელში აღმოჩნდა და სიახლეების ნაცვლად მათ ვებგვერდებზე ეწერა რიცხვი 5300 (დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა). აქვე იყო გზავნილი: “შეაჩერეთ ეს სიგიჟე. ნუ გაუშვებთ თქვენს შვილებსა და ქმრებს სიკვდილზე.”
ერთერთი ყველაზე ეფექტური შეტევა „ანონიმუსმა“ რუსულ სატელევიზიო არხებზე განახორციელა. დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, გაერთიანებამ თითქმის ყველა არხზე მოიპოვა წვდომა და ამ არხების ეთერში ომის ამსახველი კადრები გაუშვა, უკრაინის ჰიმნთან ერთად.
სხვა, უფრო „გასართობი“ ხასიათის შეტევებს რაც შეეხება, გაერთიანების გერმანული „ტვიტერის“ ანგარიშიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ საზღვაო “ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა” დაჰაკეს და პუტინის 73 მილიონ დოლარიან იახტას სახელად დაარქვეს “FCKPTN”, მიმართულებაში კი “ჯოჯოხეთი” ჩაუწერეს.
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთისათვის სერიოზულად დამაზიანებელი აღმოჩნდა რუსეთის ნავთობის გიგანტის „გაზპრომის“, ახალი ამბების სააგენტო RT-სა და სხვადასხვა რუსული და ბელორუსული სამთავრობო სააგენტოების ვებგვერდების გათიშვა.
მათ ასევე გამოააშკარავეს ბელარუსიის იარაღების მწარმოებელი კომპანიის, Tetraedr-ის დოკუმენტები და ელ. წერილები. როგორც ანონიმუსი ტვიტერის ანგარიშიდან იტყობინება:
“ანონიმუსის მიზანია .ru ხელისუფლების ვებგვერდები გათიშოს და რუს ხალხს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, რათა ისინი გათავისუფლდნენ პუტინის ცენზურისგან. ასევე ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინელებს კიბერომში.”
რუსეთის პასუხი
კიბერშეტევები უკრაინის მხარესაც ხორციელდება, თუმცა რუსეთი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ხელისუფლების სააგენტოებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე განხორციელდა შეტევა, რომლის მეშვეობითაც წაიშალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ შედეგის მისაღწევად საჭირო იყო, ქვეყნის მასშტაბით ასობით კომპიუტერში წამშლელი პროგრამის დაყენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეტევა წინასწარგანზრახული იყო და რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. გარდა ამისა, სხვადასხვა უკრაინულ ვებგვერდებზე DDoS შეტევებიც განხორციელდა.
კიბერომის საფრთხეები
ის, რასაც დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის გამართულ კიბერდაპირისპირებაში ვხედავთ, საკმაოდ შორსაა დისტოპიური ფილმის სცენარებისგან, სადაც ჰაკერები თვითმავალ მანქანებზე, დრონებსა და თვითმფრინავებზე მოიპოვებენ ხოლმე მართვას. მსგავსი შეტევებისთვის აპარატურა საკმარისადაა დაცული, თუმცა ჰაკერული აქტივობები მაინც საკმაო საფრთხეს წარმოადგენს.
რუსეთის მიერ წარმოებული შეტევების გამო, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამერიკულმა სააგენტომ უკვე გაავრცელა გაფრთხილება თავიანთ ვებ-გვერდზე:
“რუსეთის არაპროვოცირებულ შეტევას უკრაინაზე, რომელსაც მოჰყვა უკრაინის ხელისუფლებისკენ მიმართული კიბერშეტევები, შეიძლება ჰქონდეს გავლენა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზეც.”
როგორც სააგენტო იუწყება, ამერიკას ჯერჯერობით არავინ უპირისპირდება, თუმცა შეტევის პოტენციური რისკი არსებობს და ისინი ყველა კომპანიას თუ კერძო პირს აფრთხილებენ, რომ მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ, რათა მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი ქსელები.
რა უნდა იცოდე ჰაკერულ გაერთიანება “ანონიმუსსა” და კიბერომზე
07 მარტი 2022კიბერკონფლიქტები, როგორც წესი, კულისებში მიმდინარეობს. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში, ანონიმი ჰაკერების გაერთიანებამ ყველაზე ღია და საჯარო ომი გამოაცხადა.